საცხოვრებელი გარემო

დაბინძურების უარყოფითი გავლენა ეკოსისტემაზე და მისი შეჩერების ხერხები

ევრი ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა

2379

დაბინძურებულ გარემოში უამრავი ცხოველი იღუპება. ჰაერის, წყლის, ხმაურის, სინათლის დაბინძურება - აი რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების დისკომფორტი და უფრო მეტიც - სიკვდილი. ბევრი ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ცხოველების სიკვდილის განმაპირობებელი მიზეზიც ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფაუნის არსებობა ადამიანებისთვის. სულ მცირე, ცხოველის ყოლა ამცირებს დაძაბულობას, სტრესს, დეპრესიას, ბრაზს, ძლიერდება ჩვენი იმუნური სისტემა, იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. დიახ, ბიომრავალფეროვნება ზუსტად ჩვენივე კარგად ყოფნისთვის არის საჭირო და მისი მცირე ნაწილის დაკარგვაც კაცობრიობის არსებობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

დაბინძურებულ გარემოში უამრავი ცხოველი იღუპება. ჰაერის, წყლის, ხმაურის, სინათლის დაბინძურება - აი რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების დისკომფორტი და უფრო მეტიც - სიკვდილი. ბევრი ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ცხოველების სიკვდილის განმაპირობებელი მიზეზიც ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფაუნის არსებობა ადამიანებისთვის. სულ მცირე, ცხოველის ყოლა ამცირებს დაძაბულობას, სტრესს, დეპრესიას, ბრაზს, ძლიერდება ჩვენი იმუნური სისტემა, იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. დიახ, ბიომრავალფეროვნება ზუსტად ჩვენივე კარგად ყოფნისთვის არის საჭირო და მისი მცირე ნაწილის დაკარგვაც კაცობრიობის არსებობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საშიშია ცხოველებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის მჟავური წვიმის სახით ფორმირდება. ის მდინარის წყალში მჟავიანობას ზრდის, რის გამოც უამრავი თევზი იღუპება. ჰაერის დაბინძურების სხვა ფორმა, როგორიც ოზონია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, მის დაბინძურებას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ცხოველის ფილტვის უჯრედებს და გამოიწვიოს კანის კიბოც. წყლის დაბინძურება ექსტრემალურად საშიშია მრავალი ცხოველისთვის. ნუტრიენტების გადაჭარბებული რაოდენობა, როგორებიცაა აზოტი და ფოსფორი, იწვევს ტოქსიკური წყალმცენარეების ზრდას. ეს კი თავისთავად მიზეზია იმ უამრავი თევზისა თუ ცხოველის სიკვდილისა, რომლებიც ამ საშუალებით იკვებებიან. ასევე წყალი, რომელიც უამრავი ქიმიკატით არის დაბინძურებული, იწვევს სხვადასხვა სახეობის პოპულაციის შეჩერებას. ის ნავთობი კი, რაც ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება, ზღვის ცხოველების არაბუნებრივი სიკვდილის გამომწვევია.

საინტერეოა როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი დანაგვიანებას და მისგან გამოწვეულ უამრავ პრობლემებს. დრევანდელობაში, ალბათ ყველაზე აქტუალური და შედეგიანი ნაგვის დახარისხებაა. ეს ის პროცესია, რომელიც ნარჩენებს სხვადასხვა სახით ანაწილებს. ნაგვის შეგროვება და შემდეგ მათი დანაწილება ხდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის ნარჩენების შერწყმა, შემდგომ კი, გარემოს დაბინძურება. ასევე ეს საქმიანობა იდეალურად ემსახურება ნაგავსაყრელებში ნარჩენების დაწვის შემცირებას. ამით კი, თავისთავად, გარემო მავნე ნივთიერებებისგან აღარ ბინძურდება. ნარჩენების ხელით დანაწილება ნაგვის განცალკევების ისტორიაში პირველი მეთოდია. ნარჩენების სეგრეგაცია, უპირველეს ყოვლისა, მშრალი და სველი ნაგვის დახარისხებას გულისხმობს. მშრალი ნაგავი შეიცავს ხისგან, მეტალისა და მინისგან დამზადებულ პროდუქტებს. სველი ნაგავი კი, როგორც წესი, ორგანულ ნარჩენებს ეხება. ნაგვის დანაწილებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: წარმოება, რომელსაც აქვს ნარჩენების ტრანსფორმაციისა და მათი ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა, განვითარებული ტექნოლოგიები და დამუშავების პროცესები, რეციკლირებადი მასალების მქონე მრეწველობის არსებობა.

ნაგვის გადამუშავების მხრივ, ავსტრია მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ ქვეყანას ნაგავსაყრელებიდან ნარჩენების გადატანის ხანგრძლივი ისტორია აქვს. გარდა ამისა, ავსტრიის კონსტიტუციის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენები ფედერალურ და პროვინციულ მთავრობებს შორის იყოფა. ასევე არსებობს 2002 წელს შემუშავებული აქტი, რომელიც ნარჩენების მართვას განკარგავს. გერმანია ავსტრიას არ ჩამორჩება. აქ ნაგავსაყრელიდან ნარჩენების 62 პროცენტი მუშავდება. ამ მოწინავე ქვეყნებს ტაივანიც ფეხს უწყობს, რის შედეგადაც ნაგვის გადამუშავება 60 პროცენტს შეადგენს. მას მოსდევს სინგაპური - 59 პროცენტი, სამხრეთ კორეა - 49 პროცენტი, დიდი ბრიტანეთი - 39 პროცენტი, იტალია - 36 პროცენტი და საფრანგეთი - 35 პროცენტი. ნაგვის გადამუშავების ალტერნატიული მიდგომა კი ეგვიპტეში გვხვდება. მაგალითად, კაიროში თქვენ „ნაგვის ადამიანებს“ შეხვდებით. ისინი ურბანულ ნარჩენებს აგროვებენ, ანაწილებენ და გარდაქმნიან. ამ სისტემას ოფიციალური და თანამედროვე გადამუშავების აღჭურვილობა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ნაგვის 80 პროცენტი რეციკლირებულია. ანალოგიურად გადამუშავების დონე ბრაზილიაშიც მაღალია. ქვეყანამ 2014 წელს ალუმინის გადამუშავებაში რეკორდი მოხსნა. როგორც ხედავთ ნაგვის დახარისხება და გადამუშავება წარმატებული პრაქტიკაა უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, მსოფლიოს გარშემო. ეს რა თქმა უნდა ეკოსისტემის გადასარჩენად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ალბათ, უკვე დროა ჩვენც ავიღოთ ჩვენი რიგი პასუხისმგებლობა ამ პრობლემის გადასაწყვეტად და წვლილი შევიტანოთ ჩვენს ირგვლივ არსებული ცოცხალი არსებების, თუ ბუნების გადასარჩენად.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ურბანული ხმაური, მისი გამომწვევი მიზეზები, გავლენა ადამიანებზე და გამოსავალი

როცა ხმა უხეშად ერევა ცხოვრების ბუნებრივ რიტმში, ის თავისი დანიშნულების ჩარჩოებს ტოვებს და დამაბინძურებელ ფაქტორად გარდაიქმნება.

1493
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა

1506
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575