ცხოვრების სტილი

როგორ შევარჩიოთ დეკორატიული ლარნაკები ბაღისთვის?

ბაღის დეკორირების ყველაზე გავრცელებული ხერხია მისი, ყვავილების ლარნაკებითა და ქოთნებით მორთვა.

2562

ბაღის დეკორირების ყველაზე გავრცელებული ხერხია მისი, ყვავილების ლარნაკებითა და ქოთნებით მორთვა. ბაღის ლარნაკები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის და მატერიი. ისინი წარმატებით ეხამებიან სხვადასხვა სტილში გადაწყვეტილ ბაღებს. საინტერესოა ისიც, რომ ბაღთან ქოთნებისა და ლარნაკების წარმატებული კომბინაციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ რამდენიმე წესი, რათა დეკორირება გაგვიმარტივდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყვავილების ქოთნები ძირითადად, ბაღში შემოსასვლელის, კიბეების, პატარა ბილიკები, მოსასვენებელი ადგილის მოსართავად გამოიყენება. ამიტომ, მისი შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ლარნაკის ფუნქცია, ანუ რისთვის გვჭირდება ის. ასევე, გასათვალისწინებელია ტერიტორიის და იმ ყვავილების ზომებიც, რომლის მოთავსებასაც ვაპირებთ ლარნაკებში. მაგალითად, დიდი ლარნაკის მოთავსება პატარა ტერიტორიის ბაღში წამგებიანია, რადგან ასე ის ზედმეტად თვალშისაცემია და ამძიმებს გარემოს, ხოლო პატარა ქოთანი დიდ ბაღში იკარგება.

თქვენი ნაკვეთის მორთვის დროს ზედმეტად ნუ გამოიყენებთ მკვეთრ და მყვირალა ფერებს. ქოთნების დიზაინი არ უნდა იყოს მასში მოთავსებულ ყვავილებზე უფრო შესამჩნევი. მიმზიდველი და ჰარმონიული იქნება, თუ თქვენი ლარნაკები და ქოთნები კრემისფერის, თეთრის, ტერაკოტას, ყავისფერის მშვიდი და ნათელი ელფერის მატარებელი იქნება. თუ მაინცდამაინც დეკორირებული ქოთანი შეარჩიეთ, მაშინ ის რაც შეიძლება ლაკონური და ადგილობრივ ლანდშაფტთან შესაბამისი უნდა იყოს.

ბაღის დეკორატიული ქოთნების არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ რისგან არის დამზადებული ლარნაკი. ყველაზე გავრცელებული მასალა - ბეტონი, ქვა და პლასტმასია. არც თუ ისე იშვიათად იყენებენ თიხას. მისი მოქნილობა საშუალებას იძლევა ექსპერიმენტები ჩაატარო უნიკალური ტექსტურებითა და ფორმებით, მაგრამ ამავდროულად მათი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს სპეციალური ჭიქურით, რადგან შეინარჩუნოს ტენიანობა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ მდგრადობა.

ნამდვილი ან ხელოვნური ქვისგან დამზადებული ვაზები, როგორც წესი ქვის დასადგმელზე, სპეციალურ საყრდენზე იდგმევა და ლამაზი რელიეფური ნახატებით ფორმდება. მათი მთავარი უპირატესობა გამძლეობა და თვალში მოსახვედრი დეკორატიულობაა. ასევე, ისინი არაჩეულებრივად ინარჩუნებენ ტენიანობას, რაც ხელს უშლის ნიადაგის სიმშრალეს. რაც შეეხებათ ბეტონის ლარნაკებს, მათ ძირითადად დიდი ბაღების მოსართავად გამოიყენებენ, რადგან ისინი უმეტესწილად დიდი ზომის და ტევადობისაა. ბეტონისგან დამზადებული ქოთნები ხანგრძლივად ემსახურებიან ბაღს, რადგან ისინი წყლის და ტემპერატურის ზემოქმედების მიმართ მდგრადები არიან. დამატებითი არმატურა კი, რომელსაც მისი შემქნისას იყენებენ, მათ კიდევ უფრო მეტ გამძლეობას მატებს.

ბაღის გაფორმების უფრო ეკონომიური ვარიანტი პლასტმასის ლარნაკების გამოყენებაა. ისინი ძირითადად მკვეთრ, ნათელ ფერებში გვხვდება და მშვენიერი დეკორატიული მასალაა. მათი მთავარი უპირატესობა დაბალი ფასი და მობილურობაა. მცირე წონის გამო მათი გადაადგილება ძალიან მარტივია. საინტერეოა ისიც, რომ პლასტმასის მასალა იმიტაციის საშუალებას იძლევა. თუ თქვენ ბუნებრივი მატერიებისგან დამზადებული ქოთანი გიზიდავთ, შეგიძლიათ ის პლასტმასის ქოთანი აირჩიოთ, რომელსაც მსგავსი ზედაპირი აქვს.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ბლოგინგი, როგორც თანამედროვე, პოპულარული ჰობი და მისი საინტერესო გავლენა ადამიანზე

თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდა ბლოგინგისა, თუ ვებ-საიტებისგან მიღებული სარგებლის იგნორირება.

1512
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ტექნოლოგიური პროგრესის საფრთხეებისგან

დღეს ადამიანს ვერ წარმოუდგენია ტექნიკის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ნამდვილად გვირთულებს ცხოვრებას…

1850
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575