არქიტექტურის როლი ტურიზმსა და ქალაქის ბრენდირებაში
არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ძალიან დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში.
არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ძალიან დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში. ეს სფეროები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული. მათი ურთიერთდამოკიდებულება კი აშკარაა უკვე ანტიკური პერიოდიდან, როდესაც არქიტექტურას, როგორც ტურისტულ ატრაქციას, ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა. შენდებოდა ტაძრები, დიდი თეატრები, სტადიონები, კოლიზეუმი და სხვა მონუმენტური, საზოგადოებრივი შენობები, რაც იზიდავდა უამრავ მნახველს, რადგან ეს არქიტექტურული ნამუშევრები იმ კულტურული მახასიათებლებით გამოირჩეოდა, რომელიც ადგილობრივი გარემოსთვის იყო სახასიათო. არქიტექტურა იყო და იქნება ცხოვრების სტილის და ყოველი დროებისა და ეპოქის, კულტურის, გამოხატულება. ბევრი ქალაქი ევროპაში, მაგალითად: პარიზი, რომი, ათენი, ვენეცია, ამსტერდამი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიხატება ეპოქის სული, როგორ ცოცხლობს ის არქიტექტურული ნამუშევრების საშუალებით. ამ ქალაქების ტურისტული შეთავაზებები და ტურიზმის განვითარება, ძირითადად, სწორედ კულტურულ ძეგლებს, არქიტექტურულ შედევრებს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურა არის საუკეთესო ისტორიული წყარო, რომელიც მჭიდრო კავშირშია და იდენტიფიცირებას ახდენს ქალაქთან, ერთან და ქვეყანასთან.
არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ძალიან დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში. ეს სფეროები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული. მათი ურთიერთდამოკიდებულება კი აშკარაა უკვე ანტიკური პერიოდიდან, როდესაც არქიტექტურას, როგორც ტურისტულ ატრაქციას, ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა. შენდებოდა ტაძრები, დიდი თეატრები, სტადიონები, კოლიზეუმი და სხვა მონუმენტური, საზოგადოებრივი შენობები, რაც იზიდავდა უამრავ მნახველს, რადგან ეს არქიტექტურული ნამუშევრები იმ კულტურული მახასიათებლებით გამოირჩეოდა, რომელიც ადგილობრივი გარემოსთვის იყო სახასიათო. არქიტექტურა იყო და იქნება ცხოვრების სტილის და ყოველი დროებისა და ეპოქის, კულტურის, გამოხატულება. ბევრი ქალაქი ევროპაში, მაგალითად: პარიზი, რომი, ათენი, ვენეცია, ამსტერდამი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიხატება ეპოქის სული, როგორ ცოცხლობს ის არქიტექტურული ნამუშევრების საშუალებით. ამ ქალაქების ტურისტული შეთავაზებები და ტურიზმის განვითარება, ძირითადად, სწორედ კულტურულ ძეგლებს, არქიტექტურულ შედევრებს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურა არის საუკეთესო ისტორიული წყარო, რომელიც მჭიდრო კავშირშია და იდენტიფიცირებას ახდენს ქალაქთან, ერთან და ქვეყანასთან.
საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში აღინიშნება სერიოზული ცვლილებები. ადრე მხოლოდ ძველი არქიტექტურული ძეგლები და მონუმენტები წარმოადგენდა ძირითად ტურისტულ ატრაქციებს, თუმცა ახლა თანამედროვე არქიტექტურაც არანაკლებ მიმზიდველია ხალხის მასებისათვის. ის ისეთივე საინტერესოა, როგორც ისტორიული დანიშნულების მქონე ტურისტული ძეგლები. ეს მიმზიდველობა კი თავის მხრივ ზრდის ტურისტთა რაოდენობას და მთლიან ქალაქს აქცევს ტურისტულ ატრაქციად. ამის ძალიან კარგი მაგალითია დუბაი, რომელიც შუა აღმოსავლეთის ექსტრავაგანტულ დედაქალაქადაა ცნობილი. თუ ჩვენ შევადარებთ დუბაის ძველ და ახლანდელ ფოტოებს, ძალიან მარტივად დავინახავთ, თუ რა პროგრესი განიცადა ამ ქალაქმა. რა თქმა უნდა, ამ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ნავთობის ბიზნესიდან შემოსულ ფულს. თუმცა ახლა ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ნავთობი უკვე ძალიან მცირე როლს თამაშობს ქალაქის მთლიან შემოსავლებზე და გადამწყვეტი როლი ტურიზმსა და ვაჭრობას უკავია. დუბაი ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოახდინო ქალაქის ბრენდინგი არქიტექტურის შთაგონებით.
თანამედროვე არქიტექტურა კომერციულია. შენობა თავად არის ატრაქცია, დიდი რეკლამა, რომლის ფორმაც მიუთითებს დასასვენებელ ობიექტზე. მაგრამ, როდესაც ის კარგადაა შეხამებული ქალაქის კონტექსტთან, რეგიონთან და ადგილობრივ გარემოსთან, შენობა გარდაიქმნება არამხოლოდ საავტორო ნამუშევრად, არამედ ქალაქის, ქვეყნის და რეგიონის სიმბოლოდ. მაგალითად, სიდნეის ოპერის თეატრი, რომელიც არქიტექტორ იორნ უტზონის ნამუშევარია, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს არქიტექტურა არამხოლოდ იმ ადგილზე, სადაც ისაა ნაშენები, არამედ მთლიანად გლობალურ კულტურაზე.
თუმცა, საინტერესოა, არის თუ არა თანამედროვე არქიტექტურა ეკონომიკურად და ფუნქციურად სიცოცხლისუნარიანი? არქიტექტურის კომერციულ კომპონენტების და ტურიზმს, ხელოვნებას და ექსპრესიულ არქიტექტურის შემთხვევაში შენობის ეკონომიკურად წარმატებული საწარმოო ფუნქცია საკმარისია. ახსნა-განმარტების მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ არქიტექტურულ დიზაინზე, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს ასეთი ფუნქციური შენობის აშენებით. ტურისტული ქონება კი - ძირითადად იმით ფასდება, თუ რამდენადაა ის მომგებიანი. კარგი არქიტექტურული პროექტი, რა თქმა უნდა მეტი ღირებულების მატარებელია და ბუნებრივია, ის აორმაგებს ინვესტიციებს იმ შენობებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ფუნქციურებით გამოირჩევიან. უკვე ბიზნეს-დაგეგმვის ეტაპზე, არქიტექტურა არის პირველი კრიტიკული წერტილი, რომელიც საჭიროებს ეკონომიურ ბიუჯეტს და პროდუქციის, ადგილმდებარეობისა და დიზაინის მაღალპროფესიონალურ შეფასებას. ამის საპირისპიროდ, კარგი, ან განსხვავებული არქიტექტურა ზრდის ბაზრის ინტერესს და პროდუქტის შეფასებაზე დამოკიდებულია ახალი ადგილმდებარეობა, მიმზიდველი შესახედაობა. ეს კიდევ ერთხელ ზრდის მოთხოვნას და რეალურ ფასს, რაც თავის მხრივ, უფრო დიდ კომერციულ წარმატებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე უბრალო ფუნქციური არქიტექტურა. არქიტექტურა ასევე ქმნის ახალ ფუნქციებს, ან იწვევს ამ ახალი ფუნქციებით ყველა ძველი განსხვავებული გამოცდილების გამოყენებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროდუქტის და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას. ტურიზმი და არქიტექტურა არასდროს ყოფილან ისე მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, როგორც დღეს. აქედან გამომდინარე, წარუმატებელი პროექტები "მონსტრებია", რომლებიც არქიტექტურის სპეციფიკური კონცეპტუალური მიმართულებების დემონსტრირებად იქცა. ისინი წარმატებით იზიარებენ არქიტექტურულ და ურბანულ სივრცეში ნახვის გარკვეულ აზრებსა და გზებს და მხოლოდ სკულპტურული ხასიათის არიან, ხოლო მათი ფუნქცია გარდაიქმნება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მდგრადობის ის წერტილი, რომელიც წარმატებას მოუტანს პროექტს. ამის მისაღწევად, პროექტი უნდა იყოს როგორც სოციალურად, ისე ეკონომიკურად მდგრადი. ასეთი პროექტი კავშირს უნდა ამყარებდეს საზოგადოებასთან, უნდა მიიზიდოს და შთააგონოს და ამ ყველაფერთან ერთად, ქონდეს ეკონომიკური მნიშვნელობაც.
ტურიზმის თვალსაზრისით არქიტექტურა, იქნება ეს ისტორიული თუ თანამედროვე, ქალაქის დაგეგმარების განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ესაა არქიტექტურა, რომლის კონტექსტიც ბოლომდეა განსაზღვრული და რომელიც ასახავს ისტორიას. ამ თვალსაზრისით, არქიტექტურა შეიძლება გახდეს ბრენდი, რომელიც აღწერს გარკვეულ სოციალურ ან კულტურულ ჯგუფებს და დაკავშირებულია კულტურულ და საგანმანათლებლო ტურიზმთან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ხშირ შემთხვევაში ეს არქიტექტურა არაფუნქციურია და რთულად მიესადაგება თანამედროვე მშენებლობის ფორმებს, ის უნდა შენარჩუნდეს და გამოყენებულ იქნას დაგეგმარებისას ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილი. თანამედროვე არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურისგან განსხვავებით, განიხილება გასართობი ასპექტიდან, მაშინაც კი, თუ ვსაუბრობთ სტრუქტურის, ადგილმდებარეობის ან ფორმის ფუნქციაზე.
არაჩვეულებრივი და საკამათო ფორმა, რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობებს, რა თქმა უნდა იზიდავს სტუმრების ყურადღებას, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის საკმარისი. მდებარეობა, რომელიც უზრუნველყოფს კონტექსტს და ფუნქციას, რომელიც მოაქვს ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას და სივრცის მუდმივი გამოყენების შესაძლებლობას, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ბრენდირებული პროდუქტის არქიტექტურის მუშაობის გადაცემისათვის. თანამედროვე ქალაქებში დღესდღეობით დიდ ყურადღებას უთმობენ სწორედ ისეთ პროექტებს, როგორებიცაა შემდგომი განვითარებისა და ქალაქის გაფართოების მამოძრავებელნი. რომლებიც მომავალში იმოქმედებენ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებაზე. დიდებულია არქიტექტურა, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, არამედ ის ხდება პროდუქტი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს სიმბოლოს, რომელიც აღემატება სამიზნე ჯგუფს და ხდება ტურისტულად მიმზიდველი ფართო მასებისთვის.
ჩვენ გირჩევთ
მოტივტივე სახლები - ეფექტური გამოსავალი წყალდიდობისა და გადატვირთული ქალაქის წინააღმდეგ.
“აქვატექტურა“ – ‘Baca Architects“ ჯგუფის მიერ შემუშავებული მოტივტივე სახლებისთვის განკუთვნილი გეგმაა, რომელიც მოტივტივე სოფლებსაც კი მოიცავს.
ამბიციური სიტყვა არქიტექტურასა და დიზაინში - კონცეპტუალიზმი და მისი იდეა
კონცეპტუალიზმი ავანგარდის ერთ-ერთი გვიანი მიმდინარეობაა და ის სათავეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7