ჭკვიანი ავეჯი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში
ჭკვიანი ავეჯი (ისევე როგორც სმარტფონები,Smart TV, სმარტ საათები) ტექნოლოგიასთან ერთიანდება და საინტერესო კომბინაციას გვაძლევს.
ჭკვიანი ავეჯი (ისევე როგორც სმარტფონები,Smart TV, სმარტ საათები) ტექნოლოგიასთან ერთიანდება და საინტერესო კომბინაციას გვაძლევს. თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, დაკეტეთ თუ არა კარი ან გამორთეთ თუ არა უთო ან ღუმელი. აღჭურვოთ სახლი სმარტ ავეჯით ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა მათგანი დაკავშირდება ინტერნეტთან. სმარტფონით და ტაბლეტით კი მათ გაკონტროლებას შეძლებთ. ისინი განსაკუთრებით პატარა ბინებისთვის არის მოსახერხებელი. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ავეჯის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა, გამარტივდეს. ქვემოთ ჩამოთვლილი ჭკვიანი ავეჯი კი სივრცის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ეს ნივთი საწოლისა და დივანის კომბინაციას წარმოადგენს. მისი წონა საკმაოდ მსუბუქია და ამასთან ერთად, მიმზიდველადაც გამოიყურება. სიმსუბუქე ხელს არ უშლის იმას, რომ ავეჯი მეპატრონისთვის უსაფრთხო იყოს. კედლის საწოლის დივნად გადაკეთება გადაადგილების გარეშეც შეგიძლიათ. დივანის ოპტიმალური მოძრავი გვერდები კი საწოლის დასაყრდენს წარმოადგენს და ბალანსს უზრუნველყოფს. დივანს ასევე არაჩვეულებრივი შენახვის ფუნქცია აქვს.

სურათზე მოცემულ ბიბლიოთეკას კი 180 გრადუსით თუ შემოატრიალებთ, საწოლს მიიღებთ. დამატებითი საწერი მაგიდა კი შესაძლებლობას გაძლევთ ეს სივრცე საკმაოდ მრავალფუნქციურად გამოიყენოთ, როგორც სამუშაოსთვის, ასევე სასადილოდ.
სამუშაო ოთახი შეგიძლიათ ამ არაჩვეულებრივი გამოგონებით დაამშვენოთ. ეს არის საწოლისა და სამუშაო მაგიდის კომბინაცია, რომელიც კედელთანაა დაკავშირებული. მაგიდა ჰორიზონტალურია, სადაც ნივთები დაბალანსებულად შეგიძლიათ განაწყოთ. ის საწოლად ტრანსფორმირდება. საკმაოდ დიდი ზომის დასაწოლი ადგილი კედლის უკან არის „დამალული“, ეს კი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაძლევთ სივრცე ფანტასტიკურად დაზოგოთ.
მრუდე ქრომირებული ფეხები და გლუვი შავი მინა - ამ ყავის მაგიდის დამახასიათებელი აქცენტებია. მისი უპირატესობა ისაა, რომ ის სიგანეში საკმაოდ მარტივად, ერთ ღილაკზე დაჭერით, ფართოვდება. ყავის მაგიდის დიზაინი ულტრათანამედროვე და ფუნქციონალურია. ის ზუსტად იმისთვისაა შექმნილი, რომ დაზოგოს სივრცე და ამავდროულად, მოსახერხებელიც იყოს.
სმარტ ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუში, ეს სივრცის დამზოგი, „ტრანსფორმერი“ მაგიდაა. ზუსტად ასე გამოიყურება ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტის თანამედროვე მოსახერხებელი გზა. რადგანაც მაგიდას ბორბლები აქვს, მისი გადაადგილება ძალიან ადვილია. მას თქვენთვის სასურველ სიმაღლეს თავისუფლად მისცემთ. ასევე, რადგანაც მაგიდა დასაკეცია, ნებისმიერ დროს მისი გაშლაც საკმაოდ მარტივ საქმეს წარმოადგენს. ერგება ნებისმიერი ზომის ოთახს და განკუთვნილია 4-6 ადამიანისთვის.
ჩვენ გირჩევთ
ინტერიერის რევოლუციონერი დიზაინერი დოროთი დრეიპერი და მისი შთამბეჭდავი შემოქმედება
დრეიპერმა დიზაინის კონცეპტის რევოლუცია მოახდინა. მან დაამსხვრია „ისტორიული პერიოდის ოთახის“ სხვადასხვა სტილი, რომელიც წინამორბედთა შემოქმედებაში დომინირებდა.
გოთიკური სტილი ინტერიერში ანუ როგორ შევქმნათ ელეგანტური და შთამბეჭდავი გარემო საცხოვრებელში
გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7