ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ მშვენიერი და მარტივი საახალწლო დეკორაციები ჩვენი ხელებით?

თუ გსურთ რომ თქვენი სახლი, ამ ახალ წელს, განსაკუთრებული იყოს და ორიგინალობით გამოირჩეოდეს მაშინ, გირჩევთ საახალწლო დეკორი თქვენი ხელით დაამზადოთ.

2206

ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო განწყობაც ნელ-ნელა შემოდის ყველა ოჯახში. რა თქმა უნდა, უკვე დროა დავიწყოთ იმაზე ფიქრი თუ, როგორ მოვრთოთ ჩვენი სახლი და ნაძვის ხე. დღეს-დღეობით საახალწლო დეკორაციების და ნაძვის ხის სათამაშოების საკმაოდ დიდი არჩევანია და უკვე ნებისმიერ ადგილას შეიძლება თქვენთვის სასურველი სადღესასწაულო ნივთების შეძენა. თუმცა, თუ გსურთ რომ თქვენი სახლი, ამ ახალ წელს, განსაკუთრებული იყოს და ორიგინალობით გამოირჩეოდეს მაშინ, გირჩევთ საახალწლო დეკორი თქვენი ხელით დაამზადოთ. გთავაზობთ რამდენიმე, ძალიან მარტივ და კრეატიულ იდეას სახლის სადღესასწაულო დეკორის დასამზადებლად.

ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო განწყობაც ნელ-ნელა შემოდის ყველა ოჯახში. რა თქმა უნდა, უკვე დროა დავიწყოთ იმაზე ფიქრი თუ, როგორ მოვრთოთ ჩვენი სახლი და ნაძვის ხე. დღეს-დღეობით საახალწლო დეკორაციების და ნაძვის ხის სათამაშოების საკმაოდ დიდი არჩევანია და უკვე ნებისმიერ ადგილას შეიძლება თქვენთვის სასურველი სადღესასწაულო ნივთების შეძენა. თუმცა, თუ გსურთ რომ თქვენი სახლი, ამ ახალ წელს, განსაკუთრებული იყოს და ორიგინალობით გამოირჩეოდეს მაშინ, გირჩევთ საახალწლო დეკორი თქვენი ხელით დაამზადოთ. გთავაზობთ რამდენიმე, ძალიან მარტივ და კრეატიულ იდეას სახლის სადღესასწაულო დეკორის დასამზადებლად.

წყარო: www.setthewed.com
წყარო: www.setthewed.com

როდესაც საახალწლო დეკორირებაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება გირჩების დავიწყება. გირჩი ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა მშვენიერი ნამუშევრების შესაქმნელად. მისი შეძენაც კი არაა საჭირო, გაისეირნეთ ბუნებაში და მას ნებისმიერ ადგილას იპოვით. გირჩების, მავთულის და წებოს გამოყენებით შეგიძლიათ მშვენიერი საშობაო გვირგვინის დამზადება. დაგრიხეთ მავთული მრგვალად და მიაწებეთ ზევიდან გირჩები. შეგიძლიათ გირჩები თეთრად შეღებოთ და ასე, მათ დათოვლილ ეფექტს შესძენთ. ძალიან მარტივია მათი გამოყენებით ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებაც. გამოიყენეთ თექა, ბამბა ფერადი ძაფები და ლენტები და გააფორმეთ თქვენი ნაძვის ხე ორიგინალურად.

წყარო: www.setthewed.com
წყარო: www.setthewed.com
წყარო: www./astonbkk.com
წყარო: www./astonbkk.com

იმისათვის რომ სახლს მეტი მყუდროება და სადღესასწაულო ელფერი შემატოთ გააფორმეთ ის ნაძვისა და წიწვის ბუნებრივი ტოტებით. რა თქმა უნდა, ხეებზე ტოტების დამტვრევას არ გთხოვთ, თუმცა თუ ბუნებაში სეირნობისას ხიდან ჩამოვარდნილ ტოტებს გადააწყდებით აუცილებლად წამოიღეთ სახლში, მათი დახმარებით თქვენი სახლი ნამდვილად იქნება გამორჩეული. შეგიძლიათ პატარა ტოტები სუფრის მოსართავადაც გამოიყენოთ. დიდებით კი კედლები, ჭაღები და ბუხარი მორთოთ. ტოტებს, სურვილისებრ დაუმატეთ პატარა ფერადი ბანტები ან მძივები, ასე ისინი უფრო თვალშისაცემი იქნება.

წყარო: www.designdiyideas.com
წყარო: www.designdiyideas.com

ძალიან საინტერესო სათამაშოების დამზადება შეგიძლიათ საქსოვი ძაფებისა და წებოს გამოყენებით. სხვადასხვა ფერის საქსოვი ძაფები ამოავლეთ წებოში და შემოახვიეთ სასურველ ზომაზე გაბერილ ბუშტებს. მიეცით მათ, ოვალური ან მრგვალი ფორმა. ძაფები კარგად გააშრეთ, შემდეგ კი ბუშტები დაჩუტეთ. შექმნილ სათამაშოებს შეგიძლიათ, ბრჭყვიალები მოაყაროთ, ან პატარა ბისერები მიაკრათ. მთავარია თქვენი ფანტაზია, მონდომება და ყველაფერი მარტივად გამოგივათ. ჩართეთ ამ კრეატიულ პროცესში სხვა ოჯახის წევრებიც და ერთად დაამზადეთ სასურველი საახალწლო დეკორაციები. ასე ეს საქმიანობა უფრო სასიამოვნოც იქნება.

წყარო: www.ruffledblog.com
წყარო: www.ruffledblog.com
წყარო: www.powerfulmothering.com
წყარო: www.powerfulmothering.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

სამაგიდო თამაშების, როგორც გონების გავარჯიშების კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო საშუალება

გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშები კიდევ უფრო გვაახლოებს საყვარელ ადამიანებთან, მათ ასევე აქვთ დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

1777
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

რა არის ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი და როგორ ვებრძოლოთ ამ მწვავე პრობლემას?

სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქალაქში ცხოვრების დონის განსაზღვრისას.

8540
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575