არქიტექტურა

ხეზე აშენებული ეკო-მეგობრული სახლები და მათი მოდერნისტული არქიტექტურა

ხეზე აშენებული სახლები საკმაოდ პოპულარული და მოდური ხდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

1463

ხეზე აშენებული სახლები საკმაოდ პოპულარული და მოდური ხდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ისინი კონსტრუირებულია ერთი ან რამდენიმე ხის ტოტის გარშემო ან შუაში. ამგვარი სახლები გამოიყენება რეკრეაციული, სამუშაო, საცხოვრებელი ან უბრალოდ დასვენების მიზნით. მრავალი საუკუნისა თუ ათასწლეულის წინ, ხეზე სახლების აშენებას ერთადერთი წინაპირობა უძღოდა: საფრთხისგან თავის არიდება. დღესდღეობით, ამავე მიზეზით ხეზე სახლებს ტროპიკულ ადგილებში მაცხოვრებლები აშენებენ. ამით ისინი თავს მტაცებელი მხეცებისგან იცავენ. თანამედროვე ხის სახლები კი, ევროპაში ძირითადად ბავშვებისთვის ან დასვენებისთვის შენდება. ასევე ზოგი მათგანი სასტუმროდაც კი ინტეგრირდა. როგორც მიწისქვეშ, ასევე ხეზე აშენებული სახლები ეკო-მეგობრულია. ხეზე სახლების პოპულარობა შემდეგმა მიზეზებმა გამოიწვიეს: მდგრადობა, ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა, ეკო-მეგობრულობა, მშვიდი გარემო. დღეს მოდერნისტულ სასტუმროებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ხეებზეა აგებული.

წყარო: welcomebeyond.com
წყარო: welcomebeyond.com

ეს ულამაზესი ხის სასტუმრო შვედეთის პატარა სოფელ ჰარადის მახლობლად მდებარეობს. ის არქიტექტორთა ჯგუფმა „Tham & Videgård Arkitekter“ 2010 წელს ააშენა. 4x4x4 მეტრის „ყუთის“ კედლები სარკისებური მინით არის დაფარული. თავად კი ალუმინის ჩარჩოსგან არის დამზადებული. სასტუმროს ექსტერიერი ცასა და ბუნებას აირეკლავს, რაც კამუფლაჟის ეფექტს გვაძლევს. ინტერიერი არყის ხის ზედაპირიანი ფანერისგან არის დამზადებული, 6 ფანჯარა სრულ, 360 გრადუსიან, პანორამულ ხედს იძლევა. სასტუმრომდე მისვლაში 12-მეტრიანი ხიდი დაგეხმარებათ. თავად ადგილი ორი ადამიანისთვის არის განკუთვნილი. აქ არის: ორმაგი საწოლი, პატარა აბაზანა, ტერასა და მისაღები ოთახი. იმისათვის, რომ სარკისებრ კედლებზე ჩიტების შეძახება თავიდან აეცილებინათ, მასზე გამჭვირვალე ულტრაიისფერია ლამინირებული, რაც მხოლოდ ფრინველებისთვისაა ხილული.

წყარო: 5why.com.au3.
წყარო: 5why.com.au3.

ხის სასტუმროს ერთ-ერთი თვალწარმტაცი ნიმუში კი სამხრეთ აფრიკაში, „ლომების ქვიშის“ ნაკრძალში გვხვდება. მინის უზარმაზარი ფურცლები ხესთან ტანდემში არაჩვეულებრივ ეფექტს გვაძლებს. ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და ძირითადად ამ ოთხ ფერს შეხვდებით: ნაცრისფერი, თეთრი, ელეგანტური შავი და იასამნისფერი. რადგან სასტუმრო, ფაქტობრივად ნაკრძალის შუაგულშია, სიფრთხილისთვის მას ორმაგი დამცავი კარი აქვს. ასევე ეს ადგილი თავისი უნიკალური ფანჯრით გამოირჩევა, რომელსაც ხედის შეცვლა შეუძლია. ადგილი მხოლოდ ორ ადამიანს იტევს. თავად ნაკრძალი ამ სასტუმროს გარდა, კიდევ ორ დელუქსის ხის სასტუმროს მოიცავს.

წყარო: lionsands.com
წყარო: lionsands.com

საფრანგეთში, ბორდოდან 100 მილით დაშორებულ სიმწვანეში ეს მომნუსხველი „ციხე-დარბაზი“ მდებარეობს, რა თქმა უნდა ხეზე. დორდოგნეს სასახლეები ამ 4 ულამაზესი შენობის ინსპირაციად იქცა. ამ ოთხიდან არცერთი არ არის ერთმანეთის იდენტური . თითოეული მათგანი ინდივიდუალურად არის შექმნილი. აქ შეხვდებით: ფინურ საუნას, აზიურ ინტერიერს, დეკორატიული რკინის ნამუშევრებს და თვალწარმტაც ტერასას.

წყარო: chateaux-dans-les-arbres.com
წყარო: chateaux-dans-les-arbres.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ინოვაციური სიახლე არქიტექტურაში ანუ სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად შენდება

ბრიტანელმა ინჟინრებმა დააპროექტეს სახლი, რომელიც 10 წუთში ავტომატურად „შენდება“. სახლის ეს ადაპტირებული ვარიანტი შეგიძლიათ ნებისმიერი ავეჯით დატვირთოთ

1212
ნახე მეტი
არქიტექტურა

ლე კორბუზიე - შემოქმედებითი გენიოსის შედევრები და მისი როლი არქიტექტურაში

იუნესკოს მეორმოცე შეკრებაზე, სტამბოლში, ლე კორბუზიეს 17 მოცულობა მსოფლიო მემკვიდრეობად დასახელდა.

2747
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575