#იჩქარესახლში იქ, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, ზრუნავენ
სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია.
ყველა ბინას აქვს თავისი სუნი და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები, რომ საკუთარ სახლში ხარ (ჯერომ სელინჯერი).
სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია. ეს სუნიც, როგორც ჯერომ სელინჯერი იტყოდა - „ეშმაკმა უწყის რისია“, ალბათ, უფრო შენს შინაგან სამყაროსთან არის დაკავშირებული, ვიდრე რაიმე მატერიასთან.

ადამიანები კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ ხოლმე ამას, როცა დიდი ხნის წასულები სახლს ვუბრუნდებით. სახლს, რომელიც ჩვენი ნაფიქრალით, პოზიტიური თუ ზოგჯერ სევდიანი მოგონებებით არის გაჟღენთილი; სახლს, სადაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანები სუნთქავენ. ალბათ, სწორედ ეს არის სუნი, რაზეც სელინჯერი ამბობდა.
პანდემიის პირობებში, როცა ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა შინ დარჩენით განისაზღვრებოდა, ალბათ, ბევრ ჩვენგანს მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა, თუ რას წარმოადგენდა ჩვენთვის ჩვენი სახლი: იყო ის თავშესაფარი თუ ციხესიმაგრე; უკაცრიელი კუნძული თუ ოაზისი...
ბოლო პერიოდში არსებულ სტრესულ გარემოში, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას შევეცადეთ და ასე მოვუწოდეთ საზოგადოებას მათი ჯანმრთელობისთვის საჭირო წესების დაცვისკენ.
ასე დაიბადა სლოგანი #იჩქარესახლში.
კომენდანტის საათის არსებობის დროს მოწოდება თითქოს ერთაზროვანია: დაწესებული შეზღუდვების დაცვა საერთო კეთილდღეობისათვის.
რომ დავფიქრდეთ, ეს მოწოდება უფრო ფართოა. შეზღუდვები დროებითია, ხოლო სახლში დაბრუნება- მარადიული, რადგან მართლაც, „ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია საკუთარ სახლში“ (ლევ ტოლსტოი).
ზუსტად ამიტომ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, ჩვენი გმირი მიიჩქარის სახლში. იქ, სადაც ყოველთვის გელოდებიან; იქ, სადაც სასიამოვნოა ყოფნა; იქ, სადაც ბედნიერი ხარ და სარკმლიდან მზის სხივი უხვად შემოდის; იქ, სადაც გარემო გაჯჟღენთილია სუნით, რომელიც „ეშმაკმა უწყის საიდან მოდის“.
#იჩქარესახლში
ჩვენ გირჩევთ
ზამთრის კურორტები კანადაში - გარემოსა და ინფრასტრუქტურის ჰარმონიულად შერწყმა
რა ქმნის ზამთრის ქალაქს კლასიკურ კურორტად? პირველ რიგში, სათხილამურო მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურული გამართულობა და კულტურა.
ჩვენს გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებები და მათი დადებითი გავლენა ადამიანზე
დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7