ინტერიერი

როგორ დავზოგოთ ფართი ინტერიერში სწორი გეგმირების გამოყენებით

თუკი საცხოვრებელ ფართში სივრცის პრობლემა გაქვთ, სწორი გეგმირებით მისი გადაწყვეტა მარტივად შეიძლება

1361

როცა ვყიდულობთ საცხოვრებელ ფართს და მის დაგეგმარებაზე ვიწყებთ ზრუნვას, ვცდილობთ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომ რაც შეიძლება კომფორტული, ხარისხიანი და იაფი სივრცე შევქმნათ. ვგუგლავთ პროექტებს, ვათვალიერებთ ჟურნალებს, ვუსმენთ მეზობლებს და შედეგად ძალიან ვიბნევით. თითქოს ყველა პროექტი, რომელიც თქვენს მოწონებას იმსახურებს, უზარმაზარ ფართს ითხოვს, თითქოს არჩევანის რაოდენობის ზრდის პარალელურად თქვენი ბინა უფრო და უფრო პატარავდება.

წყარო: Avlhem

ინდივიდუალური გარემოს ჩამოყალიბება შეიძლება ძალიან დამღლელი და დამაბნეველი საქმე აღმოჩნდეს და, სამწუხაროდ, არასაკმარისი ფართის გამო, ხშირად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პროექტი რეალური შედეგისგან ძალიან განსხვავდება. უნდა აღინიშნოს, რომ სავსებით ბუნებრივია დაგეგმარების დროს დათმობებზე წასვლა. თუ თქვენ იმ აბსოლუტურ უმრავლესობას მიეკუთვნებით, ვისთვისაც ფართი არასოდესაა საკმარისი, ეს ნამდვილად არაა ტრაგედია, რადგან ყველაზე საინტერესო და თანამედროვე კონცეფციები სწორედ პატარა სივრცეებში იქმნება. თანამედროვე არქიტექტურაში ფართის დაზოგვის ყველაზე მარტივი ხერხების გამოყენება ინტერიერის დიზაინერის დახმარების გარეშეც შესაძლებელია.

წყარო: Freshome

სწორი გეგმარება

პირველ რიგში, ფართის დაზოგვა სწორი გეგმარებით უნდა დავიწყოთ. მართალია სტუდიოს ტიპის ბინა იდეალური საცხოვრებელი არაა, მაგრამ ის ყველაზე გავრცელებული ტიპის გეგმარებაა მსოფლიოში. ფაქტი განპირობებულია იმით, რომ სტუდიოს ტიპის თავისუფალი გეგმარება და ზონების გაერთიანება ფართს ზრდის, გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ აღმოსავლური მოძრავი ტიხრები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერიერის საერთო ხასიათის ჩამოყალიბება სტუდიოში ბევრად მარტივია. ასევე, კარგი გეგმარებითი გადაწყვეტილებაა ბინაში მეორე დონის გაჩენა და ფართის ვერტიკალურად ათვისებაც. რომელიმე სივრცისა თუ ზონის (ძირითადად საძინებლის) მაღლა ატანა უფრო და უფრო მოდური ხდება. გარდა იმისა, რომ ესთეტიური თვალსაზრისით სათავსის ასე გადაწყვეტა საინტერესო და ინდივიდუალურია, ის პრაქტიკულობითაც გამოირჩევა.

წყარო: JPDA

ავეჯი

როგორც არ უნდა დააგეგმაროთ სივრცე, სწორი ავეჯის გარეშე არაფერი გამოვა. რაც უფრო პატარაა სათავსო, მით უფრო ადვილია მისი ავეჯითა და დეკორით გადაჭედვა და სივრცის მთლიანი დაკარგვა, ამიტომ, ყველასთვის კარგად ცნობილი გასაშლელი მაგიდა და სავარძელი აქტუალობას არ კარგავს. თუმცა, მათი დიზაინი ძალიან დაიხვეწა. მეტიც, თანამედროვე ავეჯი მუტლიფუნქციურია: დიზაინერები უხვად გვთავაზობენ იდეებს მაგიდისა და სავარძლების გაერთიანებასა და მრავალფუნქციური თაროებზე. ავეჯს მნიშვნელოვანი როლი აქვს ზონირებაშიც: თუ ფართი არ გყოფნით, შეგიძლიათ ტიხარი და უფუნქციო ბევრი კარი დაივიწყოთ და საძინებელი სივრცე უბრალო და მაღალი წიგნების თაროთი გამოყოთ დანარჩენი ფართისგან.

წყარო: Swan Architects

დამალული სათავსები

ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შენახვა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც შეიძლება პატარა ბინაში წარმოიშვას. იმისთვის, რომ ნივთების გროვა ყველა ზედაპირზე არ დადგეს, დამალული სათავსოების გამოყენებაა საჭირო. მინიმალისტური სტილის ავეჯში გათვალისწინებულია დამალული სათავსო ფართი, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია მაგიდის, სავარძლისა და ბარის სათავსოდ გადაკეთება, მეტიც, კიბის უჯრედშიც შეიძლება ნივთების შენახვა.

წყარო: JPDA

არქიტექტურა არასოდეს ყოფილა იაფი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაჭედილი, თითქმის უფუნქციო სათავსით უნდა დავკმაყოფილდეთ. პირიქით, თანამედროვე დიზაინერებმა იციან რა სჭირდება ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს და თავდაუზოგავად ცდილობენ შექმნან კომპაქტური, იაფი და სასიამოვნო გარემო.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

თავისუფალი და ლაკონური "ქონთემფორარი" სტილი ინტერიერში

ქონთემფორარი ეს არის ლაკონური სტილი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.

1568
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორია მოდური ტენდენციები ინტერიერის დიზაინში 2017 წელს? რჩევები დიზაინერებისგან!

თანამედროვე მოდა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ამიტომ, ეს უკანასკნელი არა მარტო ფეხსაცმელზე და ტანსაცმელსა ახდენს ზეგავლენას, არამედ ინტერიერის დიზაინზეც.

1288
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575