ცხოვრების სტილი

როგორ მოვაწყოთ სასარგებლო მცენარეების ბაღი ჩვენს სამზარეულოში?

დღეს-დღეობით, სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. „სახლის ბაღების“ მოწყობა, რაც საცხოვრებელში სხვადასხვა სასარგებლო მცენარის გახარებას გულისხმობს.

1282

მცენარეებს საცხოვრებელ გარემოში ყველაზე ერთფეროვანი სივრცის გამოცოცხლებაც კი შეუძლიათ და სწორედ ამიტომ, ქოთნის მცენარეებით სახლის გაფორმება არც თუ ისე ახალი მიმდინარეობაა. ალბათ იშვიათად თუ ნახავთ სახლს, სადაც ერთი მცენარე მაინც არ არის. ჩვენ მოგვწონს ლამაზი და განსხვავებული მცენარეები, მათი მოვლა კი საკმაოდ პოპულარული ჰობია, რომლითაც უამრავი ადამიანია დაკავებული. თუმცა, გარდა იმისა, რომ ქოთნის მცენარეები თქვენს საცხოვრებელ გარემოს ალამაზებენ, ისინი მის გაჯანსაღებაზეც ზრუნავენ. საკუთარ ბინაში ცოცხალი კუთხის შესაქმნელად, ისეთი მცენარეები უნდა აარჩიოთ, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებები აქვთ. დღეს-დღეობით, სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. „სახლის ბაღების“ მოწყობა, რაც საცხოვრებელში სხვადასხვა სასარგებლო მცენარის გახარებას გულისხმობს. სულ უფრო აქტუალურია, სამზარეულოში, სამკურნალო და საკვებად გამოსადეგი ბალახების გახარება. ამიტომ, არ ინაღვლოთ, თუ პატარა ბაღი არ გაქვთ, ან საკმარისად დიდი სივრცე, რადგან მსგავსი მცენარეების გახარება ძალიან მარტივია და პატარა სახლის პირობებშიც კია შესაძლებელი.

წყარო: decoist.com
წყარო: decoist.com

თუ თქვენ კულინარია გიტაცებთ, აუცილებელია გქონდეთ ქორფა, ნიტრატების გარეშე მოყვანილი მწვანილები და სხვადასხვა მცენარეები, რომლებიც თქვენს კერძებს განსაკუთრებულ გემოს შესძენს. თავშავა, ბაზილიკი, ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, პიტნა, ლავანდა და სხვ. მცენარეები, არამარტო სასარგებლო და გამოსადეგი, არამედ ლამაზი ბალახებია, რომელიც თქვენი სამზარეულოს ინტერიერს აუცილებლად გაამრავალფეროვნებს. აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ადგილი, სადაც სხვადასხვა ბალახეულს გაახარებთ. უკეთესია თუ სამზარეულოში, მზიან, ფანჯარასთან ახლოს მდებარე სივრცეს შეარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მცენარეებმა მინიმუმ 4 საათი მაინც მიიღონ მზის სხივები. გახსოვდეთ, რომ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფანჯრებიდან ყველაზე დიდხანს შემოდის სინათლე. ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრებიდან კი ყველაზე ნაკლებად.

წყარო: decoist.com
წყარო: decoist.com

არ იფიქროთ, რომ თქვენი „სახლის ბაღის“ გაშენებას რაიმე განსაკუთრებული ტემპერატურა ჭირდება. ასეთი მცენარეები, თავს ძალიან კარგად გრძნობენ ჩვეულებრივ სახლის ტემპერატურაზე (18-21 გრადუსი). არც იმაზე ინაღვლოთ თუ ღამე ტემპერატურა ვარდება, თქვენი მცენარეებს ეს მოსწონთ და ამაში საშიში არაფერია. რაც შეეხება მათ გასახარებელ ჭურჭელს, ნუ შემოიფარგლებით ჩვეულებრივი ქოთნებით. გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარა ბაღი, თქვენივე სახლში მდებარეობს და ამიტომ, ის სახლის ინტერიერს უნდა უხდებოდეს. მათ ჩასარგავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ვინტაჟური ნივთები, ან შუშის ქილები და თიხის ჭიქები. შეგიძლიათ მცენარეები კედელზე მოათავსოთ ან ჭერზე ჩამოკიდოთ. არჩევანი თქვენზეა!

წყარო: decoist.com
წყარო: decoist.com
წყარო: decoist.com
წყარო: decoist.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

შობა-ახალი წლის ტრადიციები და მათი წარმოშობის საინტერესო ისტორია

ახალ წელს ადამიანები თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი საახალწლო რუტინით ხვდებიან ხოლმე.

2730
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ხატვის განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში - აი, რატომ უნდა ვხატოთ ხშირად

ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ისეთი აქტივობა, რომელიც ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებსა და რუტინულ საქმეს.

1966
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575