აკვარიუმის თერაპიის გავლენა ადამიანზე ანუ 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ თევზებზე
თევზის ყოლა სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში და კატის და ძაღლის შემდგომ, ისინი ყველაზე პოპულარულ, შინაურ ბინადრებად გვევლინებიან.
შინაურ ცხოველებზე და მათ დადებით თვისებებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი დროა ერთი სტატია მშვიდ და მშვენიერ არსებებს, თევზებს მივუძღვნათ. თევზის ყოლა სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში და კატის და ძაღლის შემდგომ, ისინი ყველაზე პოპულარულ, შინაურ ბინადრებად გვევლინებიან. ამ ყველაფერს რა თქმა უდნა თავისი მიზეზები აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცხოვრებასთან. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ შინაური ცხოველის ყოლა, გადატვირთული გრაფიკის თუ პატარა ფართის გამო, მაშინ არჩევანი აუცილებლად თევზებზე უნდა გააკეთოთ. ისინი ხომ ბევრი დადებითი თვისებით არიან დაჯილდოებულნი.

თევზები ლამაზი და მშვიდი არსებები არიან, მათი მოვლა კი ნაკლებად ხარჯიანი და მარტივია. მათ ვისაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, თავისუფლად შესძლებს თევზებზე იზრუნოს, რადგან მათზე ზრუნვა არ მოითხოვს დიდ ენერგიას, ისინი არც დიდი ადგილს საჭიროებენ. არ აქვს მნიშვნელობა პატარა ფართის ბინა გაქვთ თუ დიდი, აკვარიუმი ნებისმიერ მათგანს მოუხდება. აკვარიუმის გამდიდრება, ფერად-ფერადი თევზებით კი ყოველთვის შეგიძლიათ.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ თევზი მხოლოდ ლამაზი დეკორაციაა და სხვა არაფერი. თევზების ყოლას აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. აკვარიუმის თევზებს, აქვთ უნარი შეამცირონ სტრესი და დაძაბულობა. ამას მეცნიერები „აკვარიუმის თერაპიასაც“ უწოდებენ. საკმარისია უბრალოდ უყუროთ, როგორ დაცურავენ თევზები აკვარიუმში და თქვენ შეგიმცირდებათ სტრესი და აღელვების შეგრძნება. მეცნიერებმა ასევე დაამტკიცეს, რომ აკვარიუმის თერაპიის წყალობით, სისხლის წნევა კლებულობს, რაც ამცირებს გულის შეტევის რისკებს. აკვარიუმში მოცურავე თევზების ყურება, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ამშვიდებს.
გარდა იმისა, რომ აკვარიუმის ყურება სტრესს და დაძაბულობას ხსნის, ის თქვენ კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზეც მოქმედებს. ამიტომაცაა, რომ დღეს სულ უფრო აქტუალურია, სამუშაო გარემოში აკვარიუმების განთავსება. ეს ძალიან დადებითად აისახება მომუშავე პერსონალზე. ასე, რომ შეგიძლიათ თქვენ თანამშრომლებს შეუთანხმდეთ და ყველამ ერთად იზრუნოთ ამ მშვიდ არსებებზე, რომლებიც დაძაბულ დღეს შეგიმსუბუქებენ. თევზების ყოლა ბავშვებზეც დადებითად ამოქმედებს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ჰიპერაქტიურ ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ თევზები, იმისათვის რომ დამშვიდდნენ და მარტივად დაიძინონ. ასევე, ეს მშვენიერი არსებები ბავშვებში აღვიძებენ ინტერესს, რომ შეისწავლონ წყალქვეშა სამყარო და მეტი გაიგონ ცოცხალ არსებებზე.
ჩვენ გირჩევთ
აქტიური დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე
თუ თქვენ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ გაატაროთ თქვენი თავისუფალი დრო ზაფხულში, მაშინ აუცილებლად გაეცანით აქტიურად დასვენების უპირატესობებს.
როგორ მოქმედებს დასვენება ადამიანის ორგანიზმზე?
ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7