ინტერიერი

ელეგანტური ფრანგული სტილი ანუ, როგორ შევმატოთ პომპეზურობა ჩვენს საცხოვრებელ გარემოს

ფრანგული სტილი ყველანაირი სწავლებისა და ცდის გარეშე დაიბადა და უბრალოდ საცხოვრებლის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი დამოკიდებულების შედეგია.

1246

ფრანგული სტილის წარმოდგენისას, ალბათ უმრავლესობას ეიფელის კოშკი, ვერსალის ბაღები და კოკო შანელი გაგახსენდებათ და ამ წარმოდგენებით ნამდვილად არ იქნებით შორს ტრადიციული ფრანგული ინტერიერისგან. ფრანგული ტრადიციული ინტერიერის დიზაინი, როგორც ტერმინი საფრანგეთის პროვინციებში მცხოვრები ხალხის ინტერიერის მოწყობის ჩვევებს ასახავს და იგი ისეთივე პომპეზურია, როგორიც საფრანგეთის ყველა დანარჩენი სტერეოტიპული სიმბოლო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტილი ყველანაირი სწავლებისა და ცდის გარეშე დაიბადა და უბრალოდ საცხოვრებლის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი დამოკიდებულების შედეგია. ფრანგები, თითქოს ყველანაირი მცდელობის გარეშე ახერხებენ ელეგანტური ატმოსფეროს შექმნას და საკუთარ ინტუიციასა და გემოვნებას ენდობიან.

წყარო: Warmington & North
წყარო: Warmington & North

„ელეგანტური ატმოსფეროს“ შექმნას კი ასეთი სტილის ინტერიერის დიზაინში კარგად განაწილებული დეკორი, პასტელური ფერები და განსაკუთრებული ავეჯი ახერხებს. ფრანგული ტრადიციული საცხოვრებელი სახლი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ცარიელი სივრცე არ მოსწონს, თუმცა კანონზომიერება მისთვის აუცილებელია. ფრანგული წესით დეკორი ყოველთვის პოულობს გარკვეულ რიტმს ან შემკრებ წერტილს, რომელიც განსაზღვრავს მთლიანი სივრცის ხასიათს. ზოგადად ამ სტილის ინტერიერი, თითქოს ცდილობს პოპმეზური, მაგრამ უბრალო, მყუდრო საცხოვრებელი შექმნას ადამიანისთვის, რომლისთვისაც სტილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ეს იდეა განაპირობებს გარკვეულ ზონებს ასეთ სივრცეებში: ერთი ოთახის ორი ნაწილი შესაძლოა ხასიათით მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამიტომ, ფრანგული ინტერიერი დანაწევრებულია „შთაბეჭდილების მომხდენ“, გრანდიოზულ კუთხედ და ოთახის იმ ნაწილად, სადაც ადამიანური ყოველდღიურობის უბრალოება იგრძნობა.

წყარო: Marianne Evennou
წყარო: Marianne Evennou

თუ გსურთ, რომ ინტერიერს ფრანგული, უდარდელი ელეგანტურობის ელფერი შესძინოთ, პირველ რიგში ავეჯს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ის კომფორტული, ნათელი და ტრადიციული უნდა იყოს. ავეჯი მომრგვალებული ფორმებით, ნათელი და რბილი ზედაპირით საუკეთესო არჩევანია. გარდა ამისა, მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად, ეცადეთ ბუნებრივი ზედაპირების ერთგვარი „თამაში“ ააწყოთ. ნათელი ხის ზედაპირი ავეჯზე დაუპირისპირეთ მეტალს ან რკინით მოჩუქურთმებულ დეკორს, რომელიც ფრანგული ტრადიციული ინტერიერისთვის ძალიან დამახასიათებელია. წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ აგურის, ხისა და მეტალის აქცენტები სხვადასხვა სათავსებში.

წყარო: kahykuohome.com
წყარო: kahykuohome.com

ფრანგული სტილის მოწყობისას ალბათ, მთავარია ეცადოთ რომ საკუთარი სივრცის ნაკლი ადვილად დამალოთ მისი ღირსებების წინ წამოწევით. ნუ მოგერიდებათ პომპეზურობის, ის ხომ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და რაც მთავარია ენდეთ ინტუიციას.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ჰოლივუდის ვარსკვლავების აპარტამენტები და შემოქმედება მატერიალური შეზღუდვების გარეშე

„ჰოლივუდელებმა“ არ ისურვეს განსხვავებულობისთვის ხაზი ერთი გარკვეული სტილით გაესვათ და გათავისუფლდნენ ჩარჩოებისგან...

1024
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ შევმატოთ ინტერიერს ძველი ჰოლივუდის გლამური

სენტიმენტალური ნივთები, ანტიკვარები და ინტერიერის გაფორმებისას დიზაინერის გონივრული გადაწყვეტილებები ლოს-ანჟელესში მდებარე გასაქირავებელ აპარტამენტში ძველი ჰოლივუდის ატმოსფეროს ქმნიან...

1485
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575