ბლოგინგი, როგორც თანამედროვე, პოპულარული ჰობი და მისი საინტერესო გავლენა ადამიანზე
თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ბლოგინგისა, თუ ვებ-საიტებისგან მიღებული სარგებლის იგნორირება.
დღეს-დღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ბლოგინგისა, თუ ვებ-საიტებისგან მიღებული სარგებლის იგნორირება. დღეს ბლოგინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობი და საქმიანობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ეწევა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ბლოგინგის უამრავი დადებითი მხარის დამსახურებაა ის, რომ დღეს ის ასეთი პოპულარულია.
დღეს-დღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ბლოგინგისა, თუ ვებ-საიტებისგან მიღებული სარგებლის იგნორირება. დღეს ბლოგინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობი და საქმიანობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ეწევა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ბლოგინგის უამრავი დადებითი მხარის დამსახურებაა ის, რომ დღეს ის ასეთი პოპულარულია.
ალბათ, მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის ეს საქმიანობა ასეთი პოპულარული მის სიმარტივეში მდგომარეობს. ბლოგის წარმოება ძალიან მარტივი, იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ქონდეს თავისი ბლოგი და წეროს იმაზე, რაზეც მოესურვება. თქვენ არასდროს ხართ რაიმე კონკრეტული თემით შეზღუდული. იქნება ეს ბიზნესი, ცხოვრების სტილი, მოდა, კულინარია, სპორტი, თქვენი საყვარელი ჰობი, თუ უბრალოდ აზრები სხვადასხვა თემაზე, მთავარია აირჩიოთ საკითხი, რომელიც გაინტერესებთ და დაიწყოთ მასზე წერა. ბლოგინგი კარგი საშუალებაა პერსონალური თუ პროფესიული ზრდისთვის. ის გაძლევთ საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლებას და ამასთან ერთად თქვენ ძლევთ სტრესსა და დაძაბულობას, რომელიც ყოველდღიურობას გიმძიმებთ. წერის დროს, ხომ ყველაზე ადვილად თავისუფლდები ემოციებისგან.
ბლოგის წარმართვა დაგეხმარებათ საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებაშიც. თუ თქვენ ყოველთვის გსურდათ წერა, მაგრამ ამ საქმიანობას ერიდებოდით, რადგან თვლიდით რომ პროფესიონალურ დონეზე არ ყავით განვითარებული, მინდა გითხრათ, რომ ბლოგის შემთხვევაში ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს. არ არის აუცილებელი საუკეთესოდ წერდეთ, მთავარია გიყვარდეთ ეს საქმე და დროთა განმავლობაში თქვენ აუცილებლად დახვეწავთ წერის კულტურას. ამავდროულად, ბლოგის წარმოება საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო ორგანიზებულნი. რა თქმა უნდა თქვენ მაშინ დაწერთ, როდესაც მოგესურვებათ, თუმცა რაც უფრო მეტი მკითხველი გეყოლებათ, მით უფრო მონდომებულნი იქნებით დროულად შესთავაზოთ მათ ხარისხიანი და საინტერესო სტატიები
ბლოგი ასევე საუკეთესო საშუალებაა, იმ ადამიანებთან საკონტაქტოდ, ვისაც იზიდავთ და აინტერესებს მსგავსი თემები. საკითხი, რომელსაც თქვენ ირჩევთ და მოგწონთ აუცილებლად მოიზიდავს უამრავ უცხო ადამიანს, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ ფიქრებს, გამოცდილებას და მათთვის მნიშვნელოვანი გახდება თქვენი აზრებიც. ეს მშვენიერი საშუალებაა ინტერნეტ სივრცეში სხვა ადამიანთან დასაკავშირებლად. თქვენმა ბლოგმა და თემებმა, რომლებზეც გსიამოვნებთ წერა, შეიძლება თქვენს მკითხველზე დიდი გავლენა მოახდინოს და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც ბლოგის წარმოებას თან ახლავს ფულის შოვნაა. თქვენ შეგიძლიათ უბრალო ჰობი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ შემოსავლის დამატებით წყაროდ აქციოთ. ასე, რომ თუ თვლით რომ გაქვთ რაიმე სათქმელი, გინდათ თქვენი ცხოვრებისეული, პროფესიონალური გამოცდილების გაზიარება ან უბრალოდ ყოველთვის გსურდათ წერა, მაშინ შეგიძლიათ აწარმოოთ საკუთარი ბლოგი, განიტვირთოთ და კარი გაუხსნათ ახალ შესაძლებლობებს.
ჩვენ გირჩევთ
#იჩქარესახლში იქ, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, ზრუნავენ
სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია.
საინტერესო საახალწლო ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოს გარშემო
ყოველთვის საინტერესოა გაეცნო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საინტერესო წეს-ჩვეულებებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7