არქიტექტურა

დასავლეთის გამორჩეული სასახლეების არქიტექტურა, როგორც ანიმაციური ფილმების შთაგონების წყარო

ის ულამაზესი სასახლეები, რომლებსაც დისნეის მულტფილმებში ვნახულობთ, მარტო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ისინი რეალობაშიც არსებობს.

1545

ის ულამაზესი სასახლეები, რომლებსაც დისნეის მულტფილმებში ვნახულობთ, მარტო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ისინი რეალობაშიც არსებობს. თუ ბავშვობაში გული იმაზე გწყდებოდათ, რომ თქვენი საყვარელი პერსონაჟის სასახლეს ვერასოდეს მოინახულებდით, ეს ახლა პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ის ულამაზესი სასახლეები, რომლებსაც დისნეის მულტფილმებში ვნახულობთ, მარტო ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ისინი რეალობაშიც არსებობს. თუ ბავშვობაში გული იმაზე გწყდებოდათ, რომ თქვენი საყვარელი პერსონაჟის სასახლეს ვერასოდეს მოინახულებდით, ეს ახლა პრობლემას აღარ წარმოადგენს.

წყარო: alphacoders.com
წყარო: alphacoders.com

მძინარე მზეთუნახავის სასახლე ინსპირაციას გერმანული ნოიშვანშტაინის სასახლიდან იღებს. ეს უკანასკნელი, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად მდებარეობს. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის - ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. მის აშენებას პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, 1866 წელს ბავარია პრუსიასთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შედეგადაც, ლუდვიგ II-ის უფლებები საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა აეშენებინა სასახლე, სადაც ის ნამდვილი მეფე იქნებოდა. ეს კი მე-19 საუკუნეში ნამდვილი პარადოქსი იყო, რადგან ამ პერიოდში სასახლებს არანაირი დამცველობითი და სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდათ. ნოიშვანშტაინის არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანკმა შეძლეს ერთმანეთში შეერწყათ გერმანული შუა საუკუნეების სტილი, ესპანური, მავრიტანული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტები. სასახლის პირველ სართულზე ავტომატური ჩასარეცხი სისტემის მქონე საპირფარეშო ოთახებიც იყო. მთლიანი ნოიშვანშტაინისთვის შექმნეს ჰაერის გასათბობი სისტემაც. წყალი კი 200 მეტრით დაშორებული წყაროდან მოჰქონდათ. ორსართულიანი სატახტო ოთახი ბიზანტიურ სტილშია გადაწყვეტილი. კედლებზე კი სასულიერო მხატვრობაა შესრულებული.

წყარო: weinerelementary.org
წყარო: weinerelementary.org

რაპუნცელი არამარტო ბავშვების, არამედ მოზრდილების საყვარელი ანიმაციური ფილმიცაა. მასში გამოსახული სასახლის იდეა კი, ფრანგული მონ-სენ-მიშელიდან წამოვიდა. ეს არის პატარა კლდოვანი კუნძული, რომელიც ციხე-სიმაგრედ არის ქცეული. აქ მდებარე პატარა სახლები და მონასტერი გოთიკური და რომანული სტილის არაჩვეულებრივი შედევრია. კუნძულის ცენტრში, ზღვიდან 73 მეტრის დაშორებით, სააბატო მდებარეობს. ის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში, ის არვანჩესის ეპისკოპოსმა აუბერტმა დაარსა. ლეგენდის თანახმად, მას მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა, რომელმაც კლდოვან კუნძულზე მონასტრის დაარსება უბრძანა. სწორედ აქედან მომდინარეობს ციხე-სიმაგრის სახელიც. მე-17 საუკუნეში სააბატოს ფასადი დიდ ტერასად გადააკეთეს. დღესდღეობით კი ის გრანიტისგან არის კონსტრუირებული. 1979 წლიდან კუნძული სააბატოსთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არის შეტანილი.

წყარო: boredpanda.com
წყარო: boredpanda.com
წყარო: travelwithkally.blogspot.com
წყარო: travelwithkally.blogspot.com

რაც შეეხება ყველასთვის კარგად ნაცნობ ფიფქიას და ამ ანიმაციურ ფილმში დახატულ სასახლეს, მისი იდეა სევილიური ალკასარიდან მოდის. სამეფო ციხე-სიმაგრის აშენება ესპანეთში მე-10 საუკუნეში, ალმოჰადების დინასტიის დროს დაიწყო და მე-16 საუკუნემდე გაგრძელდა. ეს ადგილი მუდეხარული არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუშია, რომელსაც დამატებული აქვს ისლამური, გოთიკური, რენესანსის და ბაროკოს ელემენტები. სევილიის ალკასარის შესასვლელს ლომების კარიბჭეს უწოდებენ. მისი დახმარებით შიდა ეზოში გადიხართ, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა. მის აშენებას გოთიკური სახლის აგებაც მოჰყვა. ორივე ადგილი მე-18 საუკუნეში გაჩენილმა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა. ალკაზარში ულამაზეს ბაღებსაც შეხვდებით, რომლებიც არაბული, ფრანგული და რენესანსის მებაღეობის სტილის არაჩვეულებრივი ტანდემია.

წყარო: medievalarchives.com
წყარო: medievalarchives.com
წყარო: visitasevilla.es
წყარო: visitasevilla.es

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სტუდენტური საცხოვრებლების გამორჩეული არქიტექტურა და შთამბეჭდავი, ფუნქციური დიზაინი

თუ კამპუსი ესთეტიკურად და ფუნქციურად კეთილმოწყობილია, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის ინსპირაციასა და მუშაობაზე.

1443
ნახე მეტი
არქიტექტურა

ლუის ბარაგანის შთამაგონებელი არქიტექტურა

საერთაშორისო არქიტექტურის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო ლუის ბარაგან მორფინ

1513
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575