ფიტოდიზაინის მნიშვნელობა და მცენარეების როლი ინტერიერის დიზაინში
ფიტოდიზაინი არის საცხოვრებელი გარემოს, კულტურისა და ბუნების სინთეზი ინტერიერში.
ფიტოდიზაინი არის საცხოვრებელი გარემოს, კულტურისა და ბუნების სინთეზი ინტერიერში. მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში განუზომლად დიდია დასაბამიდან: ბერძნული ორდერით დაწყებული, თანამედროვე ორგანიკით დამთავრებული, ის დეკორირებისა და სიმბოლირების შეუცვლელი ხერხია. ფიტოდიზაინის დახმარებით თითქოს სიცოცხლის სიმბოლო შეგვაქვს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ასე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფიტოდიზაინის ასოცირება მხოლოდ ფასადებსა და გარე პროექტებთან ხდება, დიზაინერები გვირჩევენ ინტერიერში მცენარეების უხვად შეტანას, რადგან ფიტოდიზაინს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს.
ფიტოდიზაინი არის საცხოვრებელი გარემოს, კულტურისა და ბუნების სინთეზი ინტერიერში. მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში განუზომლად დიდია დასაბამიდან: ბერძნული ორდერით დაწყებული, თანამედროვე ორგანიკით დამთავრებული, ის დეკორირებისა და სიმბოლირების შეუცვლელი ხერხია. ფიტოდიზაინის დახმარებით თითქოს სიცოცხლის სიმბოლო შეგვაქვს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ასე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფიტოდიზაინის ასოცირება მხოლოდ ფასადებსა და გარე პროექტებთან ხდება, დიზაინერები გვირჩევენ ინტერიერში მცენარეების უხვად შეტანას, რადგან ფიტოდიზაინს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს.
ლოგიკურია, რომ გამწვანებულ ინტერიერში ბევრად ნაკლებია სტრესისა და გადაღლილობის შემთხვევები. დადასტურებულია ისიც, რომ მცენარეები ფილტრავენ ჰაერს, დაავადებების გავრცელების რისკებს საგრძნობლად ამცირებენ და ხმაურისგან იცავენ გარემოს. ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ტრენდული მცენარეებისა და მათი აქსესუარების ინტერიერში გამოყენების დანერგვა.
მწვანე, იგივე ცოცხალი კედლები, არქიტექტურაში უკვე საკმაოდ გავრცელებული ტრენდია: ჩვენს ქალაქშიც შეიძლება ვიხილოთ მაღალი დონის ფიტო-ექსტერიერი. თუმცა, მწვანე კედელს “ტრენდს”, ალბათ ვერც ვუწოდებთ, რადგან მხოლოდ არქიტექტურული ჯილდოების მოპოვებისთვის მათი დეკორატიული გამოყენება წარსულს ჩაბარდა - დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ცოცხალი ვერტიკალის იდეა. საინტერესოა ისიც, რომ ინტერიერში სიმწვანის შემოტანის ამ ხერხს 1930-იანი წლებიდან მიმართავენ და ის თანამედროვე ახირება სულაც არაა.
ტექნიკურად, მწვანე კედელი ვერტიკალურ პანელს წარმოადგენს, რომელზეც დრენაჟის დახმარებით იზრდება სხვადასხვა ჯიშის მცენარე. დღეს-დღეობით ვერტიკალურ ბაღებს იყენებენ როგორც შენობის ფასადზე, ასევე ინტერიერში. ესთეტიურად, ასეთი პანელების განხილვა ხდება როგორც ცოცხალი დეკორი და მათ უდიდესი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ასეთი დეკორი ნამდვილი სიმბოლოა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის, დამორჩილებული ესთეტიკისა და პირველსაწყისში დაბრუნების. მწვანე კედელი განასახიერებს ქალაქგარეთ დარჩენილ თავისუფლებას და რელაქსაციას.
დიზაინი ფუნქციის გარეშე წარმოუდგენელია, მხოლოდ ესთეტიური ღირებულებები არასოდეს გამხდარა ფუნდამენტური ცვლილებების საწყისი. ამ შემთხვევაშიც ასეა, დეკორატიულად შეუდარებელ მცენარეთა კედლებს სხვადასხვა სიკეთეები ახასიათებთ ინტერიერსა და ექსტერიერში. აღსანიშნავია, რომ შიდა სივრცეებში გამოყენებისას, ცოცხალი კედლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანებზე: კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ტიპის ინტერიერში უკეთ ვმუშაობთ და სტრესი არ გვეკარება. გარდა ამისა, მწვანე კედელი მნიშვნელოვნად ასუფთავებს ჰაერს, იჭერს მტვერსა და ბაქტერიებს, არეგულირებს ტენიანობას, რის შედეგადაც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შანსი მცირდება. ამ ხერხით გაწმენდილი ჰაერი ძალიან კარგად მოქმედებს ტვინის კვებაზეც.
როგორც ვხედავთ, არქიტექტურა ყველანაირად ცდილობს ბუნებრივი ესთეტიკა დაიმორჩილოს და მასთან ერთად იარსებოს. თანამედროვეობაში ბრუტალური, ნაცრისფერი გადაწყვეტილებები პოპულარული აღარ არის. დიზაინი ცდილობს ინტელექტუალური ადამიანი გაუმჯობესებული პირობებით დაუბრუნოს მშობლიურ გარემოს.
ჩვენ გირჩევთ
ელეგანტური და დახვეწილი შავი ფერი და მისი გამოყენება ინტერიერის დიზაინში
შავი ფერის მატერია ან ზედაპირი საკმაოდ პოპულარული არჩევანია როგორც მოდაში, ისე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ბუნებრივი და ხელოვნური განათების როლი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში
განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7