საცხოვრებელი გარემო

დაბინძურებული გარემოს გავლენა ცხოველებზე - პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ!

ყოველდღიურად ათასობით ცხოველი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გარემოს შეუწყვეტლად აბინძურებენ.

3015

დაბინძურებულ გარემოში უამრავი ცხოველი იღუპება. ჰაერის, წყლის, ხმაურის, სინათლის დაბინძურება - აი რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების დისკომფორტი და უფრო მეტიც - სიკვდილი. ბევრი ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ცხოველების სიკვდილის განმაპირობებელი მიზეზიც ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფაუნის არსებობა ადამიანებისთვის. სულ მცირე, ცხოველის ყოლა ამცირებს დაძაბულობას, სტრესს, დეპრესიას, ბრაზს, ძლიერდება ჩვენი იმუნური სისტემა, იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. დიახ, ბიომრავალფეროვნება ზუსტად ჩვენივე კარგად ყოფნისთვის არის საჭირო და მისი მცირე ნაწილის დაკარგვაც კაცობრიობის არსებობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

წყარო: Monalisa-prod.com
წყარო: Monalisa-prod.com

ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საშიშია ცხოველებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის მჟავური წვიმის სახით ფორმირდება. ის მდინარის წყალში მჟავიანობას ზრდის, რის გამოც უამრავი თევზი იღუპება. ჰაერის დაბინძურების სხვა ფორმა, როგორიც ოზონია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, მის დაბინძურებას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ცხოველის ფილტვის უჯრედებს და გამოიწვიოს კანის კიბოც.წყლის დაბინძურება ექსტრემალურად საშიშია მრავალი ცხოველისთვის. ნუტრიენტების გადაჭარბებული რაოდენობა, როგორებიცაა აზოტი და ფოსფორი, იწვევს ტოქსიკური წყალმცენარეების ზრდას. ეს კი თავისთავად მიზეზია იმ უამრავი თევზისა თუ ცხოველის სიკვდილისა, რომლებიც ამ საშუალებით იკვებებიან. ასევე წყალი, რომელიც უამრავი ქიმიკატით არის დაბინძურებული, იწვევს სხვადასხვა სახეობის (მაგალითად, ბაყაყის) პოპულაციის შეჩერებას. ის ნავთობი კი, რაც ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება, ზღვის ცხოველების არაბუნებრივი სიკვდილის გამომწვევია.

წყარო: Gettyimages.com
წყარო: Gettyimages.com

ხმაურით დაბინძურება ცხოველებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით ეხება იმათ, რომლებიც ზღვებსა და ოკეანეებში ცხოვრობენ. მაგალითად, დელფინებსა და ვეშაპებს, რომლებსაც მკვეთრი სმენა სჭირდებათ ნავიგაციისთვის და სანადიროდ, ხმაურით დაბინძურება კატასტროფას წარმოადგენს. ამის მიზეზი კი საზღვაო გემების მომრავლება და ნავთობის ჩადინებისგან გამოწვეული ხმა შეიძლება დავასახელოთ. რაც შეეხება, სინათლით დაბინძურებას, ის ყველაზე მეტად ზღვის კუებს აზარალებს. ეს უკანასკნელნი გზას მთვარის მეშვეობით იგნებენ ხოლმე, სინათლე კი კოორდინაციაში უშლით ხელს.

წყარო: fethiyetimes.com
წყარო: fethiyetimes.com

იცით, რომ ცხოველებისთვის პრობლემას ნაგავიც წარმოადგენს, რადგან ის შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს (მაგალითად, მანქანის ზეთი, პესტიციდები). თუ ამას ცხოველი ერთხელ მაინც შეჭამს, შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ. თუ ჩვენ შევეცდებით გარემოს დანაგვიანების ყველა ფორმის შემცირებას, შევძლებთ გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და მილიონობით სიცოცხლე.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

როგორ ახარისხებენ ნაგავს მსოფლიოში და რამდენად ეფექტურია ეს პროცესი?

ნაგვის დახარისხება ის პროცესია, რომელიც ნარჩენებს სხვადასხვა სახით ანაწილებს. ნაგვის შეგროვება და შემდეგ მათი დანაწილება ხდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის ნარჩენების შერწყმა, შემდგომ კი, გარემოს დაბინძურება.

5087
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ჰაი ლაინ მოძრაობა და ურბანული გამწვანების აუცილებლობა

სწორედ უნიკალური მიდგომა და ურბანული სივრცის განსაკუთრებულობის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები სწორად გადავჭრათ

1799
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575