გაეცანით ექსტრავაგანტულ და საინტერესო არქიტექტურულ და დიზაინის კონცეპტის მქონე გამოფენებს
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იმართება არქიტექტურული თუ დიზაინის კონცეპტის მქონე ღონისძიებები და გამოფენები.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იმართება არქიტექტურული თუ დიზაინის კონცეპტის მქონე ღონისძიებები და გამოფენები. დღეს 2016-2017 წლის განსაკუთრებულ გამოფენებზე ვისაუბრებთ. ცნობილმა იაპონელმა არტისტმა იაიოი კუსამამ 1965 წელს ხელოვნებაში გარღვევა მოახდინა: მან შექმნა უსაზღვრო სარკის ოთახი. იაიოიმ, პატარა სარკეების გამოყენებით მოახერხა ადრეული, ქაღალდზე შესრულებული ნახატებისა და ნამუშევრების ტრანსფორმაცია. მთელი კარიერის განმავლობაში, ხელოვანმა შექმნა ოცზე მეტი უსაზღვრო სარკის ოთახი. ხოლო ჰირშჰორნის გამოფენა პირველია, რომელიც ამ ნამუშევრებიდან 6 მათგანს მოიცავს. მულტიმედიური ინსტალაციები, რომელიც კალეიდოსკოპურ გარემოს მოგაგონებთ, გაძლევთ საშუალებას შეაბიჯოთ უსაზღვრო სივრცის ილუზიაში. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ ხელოვანის ძირითადი თემები, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს ეხება. აქ შეხვდებით კუსამას ნახატებს, სკულპტურებსა და ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც დაახლოებით 5 დეკადას ითვლის. გამოფენა 2017 წლის 23 თებერვალს ჰირშჰორნის მუზეუმსა და სკულპტურის ბაღში გაიხსნა და სამი თვე გაგრძელდა.

2016 წელს კი „Scott Whitby” სტუდიოს დიზაინით მოწყობილი გამოფენა ლონდონში, როიალ აკადემიაში გაიმართა. გამოფენა სახელწოდებით „მავერიკები - დაამსხვრიე ბრიტანული არქიტექტურის ყალიბი“. არაკონფორმისტებს არქიტექტურაში გადამწყვეტი როლი შეაქვთ, ამბობს გამოფენის კურატორი და წარმოგვიდგენს 12 დამოუკიდებელი და ლეგენდარული არქიტექტორის შემოქმედებას. ეს უკანასკნელნი აირჩიეს მათი უნიკალური სტილისა და ნონკომფორმისტული დამოკიდებულებების გამო. კურატორი ოვენ ჰოპკინსი თვლის, რომ ეს ზუსტად ის თვისებებია, რაც თანამედროვე ბრიტანულ არქიტექტურას ყველაზე მეტად სჭირდება. „მავერიკები ისინი არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ არქიტექტურა მხოლოდ სამყაროს ახლანდელი აღწერა არ არის, მას უფრო მეტი პოტენციალი აქვს: დაინახოს მომავალი და არა მარტო - იყოს მისი შექმნის ნაწილიც. 12 მავერიკ არქიტექტორებში შევიდნენ: რობერტ სმითსონი, ჯონ ვანბრუ, ჯეიმს ვაიეტი, ჯონ სოანე, ჩარლზ რობერტ კოკერელი, ჩარლზ მაკინტოში, ჩარლზ ჰოლდენი, ჰარი სტიუარტ რენდელი, ჯეიმს სტირლინგი, ცერიკ ფრაისი, FAT, ზაჰა ჰადიდი.
ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა დაიწყო არქიტექტურული ნიმუშების სერიების წარმოდგენა, რომლებშიც პირველმა მონაწილეობა „Wang Shu-Amateur Architecture Studio“-მ მიიღო. ეს სერიები ეხება თანამედროვე არქიტექტურულ გამოწვევებსა და ახალგაზრდა თაობის არქიტექტორებს. სერიები ჩინეთში იწყება და მას არქიტექტორი ვანგ შუ და მისი მეუღლე ლუ ვენიუ წარუძღვებიან. წყვილმა საკუთარი სტუდიო 20 წლის წინ დაარსა, თავად ვანგი კი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული პრიზის მფლობელია. ამ გამოფენით ვანგი და ლუ ტრადიციულ ჩინურ კულტურასა და ფილოსოფიას გვაცნობენ. მიუხედავად ამისა, ვანგის არქიტექტურა ტრანსფორმაციითა და სტერეოტიპების დარღვევით ხასიათდება, ის ფუტურისტულიც კია. გამოფენა მოიცავს შენობის მოდელებს, ვიდეოს, ფოტოებს, ტექსტსა და ფილმებს.
ჩვენ გირჩევთ
ვერნაკულარული არქიტექტურა, ანუ რელიეფით განპირობებული ესთეტიკური ნაგებობები
არქიტექტურა აღნიშნავს დიზაინის, გეგმარებისა და იდეების განხორციელების როგორც შედეგს, ასევე პროცესს. პროცესი და შედეგი კი საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს...
რა არის გადამზიდი კონტეინერების არქიტექტურა და როგორ გამოიყენება ის თანამედროვე სამყაროში?
გადამზიდი კონტეინერებით სახლების აგება არქიტექტურული ფორმაა, რომელიც ფოლადის ინტერმოდალურ კონტეინერებს იყენებს. ამას მეორენაირად კარგოტექტურასაც უწოდებენ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7