არქიტექტურა

შენობები საციგურაო ბილიკებით - როგორ გამოიყურება მომავლის არქიტექტურა!

ბეიჯინგის სავაჭრო ცენტრის სახურავზე მოწყობილ ბაღს ტალღოვანი, მრუდე გზა ექნება. ზამთარში კი ის ხელოვნური თოვლის ფენებით დაიფარება.

1458

ბეიჯინგის სავაჭრო ცენტრის არქიტექტორად ამერიკელი ენდრიუ ბრომბერგი გვევლინება, ცნობილი არქიტექტურული ფირმის.„Aedas“-ის დამფუძნებელი. ცენტრის სახურავზე მოწყობილ ბაღს ტალღოვანი, მრუდე გზა ექნება, ზამთარში კი ის ხელოვნური თოვლის ფენებით დაიფარება. ბრომბერგმა თავის გუნდთან ერთად ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსისთვის ამ ინოვაციური შენობის დიზაინი შეიმუშავა, რაც გრძელვადიანი (30-წლიანი) გეგმის მეხუთე და საბოლოო ეტაპია. ეს გეგმა მოიცავს 14 შენობას, მიზანი კი ისეთი კომპლექსის შექმნაა, რომელიც საჯარო სივრცესაც გააერთიანებს. ეს სივრცე ასევე ახლანდელ და სამომავლო მეტროს ხაზებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც, თავის მხრივ, შეუერთდება მესამე ბილიკის გზას - ეს არის 48-კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც ქალაქის ცენტრს საზღვრავს. ბრომბერგამ შენობას უწყვეტი კონტური დაუმატა, რომელიც გზას ზუსტად იმეორებს და ბაღს ოვალურად „ფუთავს“. ბაღი 3-საფეხურიანი დონისგან შედგება და გზით არის გარშემორტყმული. ბილიკზე საკურასა და ფიჭვის ხეებსაც დარგავენ, ზამთარში კი ამ ადგილს ხელოვნური თოვლით დაფარავენ. შენობის ზედა საფეხურებზე ტერასის შექმნა იგეგმება, სადაც უამრავი დასაჯდომი ადგილი და უზარმაზარი ხეები იქნება. ნაგებობის ცენტრის გარშემო კეთილმოწყობილი ოლიმპიური ზომის ყინულის საციგურაო მოედნები მაღაზიებსაც და კაფეებსაც დაიტევს. შენობაში ასევე იქნება ხელოვნების სტუდია, უზარმაზარი საგამოფენო სივრცე, ორგანული ფერმა, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტები და კლდეზე ცოცვისთვის გამოყოფილი ადგილიც კი. სასტუმროების, ოფისების, ბინების გარდა, კომპლექსი მოიცავს 330 მეტრის სავაჭრო კოშკს - ბეიჯინგის ყველაზე მაღალ შენობას. 2017 წლის დასაწყისში ამ პროექტმა ფრანგული ჯილდოც მიიღო „საუკეთესო სამომავლო პროექტისთვის“.

წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com

მსგავს კონცეპტს ჰოლანდიელი არქიტექტორი ბიარკე ინგელსიც გვთავაზობს. სოლის ფორმის უზარმაზარი შენობისთვის 31,000-მეტრ კვადრატული სათხილამურო ფერდობი გაკეთდება. ამის გარდა, თვითონ ნაგებობა თავისი შინაარსით ინოვაციურია. ის ენერგიას ნაგვის გადამუშავებით მიიღებს. საკვამური მილი, რომელიც სათხილამურო ფერდობის გაგრძელება იქნება, ერთ ტონა ნახშირბადის დიოქსიდზე კვამლის რგოლს გამოყოფს, რაც ღამით ლაზერებით განათდება. თავად კვამლი, ინგელსის თქმით, აბსოლუტურად არატოქსიკური იქნება. შენობა კოპენჰაგენის ცენტრში იდგება და ეს უდიდეს ეკო-მეგობრული ადგილი იქნება მთელ ჰოლანდიაში. „ეს შენობა აბსოლუტურად შეცვლის ადამიანების წარმოდგენებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საჯაროდ სასარგებლო შენობა. არქიტექტურაში მსოფლიოს შემცვლელი ელემენტია ჩადებული. როცა დავიწყეთ, ეს იყო უბრალოდ გიჟური იდეა, ახლა კი ის არის ის, რაც არის!“, - ამბობს არქიტექტორი.

წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com
წყარო: dezeen.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ძველი ფერმისგან შექმნილი თანამედროვე საოფისე შენობა

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძველ შენობებში ახლებური ხედვის შეტანა არქიტექტორების გამოწვევაა

1621
ნახე მეტი
არქიტექტურა

დაბალსართულიანი სახლები - უარყოფითი ურბანული ცვლილებების გადაწყვეტა

მოდელი „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“ ეს არის იმ სქემების კომბინაცია, რასაც ურბანული, ასევე საგარეუბნო განვითარება მოიცავს

1291
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575