ბუნებრივი და ხელოვნური განათების როლი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში
განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.
მზის სხივი არის ის, საიდანაც ყველაფერი იწყება და თავის ადგილას დგება. ყველანაირ ესთეტიკას: ფორმას, უფორმობასა თუ ქაოსს სინათლის მეშვეობით აღვიქვამთ. რთულია, იმისგან დაცალო ფორმა, რითაც მის არსებობას იაზრებ. სწორედ ამიტომაა კარგი არქიტექტურა სივრცის განათებაზე ორიენტირებული. ძველი რომაელები სინათლის სხივს მატერიასავით იყენებდნენ: ისევე, როგორც აგურსა და ქვას - სივრცის განსასაზღვრად და მის გასათავისებლად. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.
წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Campodonico
ალბათ, გამორჩეულია ნიკოლას კამპოდონიკოს უკანასკნელი ნამუშევარი. ტაძარი, რომლის მოცულობაც მზის მხარეს იხსნება და ბუნებრივად, მზის სხივებით ნათდება (ამ რეგიონში არ არის ელექტროგაყვანილობა). ორი დამოუკიდებელი ვერტიკალური ზედაპირი კი ისეა გააზრებული, რომ მთელი დღის განმავლობაში, სინათლის დახმარებით, აგურის მონუმენტური ფორმა და მისი ინტერიერი ჩრდილით გადაცუროს და დღის ბოლოს ჯვრად აღმართოს.წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Campodonico
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი განათებით ფორმის არნახული ვიზუალიზაციაა შესაძლებელი, დღევანდელი ჩვენი შეხედულებები მაინც ძალიან განსხვავდება ძველი პომპეის ან თუნდაც ათენის მაცხოვრებლებისგან: ისინი თვლიდნენ, რომ სინათლე, ეს ის პირადი სიკეთეა, რომლის გაზიარებაც სტუმართანაც შეგიძლია. სამყარო გაივსო შენობებით და დეველოპმენტი კონტექსტს უფრო და უფრო შორდება, ამიტომ თანამედროვე ქალაქს არ აქვს ფუფუნება, მასალა დახურული სივრცის გარეთ მოძებნოს. კვლევებით დამტკიცდა, რომ ბუნებრივი განათება უფრო სწრაფად აჯანმრთელებს სნეულს, ამცირებს სტრესულ გარემოს და ზრდის პროდუქტიულობას. ამის მიუხედავად, ხელოვნური განათება ქალაქურ სათავსებში მაინც ძირითადი განათების წყაროს წარმოადგენს.წყარო: Home-designing.com
დღესდღეობით, პირდაპირი მზის სხივი ჩვენს ბინებში უფრო და უფრო ნაკლებად აღწევს, თუმცა განათების დაბალანსება ხელოვნური წყაროებითაც სავსებით შესაძლებელია. ხელოვნური განათება ბუნებრივისაგან განსხვავებით გამაჯანსაღებელ თვისებებს არ ატარებს, თუმცა, ხშირად ის ესთეტიურად და ფუნქციურად ბევრად მოსახერხებელია. არსებობს როგორც აქცენტური, ისე ფუნქციური განათება. ეს უკანასკნელი მიზნად თქვენი სამუშაო, საარსებო გარემოს განათებას ისახავს, ხოლო აქცენტური ხერხი უფრო დეკორატიული ხასიათისაა. ინტერიერის დიზაინში ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და თქვენივე არჩეული ტონალობით კრავს კომპოზიციას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სანათის ფორმაც, რომელიც სტილის „შეკვრაში“ გეხმარებათ. რაც მთავარია, ხელოვნური განათებით ვიზუალური ეფექტებიც არ გამოდის ურიგო. მეტიც, დამალული განათების წყაროებითა და სარკეებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „ფანჯარა“ უღიობო ოთახში.წყარო: Home-designing.com
განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. აშკარაა, რომ ჩვენი ოთახები ამ კუთხით გარდაქმნას საჭიროებს. დიდი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ იფიქრეთ როგორ გინდათ დაინახოთ სივრცე და თქვენი თავი მასში, შექმენით საკუთარი განათებულობის ინსტალაცია, რომელიც თქვენს კომფორტზე იზრუნებს.მზის სხივი არის ის, საიდანაც ყველაფერი იწყება და თავის ადგილას დგება. ყველანაირ ესთეტიკას: ფორმას, უფორმობასა თუ ქაოსს სინათლის მეშვეობით აღვიქვამთ. რთულია, იმისგან დაცალო ფორმა, რითაც მის არსებობას იაზრებ. სწორედ ამიტომაა კარგი არქიტექტურა სივრცის განათებაზე ორიენტირებული. ძველი რომაელები სინათლის სხივს მატერიასავით იყენებდნენ: ისევე, როგორც აგურსა და ქვას - სივრცის განსასაზღვრად და მის გასათავისებლად. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.
წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Campodonico
ალბათ, გამორჩეულია ნიკოლას კამპოდონიკოს უკანასკნელი ნამუშევარი. ტაძარი, რომლის მოცულობაც მზის მხარეს იხსნება და ბუნებრივად, მზის სხივებით ნათდება (ამ რეგიონში არ არის ელექტროგაყვანილობა). ორი დამოუკიდებელი ვერტიკალური ზედაპირი კი ისეა გააზრებული, რომ მთელი დღის განმავლობაში, სინათლის დახმარებით, აგურის მონუმენტური ფორმა და მისი ინტერიერი ჩრდილით გადაცუროს და დღის ბოლოს ჯვრად აღმართოს.წყარო: Capilla San Bernardo – Nicolas Campodonico
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი განათებით ფორმის არნახული ვიზუალიზაციაა შესაძლებელი, დღევანდელი ჩვენი შეხედულებები მაინც ძალიან განსხვავდება ძველი პომპეის ან თუნდაც ათენის მაცხოვრებლებისგან: ისინი თვლიდნენ, რომ სინათლე, ეს ის პირადი სიკეთეა, რომლის გაზიარებაც სტუმართანაც შეგიძლია. სამყარო გაივსო შენობებით და დეველოპმენტი კონტექსტს უფრო და უფრო შორდება, ამიტომ თანამედროვე ქალაქს არ აქვს ფუფუნება, მასალა დახურული სივრცის გარეთ მოძებნოს. კვლევებით დამტკიცდა, რომ ბუნებრივი განათება უფრო სწრაფად აჯანმრთელებს სნეულს, ამცირებს სტრესულ გარემოს და ზრდის პროდუქტიულობას. ამის მიუხედავად, ხელოვნური განათება ქალაქურ სათავსებში მაინც ძირითადი განათების წყაროს წარმოადგენს.წყარო: Home-designing.com
დღესდღეობით, პირდაპირი მზის სხივი ჩვენს ბინებში უფრო და უფრო ნაკლებად აღწევს, თუმცა განათების დაბალანსება ხელოვნური წყაროებითაც სავსებით შესაძლებელია. ხელოვნური განათება ბუნებრივისაგან განსხვავებით გამაჯანსაღებელ თვისებებს არ ატარებს, თუმცა, ხშირად ის ესთეტიურად და ფუნქციურად ბევრად მოსახერხებელია. არსებობს როგორც აქცენტური, ისე ფუნქციური განათება. ეს უკანასკნელი მიზნად თქვენი სამუშაო, საარსებო გარემოს განათებას ისახავს, ხოლო აქცენტური ხერხი უფრო დეკორატიული ხასიათისაა. ინტერიერის დიზაინში ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და თქვენივე არჩეული ტონალობით კრავს კომპოზიციას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სანათის ფორმაც, რომელიც სტილის „შეკვრაში“ გეხმარებათ. რაც მთავარია, ხელოვნური განათებით ვიზუალური ეფექტებიც არ გამოდის ურიგო. მეტიც, დამალული განათების წყაროებითა და სარკეებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „ფანჯარა“ უღიობო ოთახში.წყარო: Home-designing.com
განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. აშკარაა, რომ ჩვენი ოთახები ამ კუთხით გარდაქმნას საჭიროებს. დიდი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ იფიქრეთ როგორ გინდათ დაინახოთ სივრცე და თქვენი თავი მასში, შექმენით საკუთარი განათებულობის ინსტალაცია, რომელიც თქვენს კომფორტზე იზრუნებს.ჩვენ გირჩევთ
ფერების ფსიქოლოგიური ზეგავლენა ადამიანზე და მათი მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში
ფერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
როგორ შევარჩიოთ კაფელი სააბაზანო ოთახისთვის?
სააბაზანო ოთახს რამდენიმე მახასიათებელი უნდა გააჩნდეს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: სიმარტივე, თვითმყოფადობა და კომფორტულობა. ჩამოთვლილთა ხარისხსის გაუმჯობესებაში იატაკისა და კედლების სწორი დიზაინი გვეხმარება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7