ინტერიერი

ელსი დე ვულფი - ქალი, რომელმაც ინტერიერის დიზაინში ყველა სტერეოტიპი დაანგრია

ამბობენ, რომ პროფესია ინტერიერის დიზაინერი დღევანდელი გაგებით, ქალმა ჩამოაყალიბა და ეს ქალი, ამერიკელი მსახიობი, ელსი დე ვულფი იყო.

1321

ამბობენ, რომ პროფესია ინტერიერის დიზაინერი დღევანდელი გაგებით, ქალმა ჩამოაყალიბა და ეს ქალი, ამერიკელი მსახიობი, ელსი დე ვულფი იყო. შესაძლოა ინტერიერის მოწყობა, როგორც პროფესია მას არ გამოუგონია, თუმცა ამ საქმეში ნამდვილად გამორჩეული იყო: 1930 წლამდე ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ, ინტერიერის დიზაინერად ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ელსი დე ვულფის ექსცენტრიკულმა პიროვნებამ, სახასიათო ცხოვრების სტილმა და დიზაინმა დღემდე არ დაკარგა აქტუალობა. ალბათ იმიტომ, რომ სტერეოტიპების დანგრევისა და ახალი შესაძლებლობების საუკუნეში, ელსი ნამდვილად მისაბაძი ფიგურაა.

ამბობენ, რომ პროფესია ინტერიერის დიზაინერი დღევანდელი გაგებით, ქალმა ჩამოაყალიბა და ეს ქალი, ამერიკელი მსახიობი, ელსი დე ვულფი იყო. შესაძლოა ინტერიერის მოწყობა, როგორც პროფესია მას არ გამოუგონია, თუმცა ამ საქმეში ნამდვილად გამორჩეული იყო: 1930 წლამდე ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ, ინტერიერის დიზაინერად ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ელსი დე ვულფის ექსცენტრიკულმა პიროვნებამ, სახასიათო ცხოვრების სტილმა და დიზაინმა დღემდე არ დაკარგა აქტუალობა. ალბათ იმიტომ, რომ სტერეოტიპების დანგრევისა და ახალი შესაძლებლობების საუკუნეში, ელსი ნამდვილად მისაბაძი ფიგურაა.

წყარო: Elsie de Wolfe
წყარო: Elsie de Wolfe

დაიბადა ნიუ-იორკში 1859 წელს და გარდაიცვალა ვერსალში. 90 წლიანი ცხოვრების მანძილზე ელსი დე ვულფს ყავდა ისეთი დამკვეთები, როგორებიც არიან უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია, ანა მორგანი და სხვები. აღსანიშნავია, რომ როგორც ინტერიერის დიზაინერი, ელსი მხოლოდ მდიდრული ვილების მოწყობას იღებდა საკუთარ თავზე. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, მან საკუთარი თავი „მახინჯ სამყაროში აჯანყებულს“ შეადარა და საკმაოდ ბევრი მაგალითით დაგვიდასტურა, რომ ბავშვობიდან ესთეტიკა მისი უპირველესი საფიქრალი იყო. მიუხედავად გაზვიადებული ამბებისა და ეპატაჟური საქციელისა, რომელიც იმ დროს გარშემო ყველას ყურადღებას იპყრობდა, ელსის მართლაც შეიძლება ვუწოდოთ „აჯანყებული“. სწორედ მისი დამსახურებაა ბნელი ვიქტორიანული სტილისგან მდიდრული ვილების გათავისუფლება. მას უბრალოდ ეზიზღებოდა ბავშვობასთან ასოცირებული, მძიმე აურა, ხის მუქი ავეჯი და სქელი ფარდები. „მაღალი საზოგადოების სტილად“ შერაცხული, ვიქტორიანული მიმდინარეობა ნამდვილად არ იყო ელსისთვის შექმნილი. ამიტომ, მან ახალი სივრცეების შექმნა დაიწყო.

 

 

წყარო: Elsie de Wolfe
წყარო: Elsie de Wolfe

პირველ რიგში, ელსის ესთეტიკას სიმსუბუქე ახასიათებს. მან ინსპირაცია ფრანგული სტილისგან აიღო, ოთახები გაანათა, მუქი ხის ავეჯი გაიტანა და გამოთავისუფლებულ სივრცეში შექმნა ახალი სტილი, მაღალი საზოგადოებისთვის. უფრო სწორად, მდიდარი საზოგადოებისთვის. მისი მთავარი პრინციპი იყო შეექმნა დახვეწილი გარემო, მარტივი იდეებისგან. მარტივი კონცეფცია გაფორმებულია რბილი, ფერადი ავეჯით, აზიური მოხატულობით, აჟურული ელემენტებითა და განათებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ელსი აქტიურად იყენებდა ინტერიერის დიზაინში სარკეს. ფერთა გამა ნათელი იყო, მოპირკეთება კი დახვეწილი.

წყარო: Elsie de Wolfe
წყარო: Elsie de Wolfe

ელსი დე ვულფი ცხოვრების ბოლომდე აქტიურად წერდა პრესისთვის, ჟურნალ ვოგში კი საკუთარი რუბრიკა ჰქონდა. დაწერა წიგნი ინტერიერის დიზაინზე, იყო არც თუ ისე კარგი მსახიობი, გათხოვდა 61 წლის ასაკში, თუმცა საკუთარ ავტობიოგრაფიაში ერთი სიტყვაც კი არ უწერია ქმარზე, ცხოვრობდა მეგობარ ქალთან ერთად. ასეთი ჭრელი ცხოვრების მქონე პიროვნებამ შეიძლება მხოლოდ შეგვახსენოს, რომ როცა სივრცის ესთეტიკა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ასაკი, სქესი თუ ორიენტაცია უმნიშვნელო ხდება და წინა პლანზე უბრალოდ ნიჭი და შემოქმედება ინაცვლებს.

წყარო: Elsie de Wolfe
წყარო: Elsie de Wolfe

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ბუნებრივი და ხელოვნური განათების როლი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში

განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.

1995
ნახე მეტი
ინტერიერი

რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ნატურალურ მასალას სახლის მოწყობისას?

ამ საუკუნის ყველაზე დიდი ტრენდი ბუნებასთან დაახლოებაა. გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევები და შეიქმენით ბუნებრივი გარემო სახლში.

1456
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575