საცხოვრებელი გარემო

ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უპირატესობები, ანუ რა სარგებლობა მოაქვს მწვანე საფარს

საზოგადოების ნაწილს უჭირს მთლიანად გაითავისოს ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა მათ გადაჭრას განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა დაეთმოს.

1684

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქალაქის დაცვა საპროტესტო აქციებით, პეტიციებით, მოლაპარაკებებითა და პერფორმანსებით ვცდილობთ. მცირე გამარჯვებების მიუხედავად, ვცდილობთ უშედეგოდ. ყოველდღიურად გაჩენილი ახალი კორპუსი, ახალი მანქანა ტროტუარზე და ძველი, მაგრამ უფრო გრძელი საცობი ქუჩაში ჩვენი საცხოვრებელი გარემოს რეალობაა და მისი გამოსწორება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი სოციალური პრობლემაა და ამის გამო, საზოგადოების ნაწილს უჭირს მთლიანად გაითავისოს ეკოლოგიური პრობლემები, მათ გადაჭრას მაინც განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა დაეთმოს. ხოლო, იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა უბრალოდ მეტი დაინტერესება, ჩართულობა და გამოცდილებების გაზიარებაა საჭირო.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქალაქის დაცვა საპროტესტო აქციებით, პეტიციებით, მოლაპარაკებებითა და პერფორმანსებით ვცდილობთ. მცირე გამარჯვებების მიუხედავად, ვცდილობთ უშედეგოდ. ყოველდღიურად გაჩენილი ახალი კორპუსი, ახალი მანქანა ტროტუარზე და ძველი, მაგრამ უფრო გრძელი საცობი ქუჩაში ჩვენი საცხოვრებელი გარემოს რეალობაა და მისი გამოსწორება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი სოციალური პრობლემაა და ამის გამო, საზოგადოების ნაწილს უჭირს მთლიანად გაითავისოს ეკოლოგიური პრობლემები, მათ გადაჭრას მაინც განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა დაეთმოს. ხოლო, იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა უბრალოდ მეტი დაინტერესება, ჩართულობა და გამოცდილებების გაზიარებაა საჭირო.

წყარო: Stowe Garden – New Inn
წყარო: Stowe Garden – New Inn

მწვანე საფარს ურბანულ პირობებში 3 უმთავრესი ფუნქცია აკისრია. ერთ-ერთი არის ქალაქის დაცვა ხმაურისგან. ურბანული ხმაური კი თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფენომენია: იწვევს სტრესს, უძილობას, სისუსტეს და ბავშვების არაჯანსაღ განვითარებას. გარემოს დაბინძურების ექსპრეს ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, კი თბილისში ხმაურის დონე მაქსიმალური დაშვების ზღვარს სცილდება. კონკრეტულად, მონაცემებმა ნორმას მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, „ახმეტელის თეატრთან“, „სარაჯიშვილთან“ და „სადგურის მოედანზე“ გადააჭარბა. არასახარბიელო მდგომარეობაა წყნეთსა და აბანოთუბანშიც. მწვანე საფარისა და ურბანული პარკის არსებობა პირველ რიგში სწორედ ქალაქის ხმაურისგან თავდასაცავადაა საჭირო.

წყარო: Tbilisi
წყარო: Tbilisi

ყველამ ბავშვობიდან ვიცით, რომ ხეები და მწვანე გარემო ჟანგბადით გვამარაგებს. როცა საქმე ქალაქს ეხება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი ხე არანაირ განსხვავებას არ იძლევა ქალაქის მასშტაბით: საჭიროა მწვანე საფარის გარკვეული, უწყვეტი ფართობი იმისთვის, რომ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა გამოიყოს. სწორედ ამიტომ, მწვანე საფარის გაზრდა ის მნიშვნელოვანი პრევენციაა, რაც ჰაერის გასაწმენდად და მტვრის შესამცირებლად უნდა გატარდეს ქალაქში. ჩვენს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილებია, აქ დაახლოებით ნახევარი მილიონი სატრანსპორტო საშუალებაა, სტატისტიკა კი, რა თქმა უნდა მზარდია. ავტომობილის გამონაბოლქვი აირი შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს, რომელთა ხშირი სუნთქვა ცვლის სისხლის ფორმულას, იწვევს კიბოს და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს და ყოველწლიურად 400 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს

წყარო: ყოფილი იპოდრომი
წყარო: ყოფილი იპოდრომი

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ქალაქის საზღვრებში მწვანე საფარს ეკისრება რეკრეაცია, ძალების აღდგენა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაა. ურბანული პარკები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ხშირად საკუთარ თავზე იღებს მათ შექმნას. საბედნიეროდ, შესაბამისი მაგალითის მოსაყვანად ნიუ-იორკის ხსენება არ დაგვჭირდება. ყოფილი იპოდრომის მწვანე ტერიტორია სწორედ ასეთი მაგალითია. ყველანაირი ორგანიზებულობისა და კეთილმოწყობის გარეშე, მწვანე საფარის გარეშე დარჩენილი ქალაქი, თავისუფალი წესით ითვისებს თავისუფალ ტერიტორიას. არქიტექტურა და ურბანისტიკა არასოდეს ისახავს მიზნად ადამიანისა და მისი ცხოვრებისთვის საჭირო გარემოს რაიმე სახით დისკრიმინაციას, პირიქით ჯანსაღი არქიტექტურა არ იქმნება მწვანე საფარისა და ლანდშაფტის თავისებურებათა გათავისების გარეშე.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

მწვანე ტრანსპორტის გამოყენება, როგორც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა

დედამიწაზე გამოყოფილი სათბური გაზების 75% ავტოტრანსპორტს უკავშირდება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მზარდი ტენდენცია მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

1794
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ქუჩები ავტომანქანების გარეშე - მსოფლიო 22 სექტემბრისთვის ემზადება!

22 სექტემბერს მსოფლიო მანქანებისგან თავისუფალ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დროს მძღოლები თავიანთ ავტომობილებს სახლში ტოვებენ ხოლმე.

1215
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575