ცხოვრების სტილი

ის რაც ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია ანუ რატომ უნდა დავისვენოთ ბუნებაში!

ჩვენ გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობაში გვიწევს ცხოვრება სწორედ ამიტომ, მეცნიერები აქტუალურად სწავლობენ ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელობას.

1427

თანამედროვე მსოფლიო სავსეა ტექნოლოგიური სასწაულებით, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ არსებობას გარს აკრავს ხელოვნური გარემო, რომელიც ბეტონის, ფოლადის, პლასტიკისა და მინისგან შედგება. გვიწევს ხმაურში და ტოქსინებით სავსე ქალაქში ცხოვრება, უსიცოცხლო საკვების მიღება, მუდმივი გამოსხივების ქვეშ ყოფნა, ეს ყველაფერი კი იწვევს გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობას. სწორედ ამიტომ აუცილებელია ცოტახნით მაინც მოვშორდეთ ამ საშინელ რეალობას და განვიტვირთოთ, ავივსოთ ჰარმონიით. ამისათვის კი, რა თქმა უნდა, ბუნებაში დროის გატარებაა საჭირო. სულ მცირე დროც კი საკმარისია იმისთვის, რომ განვთავისუფლდეთ სტრესისგან, გავჯანსაღდეთ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ახალი თვალით შევხედოთ სამყაროს.

წყარო: Weatherknow.com
წყარო: Weatherknow.com

დღევანდელობიდან, გამომდინარე მეცნიერები სულ უფრო აქტუალურად სწავლობენ ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელობას. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბუნებასთან ხშირი კონტაქტი გვაძლიერებს ემოციურად და ზრდის ენთუზიაზმს, რაც თავის მხრივ ადამიანს სიცოცხლისუნარიანობას მატებს. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ ის დამიანები, რომლებიც მწვანე საფართან, პარკებთან და ტყესთან ახლოს ცხოვრობენ, ნაკლებად განიცდიან შფოთვასა და დეპრესიას. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარების დროს მწვანე საფარზე ყურადღების გამახვილება.

წყარო: Travefy.com
წყარო: Travefy.com

საინტერესოა ისიც, რომ მცენარეებთან დიდხანს ურთიერთობა აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მცენარეების მიერ გამოყოფილი ფიტონციდები-ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოებისა და უმარტივესთა ზრდა-განვითარებას, ასევე აძლიერებენ ადამიანის იმუნურ სისტემას. ეს ყველაფერი კარგად ესმით იაპონიაში, სადაც გამოცდილი პრაქტიკაა ტყეში სეირნობის თერაპია, რასაც „შინრინ-იოკუ“-ს იგივე „ტყის აბაზანებს“ უწოდებენ.

წყარო: Daviss
წყარო: Daviss

ალბათ ბევრი მეცნიერული დასკვნაა არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ბუნება ადამიანის საუკეთესო მეგობარია, რომელიც სასიცოცხლო ძალით გვავსებს. დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს, გამოუცდია იმ სიმშვიდისა და ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ბუნებაში დასვენების შემდეგ იძენს. განვითარებული კრეატიულობა, გაუმჯობესებული მეხსიერება და ჯანმრთელობა, სილაღე და ბედნიერება, ამ ყველაფრის მიღება ბუნებისგან სრულიად უფასოდ შეგვიძლია. ამიტომ, არასდროს უნდა დავიზაროთ თუნდაც 15 წუთი პარკში სეირნობა, ჩვენი თავისუფალი დრო მაქსიმალურად უნდა დავუკავშიროთ ბუნებაში რეკრეაციას, რათა დავძლიოთ ყოველდღიურობისგან შექმნილი უარყოფითი გავლენა და ახალი ძალებით დავიწყოთ ყოველი დღე.

წყარო: Yuna Muyindo, Community Health Blogger
წყარო: Yuna Muyindo, Community Health Blogger

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

აქტიური დასვენების უპირატესობები და მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

თუ თქვენ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ გაატაროთ თქვენი თავისუფალი დრო ზაფხულში, მაშინ აუცილებლად გაეცანით აქტიურად დასვენების უპირატესობებს.

2005
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ ორიგინალური ჩარჩო სარკისთვის საკუთარი ხელებით? - რჩევები დიზაინერებისგან

სარკე თქვენი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი ჩარჩო „ამშვენებს“ და სწორედ ამიტომ ის ხშირად იკარგება სხვა, უფრო შთამბეჭდავი ნივთების გარემოცვაში.

1571
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575