ინტერიერი

სკანდინავიური სტილი ინტერიერის დიზაინში

სკანდინავიური სტილი სოციალ-დემოკრატიული აზროვნების შედეგია. ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად ფიქრი იმაზე, რომ კეთილმოწყობილ სახლს ყველა იმსახურებს, ნელ-ნელა მწიფდებოდა...

1624

ხელოვნების ისტორიამ გვაჩვენა, რომ არქიტექტურასა და დიზაინში ცვლილებები ხშირად სოციალური და პოლიტიკური მიზეზებითაა განპირობებული, თუმცა, კონკრეტული იდეების გაუფასურება ხელოვნების სტილის დავიწყებას არ იწვევს. გამოდის, რომ ყველა ღირებულება, რომლითაც ოდესმე კაცობრიობას უცხოვრია, დიზაინში ცოცხლობს. სკანდინავიური სტილი სოციალ-დემოკრატიული აზროვნების შედეგია. ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად ფიქრი იმაზე, რომ კეთილმოწყობილ სახლს ყველა იმსახურებს, ნელ-ნელა მწიფდებოდა. სკანდინავიური სტილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განსაკუთრებით გააქტიურდა. სკანდინავიასა და ისლანდიაში მოდერნიზმი და ფუნქციონალიზმი ახალ საფეხურზე აიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ უბრალო, მასიური წარმოების ავეჯისგან შეექმნათ მყუდრო და დახვეწილი დიზაინის სახლი. საოცარია, რომ მარტივი ესთეტიკის, სწორ ხაზებს შეუძლიათ დაიტიონ ამდენი სითბო და ფუნქციურობა.

წყარო: Stadshem

მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიური ინტერიერი დროსთან ერთად იცვლება და ვითარდება, მაინც არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური იდეა, რომელთა გარშემოც ის ერთიანდება. დღესდღეობით, ყველა სკანდინავიური დიზაინი, ავეჯის, დეკორისა თუ ტანსაცმლის, ცდილობს დაგვანახოს, რომ დიზაინი ადამიანის ხელითაა შექმნილი. ყველა ნამუშევარში იგრძნობა ის ელეგანტურობა, რომლის მინიჭება ფორმისათვის მხოლოდ ადამიანს შეუძლია.

წყარო: Stadshem

განათებულობა

სკანდინავიური ინტერიერის ზედაპირი თითქოს გადარეცხილია. თეთრი და მისი ტონები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტილის მთელ ფილოსოფიაში. სავარაუდოდ, ინსპირაცია მათი გარემოსა და ამინდისგანაა აღებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არაფერი ისე არ უწყობს ხელს სივრცის სწორ განაწილებას, როგორც თეთრი კედლები და ჭერი. ავეჯით სავსეც რომ იყოს სათავსო, თეთრ გარემოში ძალიან რთულად თუ მოახერხებთ ვიზუალურად მის გადაჭედვას. თეთრი ფერი ეხმარება სკანდინავიელებს მიაღწიონ სიმარტივეს და სიახლეს ბევრი ცდის გარეშე. ასე თითქოს ტემპერატურაცა და ატმოსფეროც მარტივად ბალანსდება: ტექსტურითა და დეკორით ექსპერიმენტების ჩატარება ბევრად მარტივია და ტონებით აქცენტების გამახვილებაც. თუმცა, რა თქმა უნდა, თეთრი ფერის მთავარი დანიშნულება ბუნებრივი სინათლით თამაშია. რაც უფრო მეტი ფანჯარა და სინათლის წყაროა თქვენს სათავსოში, მით უკეთესი: თეთრი ფერის ოთახი თითქოს მთლიანად ივსება და თბება მზის სხივით. ასე, ბუნებრივი განათება ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ხდება.

წყარო: Linda-Bergroth

აქცენტი ფერებით

უცნაურია, რომ ამხელა ფართობის თეთრი ზედაპირი კარგ სკანდინავიურ ინტერიერში არასოდესაა დამღლელი. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი არის ბუნებრივი მასალის უხვად გამოყენება ავეჯსა და დეკორში, ხოლო მეორე, არის აქცენტირება სუფთა ფერის გამოყენებით. მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ფერით გნებავთ ავეჯისა დეკორის გაფორმება თუ მკვეთრი და ბევრი სხვადასხვა ტონის გაცოცხლება გსურთ, სკანდინავიური ინტერიერი ყველაფერს დაიტევს და არ აჭრელდება. IKEA-ს ინტერიერის დიზაინის მენეჯერი, ქრეგ რიჩი ამბობს, რომ სკანდინავიური სტილი მთლიანად მკვეთრი, პატარა დეტალების შეკვრას, ერთიანობად ქცევას ემსახურება. თანამედროვე ჩრდილოური სტილი ფლორალურ მოტივებსაც კარგად ერწყმის. არჩეული პრინტი განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ამ მშვიდი არეულობის ფონზე. აქტუალურია ფოლკლორული ორნამენტების გამოყენება ხალიჩებზე, ჩარჩოებსა თუ დეკორზე.

წყარო: Linda-Bergroth

ნატურალური ტექსტურა და ბუნებრივი მასალა ბუნებრივი მასალის გამოყენებაც შეგვიძლია სკანდინავიელების საცხოვრებელ გარემოს დავუკავშიროთ. მათ თვალუწვდენელი ტყეები და თოვლი ინტერიერში შემოიტანეს და ფერით გაათბეს. სკანდინავიურ დიზაინში აქტუალურია ხის ბუნებრივი ფერის ან თეთრად შეღებილი იატაკი, აგურის სტრუქტურა და თქვენ წარმოიდგინეთ კუთხეში განთავსებული სკანდინავიური ღუმელიც.

წყარო: Eleven rooms

სკანდინავიური დიზაინის კონცეფცია იმდენად მყუდრო და ადამიანს მორგებულია, რომ ცხოვრების სტილის მიუხედავად მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ალბათ, ყველაზე მეტად სტილის პოპულარობას მისი ადაპტირების უნარი წარმოადგენს, ესთეტიურ მახასიათებლებთან ერთად.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ სანათურები საბავშვო ოთახისთვის?

საბავშვო ოთახში ჭაღი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგიური მასალები, ესთეტიკური ვიზუალი.

1806
ნახე მეტი
ინტერიერი

შალეს სტილის სახლები - მათთვის დამახასიათებელი მყუდრო და ბუნებრივი ინტერიერის დიზაინი

ბოლო დროს, ზამთრის კურორტისთვის განკუთვნილი, შალეს სტილის სახლები უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ამის მიზეზებად, მთებში დასვენების მსურველთა გაზრდილი რიცხვი შეიძლება ჩავთვალოთ.

2026
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575