ინტერიერი

ტკბილი ძილის საიდუმლო: სწორად შერჩეული ლეიბი

იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებთ, ლეიბში ჩადებული ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია. სასურველი ლეიბის შესარჩევად ექსპერტების რჩევებს გთავაზობთ...

2090

იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებთ, ლეიბში ჩადებული სოლიდური ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია. სასურველი ლეიბის შესარჩევად ექსპერტების რჩევებს გთავაზობთ: Button & Sprung-ის დამფუძნებელი — ადამ ბლექი, Fishpools-ის საწოლების ბაიერი — ჯემი კინგი და Loaf-ის დამფუძნებელი — ჩარლი მარშალი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ.

თუ ბოლო დროს ღამე ხშირად გეღვიძებათ და კისრის და ზურგის მიდამოებში ტკივილს გრძნობთ, დროა, ლეიბი შეცვალოთ! ცალკე საკითხია, რა დიზაინს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, თქვენ საძინებელს რომ იდეალურად მიესადაგოს. ყველაზე ხშირად კი, ლეიბის შეძენისას ეს კითხვები ჩდება: მყარი ჯობია თუ რბილი? სინთეტიკური თუ ბუნებრივი ნახერხის შიგთავსით? „ქაფის ზედაპირით“ თუ „ჯიბეებიანი ზამბარებით“?

როდის არის ლეიბი ნამდვილად გამოსაცვლელი ზოგადად მიღებულია, რომ ლეიბი 7-8 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს. „ვიზუალურად რომც ახალივით გამოიყურებოდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ლეიბი ძველდება და ისეთი კომფორტული აღარ არის, როგორიც თავდაპირველად, “ — ამბობს ჯემი კინგი. „თუ საწოლი შუაგულში ოდნავ ჩაღრმავებულია, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ლეიბი დროულად უნდა შეცვალოთ.“

იცოდეთ ლეიბის ტიპების გარჩევა გელის ლეიბის გარდა, 4 ძირითადი ტიპი არსებობს, რომელთა გარჩევაც უნდა იცოდეთ, სანამ ლეიბის საყიდლად წახვალთ.

ღია ზამბარიანი ლეიბი წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელშიც ორი მხარე ფოლადის გრძელი მავთულისგან დამზადებული ზამბარებითაა დაკავშირებული. როგორც წესი, ასეთი ტიპის ლეიბები ყველაზე ხელმისაწვდომია ხოლმე, თუმცაღა, მათი ყოველდღიური გამოყენება ხელხემლისთვის მიზანშეწონილი არ არის.

ჯიბის ზამბარიანი ლეიბი სათითაოდ ნაჭრის ჟიბეებში მოთავსებული ზამბარებითაა აწყობილი. ამ ტიპის ლეიბი გრძელვადიანი მოხმარებისთვის უფრო მეტადაა რეკომენდებული. ისინი, თავის მხრივ, ერთმანეთისგან ჯიბის მასალებით განსხვავდება — ზამბარები შეიძლება მოთავსებული იყოს შალის, სინთეტიკის ან სხვა მასალაში.

ქაფის ზედაპირიანი ლეიბი ზამბარებს საერთოდ არ შეიცავს და მათზე დაწოლაც განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევს: სწორედ ქაფის ზედაპირის დამსახურებით, ლეიბი თქვენი სხეულის ფორმას ერგება.

ლატექსის ლეიბი ალერგიით დაავადებულთათვის იდეალური ვარიანტია. ელასტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ამ მასალის ლეიბი სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზეწოლას თანაბრად ანაწილებს. ზოგადად, მიჩნეულია, რომ რაც უფრო სქელია ლეიბი, მით უკეთესია სხეულის რელაქსაციისთვის.

გამოცადეთ, სანამ იყიდით ჩარლი მარშალი აღნიშნავს: „მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული განსაზღვროთ, რა ტიპის ლეიბი გჭირდებათ. როდესაც საუკეთესო ვარიანტის შერჩევას გადაწყვეტთ, ფეხზე გაიხადეთ, წამოწექით და მოდუნდით ისე, როგორც ამას საკუთარ სახლში აკეთებთ ხოლმე. შეგიძლიათ წიგნიც წაიკითხოთ და დააკვირდეთ, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს. გირჩევთ, 15 წუთი მაინც გაჩერდეთ ლეიბზე, კარგად რომ მიხვდეთ, შეძლებთ თუ არა მასზე დაძინებას“.

მყარი, მედიუმი თუ ნაზი? ზამბარის პრინციპზე აწყობილი ლეიბები ამ 3 ალტერნატივის სახით გვხვდება. ადამ ბლექი გირჩევთ, რაც უფრო მეტს იწონით, მით უფრო მყარ ვარიანტებზე შეჩერდეთ. გამხდრებმა შესაძლებელია არჩევანი უფრო ნაზ, რბილი მასალებით დამზადებულ ლეიბებზე გააკეთონ.

რომელია საუკეთესო ხერხემლისთვის? მათთვის, ვისაც პრობლემური ხერხემალი აქვს, ჯემი კინგი სპეციალურ რჩევებს გვთავაზობს: ზურგის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ძალიან უხეში, ასევე ძალიან ნაზი ლეიბიც. ზუსტად რომ გაზომოთ, რა სიმყარის უნდა იყოს თქვენი ზურგისთვის იდეალური ლეიბი, დაწექით და ხელები წელს ქვემოთ ამოიდეთ. თუ წელსა და ლეიბს შორის საკმაო თავისუფალი სივრცე რჩება, მაშინ ლეიბი ძალიან მყარია, ან, თუკი წელქვეშ ხელის ამოდება ძალიან გიჭირთ, ამ შემთხვევაში ლეიბი თქვენთვის ძალიან რბილია.

"რაც შეეხება ცუდ ლეიბს, ამის შესახებ მრავალნაირი მოსაზრება არსებობს და უფრო სუბიექტური საკითხია. თუ ზოგიერთი 'ორთოპედიული' ლეიბი ძალიან მყარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენი ზურგისთვის აუცილებლად კარგია. ამიტომაც, ნუ მიაქცევთ ყურადღებას დასახელებებს და ლეიბი იმის მიხედვით შეარჩიეთ, რამდენად რელაქსირებულია მასზე წოლისას თქვენი ხელხემალი", — გვირჩევს კინგი.

დააბანდეთ საუკეთესოში იმ ფასში, რასაც შეწვდებით, მაქსიმალურად კომფორტული ლეიბი შეარჩიეთ. რაც უფრო ძვირადღირებულია ლეიბი, მით უფრო მეტი ზამბარისგან შედგება შიგთავსი და შესაბამისად, მით უფრო კომფორტულია მასზე წოლა. ბევრი ზამბარა, თავის მხრივ იმას განაპირობებს, რომ ლეიბი იდეალურად მიყვება თქვენი სხეულის ფორმას.

ჯიბის ზამბარის უპიტრატესობები „ყველაზე კომფორტულად ჯიბის ზამბარიანი ლეიბები მიიჩნევა. ამ პრინციპით დამზადებულ ლეიბებში, ზედა და ქვედა მხარეებს შორის ყველა ზამბარა ინდივიდუალურადაა მოთავსებული და ამასთანავე ერთმანეთთან გადაბმული არ არის. შედეგად, ზამბარებს დამოუკიდებლად მოძრაობა შეუძლიათ და თქვენი სხეულის კონტურს იდეალურად მიყვებიან. ამასთანავე, ასეთი ლეიბები, როგორც წესი, ყველაზე ძვირადღირებული მასალებისგანაა დამზადებული და სხვადასხვა სიმყარის გვხვდება, თქვენი სურვილის შესაბამისად“, — გვირჩევს ადამ ბლექი.

რა არის მოთავსებული ლეიბის შიგთავსში? ლეიბის შიგთავსი, ზამბარებთან ერთად, თქვენი სხეულის ბალანსს და კომფრტს ემსახურება. როგორც წესი, რაც უფრო მეტი აქვს შიგთავსი, მით უფრო მაღალხარისხიანადაა ლეიბი მიჩნეული. ადამ ბლექის თქმით, სინთეტიკური მასალები ხარისხის მხრივ ბუნებრივს ჩამოუვარდება. საკუთარ წარმოებაში ბლექი ბრიტანეთში მოყვანილ კანაფსა და იორქშირული ჯიშის ცხვირს მატყლს იყენებს: მატყლს ანტი-მიკრობული, ანტი-ბაქტერიული და ფუნგიციდური თვისებები აქვს, ამიტომაც იდეალურია ასთმით ან ალერგიით დაავადებულთათვის. გარდა ამისა, ბუნებრივად ელასტიური ფაქტურიდან გამომდინარე, მატყლის შიგთავსი ლეიბს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

დაიძინეთ ჰარმონიულად თუ თქვენი და პარტნიორის წონა საგრძნობლად განსხვავებულია, ისეთი ლეიბი აირჩიეთ, რომელიც სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა სიმყარისაა. „როგორც წესი, ადამიანები ყოველთვის საწოლის ერთსა და იმავე მხარეს წვებიან, ამიტომაც ღირს მეტის გადახდა მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად“, — გვირჩევს ბლექი.

ასევე, შეგიძლიათ, ელვა შესაკრავით შეერთებული, ორნაწილიანი ლეიბი იყიდოთ, რომელიც რეალურად ორი სხვადასხვა ლეიბის კომბინაციას წარმოადგენს. არსებობს ქაფის ზედაპირიანი ლეიბებიც, რომლებიც ასევე ორი სხვადასხვა მხარისგან შედგება და ორივე ადამიანს სასურველი სიმკვრივის მხარე შეუძლია აირჩიოს.

უზამბრო ლეიბები უზამბარო ლეიბებში ყველაზე პოპულარული ქაფის ლეიბებია. ისინი სითბოზე ლღვება და სხეულის ფორმას იმეორებს. ამ თვისების საშუალებით, სხეულის ზეწოლის წერტილები ნეიტრალდება და უშფოთველი ძილიც გარანტირებული გაქვთ! თუმცა, ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი ლეიბები მოძრაობას ზღდავს, ამიტომაც, შეეცადეთ ყიდვისას მათზე კომფორტულად წამოწვეთ და პოზიცია რამდენიმეჯერ შეიცვალოთ, კარგად რომ დააკვირდეთ, შეძლებთ თუ არა ამ ალტერნატივით სარგებლობას.

როგორ მოვუაროთ ლეიბს? ჩარლი მარშალი გვირჩევს, ლეიბი რეგულარულად ამოვაბრუნოთ ხოლმე, ან, თუ ისეა გაკეთებული, რომ მისი ამობრუნება შეუძლებელია, შეატრიალეთ და თავის ნაწილი ფეხებთან მოაქციეთ ხოლმე. ამის გაკეთება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ყიდვის პირველ კვირებშია, სანამ ლეიბის ზედა ნაწილი დაჯდება.

ბოლოს კი, მარშალის რჩევით, სანამ ლეიბში მთელ თქვენ დანაზოგს გადაიხდით, აუცილებლად მოიკითხეთ საგარანტიო ქვითარი.

სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

მაიკლ სმიტი- ინტერიერის გამორჩეული დიზაინერი და მისი შთამბეჭდავი ნამუშევრები

თანამედროვე მოდა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ამიტომ, ეს უკანასკნელი არა მარტო ფეხსაცმელზე და ტანსაცმელსა ახდენს ზეგავლენას, არამედ ინტერიერის დიზაინზეც.

1509
ნახე მეტი
ინტერიერი

მინიმალიზმი ინტერიერში - ის, რაც უნდა იცოდეთ, სანამ ოთახის მოწყობას დააპირებთ

ტერმინი მინიმალიზმი, რომელიც ასე ხშირად გვესმის, თითქოს თვითონ დიზაინის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ეს ასე ნამდვილად არაა...

2825
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575