არქიტექტურა

ფუნქციური და ორიგინალური არქიტექტურული ინსტალაციები საჯარო სივრცეში

ყველაზე გამორჩეულ ქალაქებსაც აქვთ ისეთი საჯარო სივრცე, რომელთა შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული.

1392

ყველაზე გამორჩეულ ქალაქებსაც აქვთ ისეთი საჯარო სივრცე, რომელთა შესაძლებლობები სრულად არ არის გამოყენებული. იდეების ნაკლებობა და დაფინანსების არ არსებობა, სივრცის ათვისებას ხელს უშლის. გარეთა არქიტექტურული ინსტალაციები კი ტურისტების ატრაქციად იქცევა ხოლმე. თავად საჯარო სივრცე უფრო ორიგინალურ, ახალ და თემატურ დატვირთვას იღებს. ინსტალაციების უმეტესობა ან უფასოა, ან არც თუ ისე ძვირი. მიუხედავად ამისა, ისინი ნებისმიერი ასაკის ადამიანის ყურადღებას იქცევს. დღეს სწორედ ასეთ საინტერესო ინსტალაციებს წარმოგიდგენთ. ამ კონკრეტული ინსტალაციის ინსპირაცია პეპი გრძელიწინდას მოთხრობიდან მოდის. „იღბლიანი შვიდიანი“ ის ფანტასტიკური ვერსიაა, რომელიც პეპიში გაჟღერებულ მესიჯებს ასახავს. სტრუქტურას ბოთლის ფორმა აქვს და ტირიფებისა და სხვადასხვა ყვავილისგან არის დამზადებული. ეკო-მეგობრული ინსტალაცია შვედეთში მდებარეობს. მისი ავტორი პატრიკ დუგერტია, რომელიც უკვე 30 წელია რაც არქიტექტურულ სტრუქტურებზე მუშაობს. კონკრეტულად ეს ნამუშევარი კი 2018 წლის გაზაფხულამდე იდგმება.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

„მონუმენტების შექმნის ნაცვლად, ჩვენ ვცდილობთ პრობლემების გადაჭრას,“- აცხადებს პოლონური დიზაინ-კომპანია, რომლებმაც სპეციალურად ვარშავისთვის ეს მიკროინსტალაცია შექმნეს. ამ კიბეზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის. ამიტომ შემქმნელებმა მოძრავი ნახევარ-სკამები გააკეთეს, როლებიც მზეზე გასარუჯად ან უბრალოდ დასვენებითსთვის გამოიყენება. სკამები სივრცეს უფრო მიმზიდველს და მეგობრულს ხდის. ინსტალაციისთვის უმცირესი თანხები დაიხარჯა. მიუხედავად ამისა ქალაქის ეს ნაწილი ნამდვილად ორიგინალური და მრავალფეროვანი გახდა.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

ატლანტის მუზეუმი, ატლანტაში მაცხოვრებლებს დროებით არტ-ინსტალაციებს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ესპანელი დიზაინერისა და ხელოვანის ჯეიმი ჰეიონის შექმნილი სტრუქტურაა. ეს არის დიდი ზომის ხის სათამაშო. მომხიბვლელი პატერნისა და ფერის ოთხი სტრუქტურა ერთმანეთს უკავშირდება. ოთხივე მათგანი სასრიალოს და კიბესმოიცავს. ბავშვებისთვის ეს ნამდვილად საინტერესო გასართობია.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

ისლანდიელმა ხელოვანმა ოლაფურ ელიასონმა გადაწყვიტა თავისი ინსტალაცია კლიმატის ცვლილებებისთვის მიეძღვნა. ეს არის ერთი ჩვეულებრივი რგოლი, რომელიც ქარის ცვლილების დროს ნისლს უშვებს. როდესაც მნახველი რგოლის შუაგულში დგება, ის მისტიკური ნისლით არის გარშემორტყმული. ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამინდის სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

ორტაკოის მოედანი თურქეთში ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია. აქ უცნაურ ინსტალაციას, „ჰაერის ბაღს“, შეხვდებით. ტრადიციული ბაღისგან განსხვავებით, აქ მცენარეები არა მიწაზე, არამედ ჰაერშია გამოკიდებული. მათ ქვემოთ კი, ადამიანებს დაჯდომა და დასვენება შეუძლიათ. ამ ინსტალაციის დათვალიერება ივნისი ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

წყარო: www.architecturaldigest.com
წყარო: www.architecturaldigest.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

თანამედროვე ბიბლიოთეკები, როგორც მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები

ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან ადამიანთა შექმნილ წარსულსა და აწმყოს მოიცავს.

1447
ნახე მეტი
არქიტექტურა

„პლასტმასის სახლები“ - უსახლკაროთა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების რევოლუციური გზა

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები უამრავ ღონისძიებას ატარებენ პლასტმასის ნარჩენების რიცხვის შესამცირებლად, მათი რაოდენობა მაინც არ იკლებს.

1478
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575