რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანზე და როგორ ვიკვებოთ სწორად?
ალბათ ბევრ ადამიანს გაუგია გამოთქმა: „ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ“, თუმცა ცოტა მათგანი თუ დაფიქრებულა ამ გამონათქვამის მნიშვნელობაზე.
ალბათ ბევრ ადამიანს გაუგია გამოთქმა: „ჩვებ ის ვართ, რასაც ვჭამთ“, თუმცა ცოტა მათგანი თუ დაფიქრებულა ამ გამონათქვამის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ დღეს-დღეობით ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ სულ უფრო აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდოთ ერთმანეთს. ჯანსაღი ცხოვრება კი სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. ბევრ ადამიანს სწორ კვებაზე მეტად ცუდი წარმოდგენა აქვს, როგორიცაა სასტიკი დიეტა და უგემური საჭმელების მიღება და იმაზე უარის თქმა რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ არის. სინამდვილეში სწორი კვება, სულაც არ მოითხოვს მკაცრ აკრძალვებს და მხოლოდ ბალახის ჭამას, პირიქით სწორი კვება ეს არის საშუალება, რომლის წყალობითაც ვივსებით ენერგიით, თავს ვგრძნობთ ბედნიერად რადგან ვიღებთ გემრიელ და რაც მთავარია ჩვენთვის სასარგებლო საკვებს, ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ და სასარგებლო კერძებს. რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობას, 70%-ით განსაზღვრავს ცხოვრების წესი და კვება, 15%-ით სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ით კი გენეტიკური თავისებურებები. ასე, რომ სანამ ამ უკანასკნელით ყველანაირ იმედებს გადაიწურავთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენი დამოკიდებულება კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფაქტორი. სწორი კვება საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დარჩეთ მოხდენილები და ენერგიულები, დაძლიოთ დეპრესია, უხასიათობა და იყოთ ბედნიერნი.
იმისთვის, რომ ადამიანმა სწორად იკვებოს, ყურადღება, ნებისყოფა და გარკვეული ცოდნაც სჭირდება. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ რა დროს, რა რაოდენობით ვჭამთ. უკეთესი იქნება, თუ თქვენი ყოველდღიური კვების რეჟიმი, თავიდან მკაცრად გექნებათ განსაზღვრული. დღეში ხუთჯერადი კვება (08:00; 12:00; 15:00; 18:00; 21:00;) ყველაზე მისაღები განაწილებაა ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. თუ საღამოობით ჭამას ერიდებით, შეგიძლიათ 21:00-ზე აღარ ივახშმოთ, ოღონდ ეცადეთ, დილით და შუადღით უკეთ დანაყრდეთ. არ გამოტოვოთ საუზმე, ის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენ საერთოდ არ საუზმობთ დააძალეთ საკუთარ თავს და დილა ნოყიერი და გემრიელი საუზმით დაიწყეთ. ეს აგავსებთ ენერგიით და თქვენს განწყობასა და აზროვნების უნარზეც დადებითად იმოქმედებს.
რა თქმა უნდა თავიდან ეს ყველაფერი რთულად მოგეჩვენებათ და ალბათ დაგეზარებათ კიდეც ჯანსაღად კვება, მაგრამ აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, თუ რა დადებითი შედეგი ექნება ამ ყველაფერს. ნელ-ნელა ჩაანაცვლეთ თქვენი ორგანიზმისთვის არასასურველი პროდუქტები ჯანსაღი საკვებით. ერთბაშად ყველაფერზე უარი არ თქვათ, უბრალოდ შეამცირეთ საყვარელი სასუსნავის ან კერძის ულუფა, შემდეგ კი მათზე მოთხოვნილებაც ნელ-ნელა გაქრება. გახსოვდეთ, რომ არაფერია მნიშვნელოვანი თქვენ ჯანმრთელობაზე, სწორი კვება კი მის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ჩვენ გირჩევთ
სამი მარტივი თერაპია, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება
ჩვენს გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ალბათ ყველაზე მარტივი ამ სამი თერაპიის ჩატარებაა.
ოთხი პოპულარული და საინტერესო ჰობი, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება
დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7