დეკორატიული ქვის უპირატესობები ინტერიერის დიზაინში
დღესდღეობით, დეკორატიული ქვა გამოიყენება შენობა-ნაგებობების, სვეტების, არბიტრების, ფანჯრების გამოსაყოფად.
ადამიანები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ქვებს მშენებლობისთვის იყენებდნენ. ქვა იყო მთავარი მასალა არქიტექტორებისთვისა თუ მოქანდაკეებისთვის. დღესდღეობით, დეკორატიული ქვა გამოიყენება შენობა-ნაგებობების, სვეტების, არბიტრების, ფანჯრების გამოსაყოფად. ცოტაოდენი კრეატიულობისა და ფანტაზიის მეშვეობით კი, მათ, ნებისმიერ ინტერიერს ორიგინალურად მოარგებთ.
ადამიანები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ქვებს მშენებლობისთვის იყენებდნენ. ქვა იყო მთავარი მასალა არქიტექტორებისთვისა თუ მოქანდაკეებისთვის. დღესდღეობით, დეკორატიული ქვა გამოიყენება შენობა-ნაგებობების, სვეტების, არბიტრების, ფანჯრების გამოსაყოფად. ცოტაოდენი კრეატიულობისა და ფანტაზიის მეშვეობით კი, მათ, ნებისმიერ ინტერიერს ორიგინალურად მოარგებთ.
ბინის ინტერიერში დეკორატიული ქვის გამოყენებით, თქვენ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმშვიდეს მიიღებთ. გარდა ამისა, მას სხვა უპირატესობებიც აქვს: საინტერესო და უნიკალური ტექსტურა, ინდივიდუალურობა, ხმის იზოლაცია, ფერების, ტექსტურისა და ფასის მრავალფეროვანი არჩევანი, მოვლის სიმარტივე. ყველაზე ფართოდ გამოიყენებენ შემდეგ ქვებს: კირქვა, აგური, ქვიშაქვა, ფიქალი და მარჯანი.
თუ დეკორატიულ ქვას ინტერიერის დიზაინში გამოიყენებთ, ყურადღება პირველ რიგში სწორ განათებას უნდა მიაქციოთ. ეს უკანასკნელი ქვის ტექსტურას ხაზს უსვამს. დეკორატიული ქვისა და თბილი მასალის (მაგალითად, ბეწვი, ქაშმირი, ხალიჩა, ფუმფულა ბალიშები) კომბინაცია დაბალანსებულ შედეგს მოგცემთ. რადგანაც ნატურალური ქვა, სივრცეში მკაცრ ატმოსფეროს ქმნის, სხვადასხვა დეტალს ფერადი, ნათელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი ან წითელი შეფერილობის აქცენტები დაუმატეთ.
დეკორატიულ ქვებს ძირითადად დიდი ფართობის ბინებსა თუ კოტეჯებში იყენებენ ხოლმე. თუ არცთუ ისე დიდ სახლში ცხოვრობთ, ამგვარად კედლის მხოლოდ ერთი ნაწილი გააფორმეთ. ეს ინტერიერს არ გადატვირთავს და შეინარჩუნებს ყველა იმ უპირატესობას, რასაც ის ატარებს. თავად დეკორატიული ქვის კედელი ნებისმიერი სტილის ინტერიერს დაამშვენებს. მთავარია მისი სწორი ტიპი შევარჩიოთ. მაგალითისთვის, აგური თანამედროვე სტილის ინტერიერისთვის იდეალურია, სქელი ქვებით გამოყოფილი სეგმენტები კი არაჩვეულებრივია ქალაქგარეთა სახლებისთვის. თუ დეკორატიული ქვა მთელ კედელზეა, უმჯობესია სხვადასხვა ტიპის ქვა გამოიყენოთ. ეს სივრცეს დინამიკურობას შესძენს. ორიგინალური დიზაინის მისაღებად, ქვის ჭერი არაჩვეულებრივი ვარიანტია.
ინტერიერში დეკორატიული ქვის გამოყენება მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად ყველაზე ეკოლოგიური მეთოდია. ყველაზე ძვირი ვარიანტი ნატურალური ქვაა. ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებელს ფანერისგან დამზადებულ ყალბ ქვას სთავაზობს. ისინი შედარებით იაფი ღირს. ყველაზე დაბალი ფასი კი ხელოვნურ ქვას ადევს, რადგან ის ბეტონისა და სხვა ნატურალური კომპონენტებისგანაა დამზადებული. კირქვა შედარებით რბილი ქვაა, რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება. მისი ვიზუალური სილამაზის გამო, ის ინტერიერის დიზაინში ხშირად გვხვდება. თხელი ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვა დაახლოებით 2.5-3.1 სანტიმეტრის სისქისაა. მისი დაინსტალირება მარტივია, რადგან ის ძალიან თხელია და მსუბუქი. მდინარის კენჭები - ეს ქვის ბუნებრივი სახეობაა, რომელიც წყლის დახმარებით ფორმირდება. კენჭები ფართოდ გამოიყენება ექსტერიერის დიზაინში, ბუხრის დეკორაციისა და ბაღის ორნამენტებისთვის.
ჩვენ გირჩევთ
აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში
აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.
რომელი ტრენდები გადადის ან რჩება უცვლელი 2018 წლის ინტერიერის დიზაინში?
2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7