ბიბლიოთეკა თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში და მისი მოწყობის პრაქტიკული რჩევები
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, ერთ დროს ყველაზე პოპულარული ჰობისთვის, წიგნის კითხვისთვის.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, ერთ დროს ყველაზე პოპულარული ჰობისთვის, წიგნის კითხვისთვის. ყველამ კარგად ვიცით, როგორი აუცილებელია ჩვენი გონებისა და თვალსაწიერის განვითარებისთვის წიგნის კითხვა, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ისე ვიღლებით, რომ ამ საქმისთვის საერთოდ ვერ ვიცლით. დღესდღეობით, თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში უმნიშვნელოვანესია კომფორტი და პრაქტიკულობა. სახლი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თქვენი ყოველდღიურობა მსუბუქი და საინტერესო გახადოს. ამიტომ, თუ თქვენ კითხვის მოყვარული ბრძანდებით და გსურთ, რომ თავისუფალი დრო ამ საქმიანობას დაუთმოთ, თქვენი სახლი უნდა იყოს პირველი ადგილი, სადაც ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით გააკეთებთ.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, ერთ დროს ყველაზე პოპულარული ჰობისთვის, წიგნის კითხვისთვის. ყველამ კარგად ვიცით, როგორი აუცილებელია ჩვენი გონებისა და თვალსაწიერის განვითარებისთვის წიგნის კითხვა, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ისე ვიღლებით, რომ ამ საქმისთვის საერთოდ ვერ ვიცლით. დღესდღეობით, თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში უმნიშვნელოვანესია კომფორტი და პრაქტიკულობა. სახლი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თქვენი ყოველდღიურობა მსუბუქი და საინტერესო გახადოს. ამიტომ, თუ თქვენ კითხვის მოყვარული ბრძანდებით და გსურთ, რომ თავისუფალი დრო ამ საქმიანობას დაუთმოთ, თქვენი სახლი უნდა იყოს პირველი ადგილი, სადაც ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით გააკეთებთ.
როგორც უამრავმა კვლევამ აჩვენა, რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებს ადამიანი კითხვას, მით უფრო მალე ვითარდება ის და ადვილად აღწევს აკადემიურ წარმატებას. ამიტომ, თუ თქვენ ბავშვები გყავთ, გირჩევთ აუცილებლად მოაწყოთ ბიბლიოთეკა საცხოვრებელ გარემოში. ეს ნამდვილად დაეხმარება თქვენს პატარას წიგნების მიმართ ინტერესის გაღვივებაში. არ დატოვოთ არცერთი ადგილი, გამოიყენეთ ცარიელი კედლები, კუთხეები, წიგნების თაროების მოსათავსებლად. თქვენი შვილის ოთახში, აუცილებლად გააკეთეთ მისი საყვარელი წიგნების მინი ბიბლიოთეკა და არ დაგავიწყდეთ მისი განახლება, განსაკუთრებით იმ თემატიკის წიგნებით, რომლის მიმართაც ის ინტერესს იჩენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო ბევრი წიგნია სახლში, მით უფრო მარტივად ინტერესდება ბავშვი მათი წაკითხვით და უყვარდება ეს საქმე. თუმცა წიგნების მომარაგებასთან ერთად, აუცილებელია საცხოვრებელ გარემოში, მყუდრო ადგილის მოწყობა, სადაც ოჯახის ყველა წევრი თავისუფლად შეძლებს კითხვას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბიბლიოთეკის მოწყობის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით. რა თქმა უნდა წიგნის თაროების გაკეთება, სულ უფრო ტრენდული ხდება მისაღებ ოთახში, რადგან ამ ყველაფერს დეკორატიული დატვირთვაც აქვს. თქვენ შეგიძლიათ ძველ წიგნებს, თქვენთვის სასურველი ფერის გარეკანი გაუკეთოთ და ბიბლიოთეკა ვიზუალურად უფრო ლამაზი გახადოთ. ვიზუალურად ასევე მომგებიანია, სქელი და გრძელი წიგნების ქვევით, ჰორიზონტალურად მოთავსება, ხოლო პატარა წიგნების მათ ზევით განალაგება. თაროების გაკეთებისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ რაც უფრო გრძელია თარო, მით უფრო სქელი უნდა იყოს ის. არ დაგავიწყდეთ განათებაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. სინათლე, საკითხავ ადგილას ოდნავ უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე დანარჩენ ოთახებში. თუ თქვენ მთელი ოთახი გაქვთ იმისთვის, რომ სახლის ბიბლიოთეკა მოაწყოთ, გაითვალისწინეთ, რომ წიგნებისთვის ზედმეტი სინათლე არ არის კარგი, ამიტომ ფანჯრებს აუცილებლად ჩამოაფარეთ სქელი ფარდები. არც თბილ ოთახია კარგი წიგნებისთვის. ტემპერატურა თქვენს ბიბლიოთეკაში 16 -დან 21 გრადუსამდე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენ წიგნებს ჭიები ან სოკო გაუჩნდეს. არ დაგავიწყდეთ მტვრის მოწმენდა წიგნებიდან, ეს ჭიებისა და სოკოსგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა ისევე, როგორც ბიბლიოთეკის განიავება.
და ბოლოს გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა სახლში ცხოვრობთ. უშველებელი ბიბლიოთეკა გექნებათ თუ პატარა, მთავარია ის, რომ ნებისმიერ სახლში მოიძებნება სულ მცირე ადგილიც კი, სადაც შეძლებთ თქვენი წიგნების განთავსებას და კომფორტულად კითხვას.
ჩვენ გირჩევთ
ცხოვრების მჯდომარე წესი და მისი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების გზები
ტექნიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა...
ჩვენს გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებები და მათი დადებითი გავლენა ადამიანზე
დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7