ინტერიერი

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც შემოსასვლელი ოთახის მოწყობაში დაგეხმარებათ!

შემოსასვლელი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით პატარაა და ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. მისი დიზაინი მთლიანი სახლის ინტერიერის სქემაში მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეს არის პირველი ოთახი, რომელსაც სტუმარი ათვალიერებს.

2074

შემოსასვლელი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით პატარაა და ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. მისი დიზაინი მთლიანი სახლის ინტერიერის სქემაში მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეს არის პირველი ოთახი, რომელსაც სტუმარი ათვალიერებს. ძირითადი დეტალების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ეს პატარა სივრცე სტილური და მოდური გახადოთ.

შემოსასვლელი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით პატარაა და ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. მისი დიზაინი მთლიანი სახლის ინტერიერის სქემაში მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეს არის პირველი ოთახი, რომელსაც სტუმარი ათვალიერებს. ძირითადი დეტალების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ეს პატარა სივრცე სტილური და მოდური გახადოთ.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

შემოსასვლელ ოთახში დიდი მნიშვნელობა სინათლეზე გააკეთეთ. მისი მანიპულირებით შეგიძლიათ აქცენტი ოთახის საინტერესო ნაწილებზე გადაიტანოთ: მაგალითად, კედლის ნახატსა თუ მინიმალისტურ სარკეზე. ძლიერი შუქი ოთახს ვიზუალურ სიდიდეს მატებს. შემოსასვლელ ოთახში სუსტ სინათლეს არ გირჩევდით, რადგან ეს უკანასკნელი გვირაბის ეფექტს ქმნის. ეს კი ამ სივრცისთვის ყველაზე შეუსაბამო იქნება. გამოსახულებიანი კედელი არის ზუსტად ის, რაც შემოსასვლელი ოთახისთვის დაგჭირდებათ. ეს იდეალური ადგილია დაკიდოთ თქვენი რჩეული სურათები. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის. თუმცა აქვე აუცილებლად გაითვალისწინეთ მთლიანი სახლის დიზაინი და სხვა ოთახების სტილი. კართან გაგებული ფეხსაწმენდი შემოსასვლელი ოთახის მთავარი ატრიბუტია. თქვენი გემოვნების მიხედვით შერჩეული ფეხსაწმენდი მთლიანი სახლისთვის არაჩვეულებრივი დეკორი იქნება. თუ თქვენი სახლი ორსართულიანია, შემოსასვლელი ოთახისთვის კიბე პოპულარულთან ერთად, ფუნქციური იდეაც იქნებოდა. მაგალითად, თუ კიბის მოაჯირი დამზადებულია იმავე მასალისგან, რისგანაც კარები, ეს მათ ერთმანეთთან ჰარმონიულად დააკავშირებს. რაც შეეხება ფერებს, აქ შეზღურდვა არ გაქვთ და შეგიძლიათ ფერთა ნებისმიერი გამა სცადოთ. გაივალისწინეთ, რომ თუ ხალიჩები, შპალერი და ავეჯი ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი, ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: .impressiveinteriordesign.com
წყარო: .impressiveinteriordesign.com

შემოსასვლელ ოთახში იატაკის შერჩევისას, პირვლე რიგში, მის გამძლეობაზე დაფიქრდით. ამასთან ერთად მარტივად უნდა იწმინდებოდეს და სახლის დიზაინთან თავსებადი იყოს. ამ პირობების დასაკმაყოფილებლად შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ: თუ პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ, თქვენთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ლამინატის ან ფიქალის იატაკი იქნება. თუ რამე ისეთი გსურთ, რაც სარელაქსაციო და ამავდროულად, ხანგრძლივი იქნება, ზღვის ბალახისგან დამზადებული ხალიჩა გამოგადგებათ. ეს უკანასკნელი კომფორტულთან ერთად, საკმაოდ გამძლეა. ნამდვილი ხის იატაკი კი ისაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგიძლებთ, შესაბამისად მისი შეცვლა არ მოგიწევთ. მარმარილოს ან ფაიფურის იატაკი თქვენს შემოსასვლელ ოთახს ნამდვილად დაამშვენებს, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს მასალები სრიალაა და პატარა ბავშვები მოარიდეთ.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

თუ თქვენი შემოსასვლელი ოთახი პატარა ზომისაა, არ შეგეშინდეთ, რომ ის ცარიელი იქნება. შეგიძლიათ კომპენსირება საკიდებით, სკამებით ან თაროებით მოახერხოთ.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

გამორჩეული რეტრო სტილი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში.

1909
ნახე მეტი
ინტერიერი

ფერების ფსიქოლოგიური ზეგავლენა ადამიანზე და მათი მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

ფერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

2211
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575