არქიტექტურულად გამორჩეული სამი მუზეუმი, რომელიც ამ შემოდგომას გაიხსნება
მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ახალი მუზეუმების გახსნა, რომელთა უმეტესობაც თავისი არქიტექტურითა და დიზაინით ხელოვნების ნიმუშებადაც შეიძლება ჩაითვალონ.
ამ შემოდგომას, სხვადასხვა ქალაქებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ახალი მუზეუმების გახსნა, რომელთა უმეტესობაც თავისი არქიტექტურითა და დიზაინით ხელოვნების ნიმუშებადაც შეიძლება ჩაითვალონ. ზოგიერთი მათგანის გახსნა, ისეთის როგორიცაა მაგალითად ჟან ნუველის „ლუვრი“ აბუ დაბიში, სეისმური ტალღის ეფექტის მატარებელი იქნება თანამედროვე არქიტექტურულ სამყაროში. საერთაშორისო ინტერესის ქვეშ ასევე მოექცა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ჯაკარტაში და ბიბლიის მუზეუმი ვაშინგტონში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საინტერესო და კრეატიული მუზეუმების მიმოხილვისთვის ცოტაოდენი დრო დაგვეთმო.
ამ შემოდგომას, სხვადასხვა ქალაქებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ახალი მუზეუმების გახსნა, რომელთა უმეტესობაც თავისი არქიტექტურითა და დიზაინით ხელოვნების ნიმუშებადაც შეიძლება ჩაითვალონ. ზოგიერთი მათგანის გახსნა, ისეთის როგორიცაა მაგალითად ჟან ნუველის „ლუვრი“ აბუ დაბიში, სეისმური ტალღის ეფექტის მატარებელი იქნება თანამედროვე არქიტექტურულ სამყაროში. საერთაშორისო ინტერესის ქვეშ ასევე მოექცა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ჯაკარტაში და ბიბლიის მუზეუმი ვაშინგტონში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საინტერესო და კრეატიული მუზეუმების მიმოხილვისთვის ცოტაოდენი დრო დაგვეთმო.
ლუვრი აბუ დაბიში, რომლის გახსნასაც ძალიან დიდხანს ელოდნენ, ამ შემოდგომას თავის პირველ მნახველებს უმასპინძლებს. მუზეუმი ფრანგი არქიტექტორის, პრიცკერის პრემიის ლაურიატის, ჟან ნოველის მიერაა დაპროექტებული და როგორც კრიტიკოსები ირწმუნებიან, ის ნამდვილად ღირდა ლოდინად. თანამედროვე ლუვრი საადიატის კულტურულ რაიონში მდებარეობს. მასში დაცული იქნება 600 ხელოვნების ნიმუში, ისტორიულ-კულტურული დანიშნულების ხელნაწერები და ობიექტები. ასევე აქ შეგიძლიათ იხილოთ 300-ზე მეტი შედევრი საფრანგეთის ინსტიტუტებიდან. მუზეუმს ამშვენებს გამორჩეულად დაპროექტებული გისოსიანი გუმბათი, რომელიც შენობას მზის სხივებით გაანათებს და ამავდროულად გადახურებისგანაც დაიცავს. სწორედ ადგილობრივი კლიმატი გახდა მთავარი მიზეზი მსგავსი კრეატიული გუმბათის დაპროექტებისას, რომელიც არაჩვეულებრივად ერწყმის ადგილობრივ გარემოს, იყენებს მზის სინათლეს და ბუნებრივ თანხვედრაში აქცევს ჩრდილებისა და სინათლის თამაშს, რითაც შენობას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ნებისმიერი მნახველისთვის.
კაპიტოლიუმისა და ნაციონალური სავაჭრო ცენტრისგან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იხსნება ბიბლიის მუზეუმი რომლის დიზაინიც SmithGroupJJR -ს ეკუთვნის. აღნიშნული მუზეუმი კერძოა და მისი დამფუძნებელია სტივ გრინი, რომელმაც მუზეუმს პირადი კოლექციიდან 40,000 არტეფაქტი გადასცა. შენობა არ არის უბრალო, მხოლოდ ბიბლიური სიმბოლიკით დატვირთული, ეს არქიტექტურული ნამუშევარი უსწრებს დროს და ამავდროულად რჩება აქტუალური. ადგილთან მიმართებაში ის არის ერთდროულად უნივერსალური და კონკრეტული. ის კარგად ასახავს იმ ძალისხმევას, ინტერპრეტაციებსა და გამოცდილებას, რომელიც მისმა შემქმნელებმა მუზეუმის აშენებისას ჩადეს. ბიბლიის მუზეუმში არამხოლოდ ძველი არტეფაქტების და ბიბლიების კოლექციის ნახვაა შესაძლებელი. ის ასევე მოიცავს ბიბლიურ ბაღს, რომლის დათვალიერებისას შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ჰისოპის ბუჩქი ან შარონის ვარდი. აქვეა კაფეებიც, სადაც მნახველებს უძველესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ.
ამ ნოემბერშივე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ინდონეზიაში, ჯაკარტაში, რომელიც ქვეყანაში პირველი მოდერნისტული მუზეუმი იქნება. მუზეუმის გახსნა ჯაკარტას ბიენალეს ემთხვევა. 40,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული შენობა, რომლის დიზაინიც MET Studio-ს მიერაა დაპროექტებული, უმასპინძლებს როგორც ინდონეზიელ, ისე საერთაშორისო ხელოვანებსა და მხატვრებს. ისეთებს როგორებიც არიან: ჯეფ კუნსი, გერხარდ რიხტერი, აი ვეივეი და სხვ
ჩვენ გირჩევთ
გიგანტური ოქროს ჩარჩო დუბაიში უკვე გაიხსნა
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ყველაზე გრძელი მეტროს სისტემა დუბაის ეკუთვნის. ამ ყველაფერს კი, 2018 წლის პირველ იანვარს, უზარმაზარი ჩარჩოს ფორმის ღირშესანიშნაობაც დაემატა.
ფრენკ გერი - ყველაზე უცნაური არქიტექტორი არქიტექტორთა შორის
კანადელ-ამერიკელი არქიტექტორი, ფრენკ გერი, სახელგანთქმულია თავისი პოსტმოდერნული დიზაინით. საკულტო ნამუშევრები ისეთ შენობებს მოიცავს, როგორებიცაა, გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი და ვაისმანის ხელოვნების მუზეუმი.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7