ცხოვრების სტილი

აქტიური დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

თუ თქვენ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ გაატაროთ თქვენი თავისუფალი დრო ზაფხულში, მაშინ აუცილებლად გაეცანით აქტიურად დასვენების უპირატესობებს.

1955

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და შესაბამისად ჩვენი ხასიათის, ენერგიის და სურვილისებრ, დასვენებაც ინდივიდუალურია. ზოგი ადამიანისთვის მშვიდი გარემო და პასიური დასვენება გარანტიაა ძალების აღდგენისთვის და თავისუფალი დროის კარგად გატარებისთვის. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უპირატესობას აქტიურ დასვენებას ანიჭებენ. თავგადასავლებით სავსე შვებულება თუ არდადეგები, ენერგიის დახარჯვა და ახალი ადგილების აღმოჩენა - აი, რა იზიდავთ ასეთ ადამიანებს. თუ თქვენ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ გაატაროთ თქვენი თავისუფალი დრო ზაფხულში, მაშინ აუცილებლად გაეცანით აქტიურად დასვენების უპირატესობებს.

წყარო: hotelcappella.com
წყარო: hotelcappella.com

აქტიურად დასვენება დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ლაშქრობები, სათავგადასავლო სპორტი, ველოსიპედით მოგზაურობა, კლდეზე ცოცვა, ჯომარდობა და სხვა აქტივობები აუცილებლად გაგაჯანსაღებთ ფიზიკურად. სუფთა ჰაერზე, ჟანგბადით სავსე გარემოში ყოფნა აჯანსაღებს თქვენს სხეულს და ის ნაკლები დატვირთვით ფუნქციონირებს. რეგულირდება სისხლის წნევა და ძლიერდება იმუნური სისტემა. როდესაც ახალ-ახალი ადგილების სანახავად ზურგჩანთით მოკიდებული გადაადგილდებით, სეირნობთ ტყეში ან იპყრობთ მთებს, თქვენ განიცდით ფიზიკურ დატვირთვას და წვავთ უამრავ კალორიას. თქვენი კუნთები აქტიურდება და ეჩვევა მოძრაობას. თუ თქვენ მთელი კვირა სამსახურში ჯდომა გიწევთ და ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ბრძანდებით მაშინ, დამერწმუნეთ აქტიური დასვენება სწორედ ისაა, რაც აუცილებლად გჭირდებათ. აქტიური დასვენების მოყვარულები ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მენტალური სიჯანსაღითაც გამოირჩევიან. რადგან ეს ყველაფერი პირდაპირაა დაკავშირებული სტრესის კლებასა და თქვენი ხასიათის გაუმჯობესებასთან. თქვენ ეცნობით ახალ ადგილებს და ხვდებით სხვადასხვა ადამიანებს. თავგადასავლებით სავსე დასვენების ერთ-ერთი უპირატესობა დაუვიწყარი მოგონებებია, რომელსაც ყოველთვის პოზიტიურად გაიხსენებთ.

წყარო: blueheronwhitewater.com
წყარო: blueheronwhitewater.com

თავგადასავლებით სავსე, აქტიური დასვენების დროს თქვენ სწავლობთ სირთულეებთან განმკლავებასაც. ადვილად ახდენთ ცვლილებებზე რეაგირებას და ხდებით უფრო თავდაჯერებულნი. ნუ შეგეშინდებათ თავგადასავლებისა და სიახლეების. ხანდახან ყველას გვჭირდება ადრენალინი და მძაფრი შეგრძნებები, ამ დროს ხომ თითქოს ახლიდან იბადები და თავს უბედნიერესად გრძნობთ. დაგეგმეთ სათავგადასავლო ტურები თქვენს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, მოინახულეთ ულამაზესი ადგილები და ჩაერთეთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში. ეს თქვენს თავდაჯერებულობას აამაღლებს, გაამაგრებს თქვენს სოციალურ კავშირებს, მოგცემთ საშუალებას განიტვირთოთ, დაისვენოთ და ისიამოვნოთ.

წყარო: emsoutdoors.com
წყარო: emsoutdoors.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

#იჩქარესახლში იქ, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, ზრუნავენ

სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია.

2806
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ჩვენს გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებები და მათი დადებითი გავლენა ადამიანზე

დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

1216
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575