არქიტექტურა

ეკო-მეგობრული სახლების საინტერესო პროექტები

თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ.

1535

თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ. ეს მასალები და ტექნოლოგიები არ ახდენენ მავნე ზეგავლენას ადამიანზე და ბუნებაზე და ამავდროულად, ხელს უწყობენ ადგილობრივი გარემოს შენარჩუნებას. მეგაპოლისებში მსგავსი მშენებლბები ეხმარება ადგილობრივი გარემოს მდგომარეობის გასუფთავებასა და გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ რამდენიმე რიგინალურ და ძალიან საინტერესო ეკო-მეგობრულ პროექტზე მოგაწვდით ინფორმაციას.

თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ. ეს მასალები და ტექნოლოგიები არ ახდენენ მავნე ზეგავლენას ადამიანზე და ბუნებაზე და ამავდროულად, ხელს უწყობენ ადგილობრივი გარემოს შენარჩუნებას. მეგაპოლისებში მსგავსი მშენებლბები ეხმარება ადგილობრივი გარემოს მდგომარეობის გასუფთავებასა და გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ რამდენიმე რიგინალურ და ძალიან საინტერესო ეკო-მეგობრულ პროექტზე მოგაწვდით ინფორმაციას.

ხეზე აშენებული სახლები საკმაოდ პოპულარული და მოდური ხდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ისინი კონსტრუირებულია ერთი ან რამდენიმე ხის ტოტის გარშემო ან შუაში. ამგვარი სახლები გამოიყენება რეკრეაციული, სამუშაო, საცხოვრებელი ან უბრალოდ დასვენების მიზნით. ეზე აშენებული სახლები ეკო-მეგობრულია. ხეზე სახლების პოპულარობა შემდეგმა მიზეზებმა გამოიწვიეს: მდგრადობა, ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა, ეკო-მეგობრულობა, მშვიდი გარემო. ხის სასტუმროს ერთ-ერთი თვალწარმტაცი ნიმუში სამხრეთ აფრიკაში, „ლომების ქვიშის“ ნაკრძალში გვხვდება. მინის უზარმაზარი ფურცლები ხესთან ტანდემში არაჩვეულებრივ ეფექტს გვაძლებს. ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და ძირითადად ამ ოთხ ფერს შეხვდებით: ნაცრისფერი, თეთრი, ელეგანტური შავი და იასამნისფერი. რადგან სასტუმრო, ფაქტობრივად ნაკრძალის შუაგულშია, სიფრთხილისთვის მას ორმაგი დამცავი კარი აქვს. ასევე ეს ადგილი თავისი უნიკალური ფანჯრით გამოირჩევა, რომელსაც ხედის შეცვლა შეუძლია. ადგილი მხოლოდ ორ ადამიანს იტევს. თავად ნაკრძალი ამ სასტუმროს გარდა, კიდევ ორ დელუქსის ხის სასტუმროს მოიცავს.

თუ ფიქრობთ, რომ გადამუშავებული მატერიებისგან სახლის აშენება ორიგინალური და ახალი მეთოდია, თქვენ ცდებით. 1920 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მასაჩუსეტში, მეტად უცნაური სახლი აშენდა. მისი კედლები, ჭერი და იატაკი არც მეტი, არც ნაკლები ქაღალდისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი არაა. ავეჯის, პიანინოსა და უძველესი საათის ჩათვლით აქ ყველაფერი ქაღალდისაა. სახლის კონსტრუქცია და საძირკველი ხისგან არის გაკეთებული. კედლები კი დამზადებულია გაზეთის ფენებისაგან, რომლებიც ერთმანეთზე დაწებებული და დალაქულია. ეს სახლს გარედან წყალგაუმტარს ხდის.

ეფექტური ნათურებით, არატოქსიკური ავეჯით, შესაბამისი აპარატურით ბუნებაზე ზეწოლას ვამცირებთ. თუმცა მოსახლეობა იზრდება და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაც სულ უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ ფართო სივრცეს შევთავაზებთ თითოეულ ადამიანს, მით უფრო მეტი რესურსი დაგვეხარჯება. მაგალითად, 2009 წლისთვის ამერიკული სახლი საშუალოდ 2.343 კვადრატული ფუტი იყო, რაც 1950 წელთან შედარებით საშუალოდ ორჯერ მეტი გამოდის. თუმცა არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია. 36 კვადრატული მეტრის სახლი მოძრავი სახლების კონცეფციას ამართლებს. ეს მიკრო შენობა არის მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომლის გადაადგილებაც შესაძლებელია. ვინ წარმოიდგენს,რომ ამ პატარა სივრცეში ორი საძინებელი ოთახის, ორი სააბაზანოს, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს მოთავსება შეიძლება? პატარა, მაგრამ კომფორტული სახლი დამზადებულია გადამუშავებული მეტალის გარესაკრავისა და ხისგან. კონკრეტულად, აქ გამოყენებულია თუთიისა და ტიტანის ფილები, რომლებიც ერთმანეთზეა გადახურული. სახურავზე რამდენიმე ფანჯარაა, რომლის დახმარებით ხდება მზის სინათლის სახლში გავრცელება და ვენტილაცია. ეს სახლი ექსტერიერისა თუ ინტერიერის მხრივ არის თანამედროვე და რურარული ტენდენციების ნაზავი. ინტერიერში ფართოდ შეხვდებით ბუნებრივ ხეს, რომელსაც ატმოსფეროში სითბო შემოაქვს. მეტალის სტრუქტურა კი მასთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული.

გადამზიდი კონტეინერებით სახლების აგება არქიტექტურული ფორმაა, რომელიც ფოლადის ინტერმოდალურ კონტეინერებს იყენებს. ამას მეორენაირად კარგოტექტურასაც უწოდებენ. კონტეინერებით შენობების შექმნა ბოლო წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს. ამას, თავის მხრივ, დადებითი თვისებები აქვს: ფორმისა და მასალის გამო, მათი ფუნქციის მარტივად შეცვლა და მართვა შეიძლება. კონტეინერები მძიმე ტვირთის გადატანისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ მათ მაღალი სიმტკიცე აქვთ და უძლებენ ტორნადოებს, ქარიშხლებსა თუ ცუნამებს. რადგანაც ისინი სამგზავროა, მათი გადაადგილება გემითა თუ მატარებლით მარტივად არის შესაძლებელია. რაც ყველაზე მთავარია, ისინი ეკო-მეგობრულია. სურათებზე ლონდონელი არქიტექტორის ჯეიმს ვაითეიქერის შემოქმედებას ხედავთ. გადამზიდი კონტეინერებისგან შექმნილი სახლი არა მარტო შემოსასვლელ ოთახს, საძინებელსა თუ სამზარეულოს მოიცავს, არამედ ავტოფარეხსაც, რომლის თავზე მზის პანელებია დამაგრებული. თითოეული კონტეინერი გათვლილია იმაზე, რომ მცხოვრები ბუნების ხედებით მაქსიმალურად დატკბეს. ისინი თეთრად არის მოხატული. კვადრატული ფორმის ფანჯრები ცისფერ ცასა და მკაცრ რელიეფს გადასცქერის.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

მრგვალი სახლები, როგორც თანამედროვე არქიტექტურის მომავალი

მრგვალი სახლები, რომლებსაც ოდითგანვე აშენებენ ჯერ კიდევ არის შთაგონების წყარო არქიტექტორებისთვის

2542
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე არქიტექტურის გამოწვევები 21-ე საუკუნეში და მათთან გამკლავების გზები

თუ რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე არქიტექტურა 21-ე საუკუნეში, დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ.

2006
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575