როგორ მოვაწყოთ მცირე ფართის საცხოვრებელი ადგილი კომპაქტურად-რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კომფორტულად, კომპაქტურად და გემოვნებით მორთოთ პატარა ზომის საცხოვრებელი სახლები.
ხშირად როცა ბლოგებს ან ჟურნალებს სახლის ინტერიერის თემაზე ვათვალიერებთ , მარტო მდიდრულ აპარტამენტებსა და უზარმაზარ შენობებს თუ შევხვდებით ხოლმე. ეს სურათები ჩვენი რეალური ბინებისგან შორსაა. ამიტომ, დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კომფორტულად, კომპაქტურად და გემოვნებით მორთოთ პატარა ზომის საცხოვრებელი სახლები. პატარა ზომის სახლის დეკორირების დაწყებისას, პირველ რიგში, ზედმეტი ავეჯისა და დეკორაციისგან გათავისუფლდით. ოთახები ერთმანეთისგან ვიზუალურად უნდა გამოყოთ. არ არის აუცილებელი მთელ ბინაში ერთი სტილი შეინარჩუნოთ. უპირატესობა მინიმალიზმს ან სკანდინავიურ სტილს მიანიჭეთ. ძირითადად თეთრი ფერი გამოიყენეთ, სხვადასხვა ჩრდილების დამატებით, როგორებიცაა: რძისფერი, ქვიშისფერი და ღია-კრემისფერი. ცოტაოდენი ნათელი აქცენტები ინტერიერში და ბინა უკვე მყუდრო და ჰარმონიული ხდება. ასევე საინტერესო იქნება, თუ კონტრასტულ ფერებს ერთმანეთს შეუხამებთ: შავი და თეთრი, თეთრი და ნაცრისფერი, თეთრი და ყავისფერი.

ოთახში სივრცის დასაზოგად, გამოიყენეთ ბევრი სარკე და შპალერი. პატარა ბინაში, რომელსაც მოკლე ფანჯრები აქვს თავს ისე გრძნობთ, თითქოს ყუთში ცხოვრობდეთ. შპალერის დამატებით ოთახს სიღრმეს მისცემთ, ბევრი სარკე კი მას ვიზუალურად გაზრდის. ასევე, თუ ფანჯრის წინ სარკეს დადგამთ, ეს უკანასკნელი გარეთა ადგილს აირეკლავს. ეს კი დამატებითი ფანჯრის ილუზიის შეგრძნებას მოგანიჭებთ. აუცილებლად შეიძინეთ ავეჯი, რომელშიც კარადა არის ჩაშენებული. მაგალითად შემნახველი დივანი, ისევე როგორც ყავის მაგიდა არაჩვეულებრივი აზრია სივრცის დასაზოგად. მოქსოვილი დივანი კი ყავის მაგიდის კარგი ალტერნატივაა. არავითარ შემთხვევაში, არ აირჩიოთ დიდი ზომის დივნები და მსხვილი სავარძლები! თუ კომპაქტური, პატარა ზომის ავეჯის პოვნა გიჭირთ, ანტიკვარიატის მაღაზიებს ესტუმრეთ, რადგან ნახევარი საუკუნით ადრე საშუალო ზომის ოთახი დღევანდელი პატარა ზომის ოთახის მსგავსი იყო.
თუ თქვენს პატარა ბინაში მაღალი ჭერია, ჩათვალეთ, რომ ეს ექსტრა სივრცეა. ოთახი ამის წყალობით უფრო მაღალი ჩანს. ვერტიკალური სივრცე ეკლექტიკური ხელოვნების ნამუშევრებით გააფორმეთ. „ამოავსეთ“ კუთხე - ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თუ ბინაში კუთხე ცარიელია, გირჩევთ, დიდი ზომის დივანი აქ მოათავსოთ. ეს კომფორტულთან ერთად, ფუნქციურიცაა. ხშირად პატარა ზომის სახლებში, დივანი არა კედელთან, არამედ ოთახის შუაში შეგხვდებათ. თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ სტანდარტულ დივანს არ ვგულისხმობთ. ის უზურგო უნდა იყოს. მისი გამოყენება ორივე მხრიდან შეგიძლიათ. თუ ოდესმე მას უფრო დიდ ოთახში გადაიტანთ, ის ორი დასაჯდომი სივრცის კარგი გამყოფი იქნება. პატარა ოთახში მცენარეები არ დაგავიწყდეთ. ეფექტურია, თუ მათ კუთხეებში ან სკამებსა და სავარძლებს შორის დადგამთ.
ჩვენ გირჩევთ
კიბე ინტერიერის დიზაინში, როგორც კრეატიული და პრაქტიკული კონსტრუქცია
კიბე ძირითადად არსებობს იმისთვის, რომ სახლში ან შენობაში სართულები ერთმანეთს დააკავშიროს.
მოძრავი კედელი პატარა სახლებში - სივრცის დაზოგვის ეფექტური მეთოდი
ინტერიერის დიზაინში მოძრავი კედლები ფართოდ გამოიყენება და პოპულარობითაც სარგებლობს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7