არქიტექტურა

დაბალსართულიანი სახლები - უარყოფითი ურბანული ცვლილებების გადაწყვეტა

მოდელი „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“ ეს არის იმ სქემების კომბინაცია, რასაც ურბანული, ასევე საგარეუბნო განვითარება მოიცავს

1234

მსოფლიოს უამრავ ქალაქში გადააწყდებით იმ პრობლემას, რასაც საცხოვრებელი ადგილის დეფიციტი ჰქვია. 1960-70-იან წლებში ლე კორბუზიეს მიერ შემუშავებული მოდელის „ქალაქი პარკში“ ანტიდოტად წარმოგვიდგება ურბანული მშენებლობის ეს ტიპოლოგია: „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“. ამ უკანასკნელს აქვს იმის პოტენციალი, რომ გაუძლოს მასიური ურბანული განახლებების უარყოფით მხარეებს. რას ნიშნავს თავად მოდელი „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“? ეს არის იმ სქემების კომბინაცია, რასაც ურბანული, ასევე საგარეუბნო განვითარება მოიცავს:

მსოფლიოს უამრავ ქალაქში გადააწყდებით იმ პრობლემას, რასაც საცხოვრებელი ადგილის დეფიციტი ჰქვია. 1960-70-იან წლებში ლე კორბუზიეს მიერ შემუშავებული მოდელის „ქალაქი პარკში“ ანტიდოტად წარმოგვიდგება ურბანული მშენებლობის ეს ტიპოლოგია: „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“. ამ უკანასკნელს აქვს იმის პოტენციალი, რომ გაუძლოს მასიური ურბანული განახლებების უარყოფით მხარეებს. რას ნიშნავს თავად მოდელი „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“? ეს არის იმ სქემების კომბინაცია, რასაც ურბანული, ასევე საგარეუბნო განვითარება მოიცავს:

წყარო: architizer.com
წყარო: architizer.com

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი რაოდენობა, რომელიც ურბანულ სერვისებთან არის დაკავშირებული, საჯარო ღია სივრცე და ინდივიდუალური საცხოვრებელი ადგილი. ამ მოდელს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ის ლიმიტირებული სივრცე, რომელსაც ხშირად ურბანულ ვითარებაში ვაწყდებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სქემა არ არის მხოლოდ ერთსაფეხურიანი „წამალი“ ყველანაირი ურბანული დაავადების მოსარჩენად. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სენსიტიური არქიტექტურა უნდა შეერწყას ეკონომიკურად ძლიერ საქალაქო ინსტიტუტებსა და ღრმად განვითარებულ საჯარო ორგანიზაციებს. წარმოგიდგენთ მოდელის „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“ რამდენიმე არაჩვეულებრივ მაგალითს.

წყარო: architizer.com
წყარო: architizer.com

Athis-Mons, საფრანგეთი კომპლემენტარული ქუჩა და ფასადები, რომლებიც ბაღს გადაყურებენ - ეს გახლავთ სოციალური საცხოვრებლის ფრანგული პროექტი - ინსპირაცია, რომელიც უკავშირდება პოსტ-ომის პერიოდში აგებულ შენობებს. ისინი მოგაგონებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულ ევროპულ ქალაქებსა და პრე-ომის დროინდელ ისეთი ქალაქის პეიზაჟებს, როგორიცაა ნიუ-იორკი. ფასადის ცვალებადი რიტმი აირეკლება ქუჩის მეორე მხარეს მყოფი აივნების წყობის მიერ.

წყარო: architizer.com
წყარო: architizer.com

Queensway- „დედოფლის გზა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონშია აშენებული გვევლინება, როგორც ქალაქის რეგენერაციის სქემა. ის მოიცავს მშენებლობის სამ განსხვავებულ ტიპოლოგიას. ქმნის სივრცის მრავალფეროვან კონფიგურაციას შენობის მცხოვრებლებისთვის. აქ შეხვდებით 4-სართულიანი თაუნჰაუსების, 2-სართულიანი მიუზ ჰაუსებსა და 3-4-საწოლიან აპარტემენტების მიქსს. ეს კომპლექსი არაჩვეულებრივია დიდი ოჯახებისთვის.

წყარო: architizer.com
წყარო: architizer.com

The Whale(ვეშაპი), ამსტერდამი, ჰოლანდია „ვეშაპი“ გახლავთ მაღალი სიმჭიდროვის და დაბალსაფეხუროვანი ტიპის საცხოვრებელთა კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ამსტერდამში. 1 ჰექტარზე აქ 100 საცხოვრებელი ადგილი შეგხვდებათ. კომპლექსის ტალღოვანი სახურავის ხაზი საფუძველში მეორდება. არქიტექტორებმა გაზარდეს სტრუქტურის ქვედა სართული. მიზეზი ერთი იყო: მიეწოდებინათ სინათლე და ჰაერი შიდა ეზოსთვის.

წყარო: architizer.com
წყარო: architizer.com

46 სოციალური სახლი, სევილია, ესპანეთი არაჩვეულებრივი დაბალსართულიანი და მაღალი სიმჭიდროვის კომპლექსი გარეუბან სევილიაში. მთელი პროექტი ისეა ორგანიზებული ეზოს ირგვლივ, რომ თითოეული საცხოვრებელი სახლიდან ვიზუალური ხედვა წვდება როგორც ქუჩებს, ასევე შიდა მხარეს. აივნები საცხოვრებელ ადგილს აფართოებენ მაშინ, როცა დანაოჭებული თუთიის მეტალის პანელების მატერიალი გვაძლევს სინათლისა და ტექსტურის ცვლილების ილუზიას. 
საბოლოოდ, დაბალსართულიან საცხოვრებელში ცხოვრებისას, მარკეტი, პარკინგი და მსგავსი საჭირო ადგილები უფრო ახლოს იქნება თქვენთან (მაღალსართულიან საცხოვრებელთან შედარებით). ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი კატასტროფების დროს (მაგალითად, მიწისძვრა) დაბალსართულიან საცხოვრებელში უფრო მარტივია უსაფრთხო ზონას მიაღწიოთ. თუ ადამიანებთან ურთიერთობა გიყვართ, ეს არც ამ შემთხვევაში წარმოადგენს პრობლემას. სოციალიზაციის შანსი აქ უფრო მეტი გაქვთ. ამ ტიპის სამეზობლო გამოირჩევა როგორც მიმზიდველობით, ასევე წყნარი და პრივატული ადგილმდებარეობით. სიმყუდროვესთან ერთად შეგიძლიათ დატკბეთ სუფთა და მწვანე გარემოთი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს უკანასკნელი თანამედროვე ადამიანებს, ნამდვილად გვჭირდება.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ფუტურიზმი, როგორც სტილი და მისი მნიშვნელობა არქიტექტურაში

ბევრი მიიჩნევს, რომ ფუტურიზმი არტისტების ერთად მუშაობამ და რევოლუციებმა განაპირობეს.

2023
ნახე მეტი
არქიტექტურა

ახალი, მასიური „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად გაიხსნა

12 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად 28 სექტემბერს გაიხსნა. მეორენაირად „აგურის სახლად“ წოდებული შენობა ბილუნდში მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც LEGO-ს აგური გამოიგონეს.

1465
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575