აკვაპარკები-ორიგინალური არქიტექტურითა და დიზაინით გამორჩეული გასართობი სივრცეები
აკვაპარკი, იგივე წყლის პარკი, გასართობი ადგილია, რომელიც მოიცავს წყალთან დაკავშირებულ სათამაშო ინფრასტრუქტურას.
აკვაპარკი, იგივე წყლის პარკი, გასართობი ადგილია, რომელიც მოიცავს წყალთან დაკავშირებულ სათამაშო ინფრასტრუქტურას. ეს არის საცურაო აუზების, წყლის სასრიალოების, ჩქაროსნული მდინარეების და სხვა რეკრეაციული საბანაოს ან საცურაო ობიექტების ერთობლიობა. აკვაპარკების პოპულარობამ პიკს 1940-50-იან წლებში მიაღწია. ამერიკის შეერთებული შტატებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კონცენტრირებული აკვაპარკების მარკეტი აქვს. ყოველწლიურად აქ უამრავი წყლის პარკი იხსნება. ორი ყველაზე მთავარი ორგანიზაცია კი IAAPA (გასართობი პარკებისა და ატრაქციონების საერთაშორისო ასოციაცია) და WWA (მსოფლიოს აკვაპარკების ასოციაცია) არის. აკვაპარკები სამ ნაწილად იყოფა: თემატურად, გასართობად და წყლის პარკებად. არსებობს ჰიბრიდული ვერსიაც. ზოგიერთი აკვაპარკი სპა მომსახურებაზე უფროა ორიენტირებული. მაგალითად SchwabenQuellen-ში (ევროპული აკვაპარკების ასოციაციის წევრი) წყლის სასრიალოებს ვერ შევხდებით. ამის ნაცვლად აქ არის უამრავი საუნა, ორთქლის ოთახი, „სათავგადასავლო შხაპები“ და დასვენებაზე ორიენტირებული წყლის სათამაშო სივრცეები. ყველაზე უცნაური კი რაც შეიძლება აკვაპარკში შეგხვდეთ, ყინულზე სრიალია. ამ სიამოვნებას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ინდიანას აკვაპარკი გთავაზობთ. არსებობს შიდა აკვაპარკებიც, რომლებიც შენობებში მდებარეობს. მათი ერთ-ერთი პლუსი არის ის, რომ ისინი სეზონური არ არის და ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში, მათი სარგებლობა შეიძლება.

უზარმაზარი ტალღიანი აუზი აქვატიკას შემქმნელებისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ მათ მეორეც ააშენეს - ზუსტად მის გვერდზე. ეს უნიკალური ტიპის აკვაპარკი ფლორიდაში, ორლანდოში მდებარეობს. დამთვალიერებელი წყლის სასრიალოთი დელფინების აკვარიუმამდე მიდის, ხოლო უფრო გაბედულები წყლის ხელოვნურ არხებსა და ძაბრებშიც გადიან. აქ არის ქვიშის სანაპირო, რომელიც 1 360 ტონა რბილი, თეთრი ქვიშით არის დაფარული. რაც შეეხება, აკვაპარკში მდებარე ბაღს, ის ინსპირაციას სამხრეთი ზღვის სტილისგან იღებს და აქ დაახლოებით 60 000 სახეობის მცენარეა.
ბეიჯინგის ცნობილი აკვაპარკი: წყლის კუბი ის ადგილია, სადაც 2008 წელს ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ძაბრის ფორმის ტორნადოს და სხვა ფორმის სასრიალოების წყალობით, დამსვენებელი დიდი წყლის კუბში ხვდება. კონსტრუქცია რომელიც შენობისთვისაა გამოყენებული, ისეთი ელემენტებითაა შექმნილი, როგორებიცაა კრისტალური მესრის წყლის ბუშტები. ეს სივრცის ეფექტური დატვირთვის ყველაზე კაი ვარიანტია. ეს ბუშტები მიწისძვრასაც უძლებს. პლასტიკური „ბალიშებით’ დაფარებული ექსტერიერი ზოგავს ენერგიას და სივრცეს, მინასთან შედარებით, უფრო მეტ სითბოს აძლევს. დამთვალიერებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ჭერზე ჩამოკიდებული უზარმაზარი მედუზები.
სიამ პარკი ესპანეთში, კონკრეტულად ტენერიფეს კუნძულებზე მდებარეობს. ეს არის თემატური აკვაპარკი, რომლის ყველაზე პოპულარული სასრიალო 27-მეტრიანი „სიძლიერის კოშკია“. ეს აკვაპარკი ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომია. საბავშვო ზონა ყველაზე პოპულარულ დრაკონის სასრიალოს მოიცავს. თავად პარკში შეხვდებით ჯუნგლების სტილის დაგეგმარებას, ბილიკებსა და არქიტექტურას. „ყოველ მოსვლაზე აქ ახალ დეტალებს აღმოაჩენთ,“- ამბობს აკვაპარკის დამაარსებელი კრისტოფერ კისლინგი.
ჩვენ გირჩევთ
ყველაზე საკამათო ცვლილებები არქიტექტურაში - მოცულობები, რომლებიც საზოგადოებამ გააკრიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ქაოსი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს ცვლილებას უდარდელად ვხვდებით.
ფუტურიზმი, როგორც სტილი და მისი მნიშვნელობა არქიტექტურაში
ბევრი მიიჩნევს, რომ ფუტურიზმი არტისტების ერთად მუშაობამ და რევოლუციებმა განაპირობეს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7