EMBT სტუდია ბარსელონას ისტორიულ ცენტრში 9 ბინის რენოვაციას აკეთებს
ამოცანა: ბარსელონას ისტორიულ ცენტრ Casco Antiguo-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 9 ბინის შეზღუდული რესურსებით განახლება...
ამოცანა: ბარსელონას ისტორიულ ცენტრ Casco Antiguo-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 9 ბინის შეზღუდული რესურსებით განახლება. ეს ბინები, როგორც წესი, მძიმე სარემონტო მდგომარეობაშია, სამაგიეროდ ინტერიერის დიზაინერებს ნაგებობის ხარისხი უწყობს ხელს: უმაღლეს დონეზე დაპროექტებული ძველი შენობები საშუალებას იძლევა, განახლებული ინტერიერი თანამედროვე ცხოვრების კონცეპტუალურ ლაიფსტაილს მიესადაგოს.
არქიტექტორ ბენედეტა ტალიაბუსათვის (Benedetta Tagliabue) ეს საქმიქნობა უცხო არ ყოფილა, რადგანაც თავისი საცხოვრებელი ბინაც მსგავსად განაახლა.
ტალიაბუმ შენობაში არსებულ 9-ვე ბინაში ჭერსა და კედლებზე სიძველისგან წარმოქმნილი ნადები დეკორის ნაწილებად აქცია და წარსული ცხოვრების ამსახველ მთავარ გმირებად წარმოგვიდგინა.
ბენედეტა წარმოშობით მილანიდანაა, მაგრამ უკვე 20 წელია, რაც ბარსელონაში ცხოვრობს. სტუდია EMBT გარდაცვლილ მეუღლესთან _ ენრიკ მირალესთან (Enric Miralles) ერთად დააარსა. ედინბურგის პარლამენტის, ბუნებრივი აირის კომპანიის შტაბ-ბინის და 2010 წლის შანხაის ექსპოზე ესპანური პავილიონისთვის ინგლისური არქიტექტურის ნობელის პრემიები აქვს მინიჭებული. ამჟამად ნეაპოლში და პარიზში მეტროს სადგურების გაფორმებაზე და ტაივანში ერთ-ერთი კოშკის პროექტზე მუშაობს, თუმცა, ცათამბჯენის, ხიდის თუ სახლის დაპროექტებისას პრინციპები უცვლელია: ყოველთვის არსებობს ეთნიკური ფაქტორი, სპეციფიკური ფაქტურა და აღსადგენი დეტალები.
ამ ბინების აღდგენისას გამოყენებული მასალების უმეტესი ნაწილი მეორადად გადამუშავებულია. მაგალითად, EMBT-ს ჯგუფის წევრებმა იატაკისთვის უმეტეს შემთხვევებში არსებული _ ძველი ფიცრები გამოიყენეს, რომლებიც ახლებურად დაამუშავეს. ბინების ოთახები საკმაოდ ბნელია, ამიტომ მათ გადასატიხრად პოლიკარბონატის კედლები გაკეთდა, რომლებიც მზის შუქს კარგად ატარებენ. ტალიაბუმ გადაწყვიტა, ჭერსა და კედლებზე დაგროვილი სიძველის ნადებისთვის ხელი არ ეხლო და ბინების ახალი მფლობელებისთვის აღმოჩენების გაკეთების საშუალება მიეცა.
შეზღუდული ბიუჯეტით უდიდესი ეფექტი მიიღეს: დაძველებული კედლების ხარჯზე ახალი დეკორატიული მოტივები შეიმუშავეს.
ბენედეტა ტალიაბუ: "რეკონსტრუქციისას აღმოვაჩინეთ, რომ ბარსელონას ძველი სახლები საკმაოდ ფერადოვანია და მათ კედლებზე მრავალი ფენაა შემონახული, რომლებიც იქ მაცხოვრებელი სხვადასხვა თაობების შესახებ გვიამბობენ."
აღდგენითი სამუშაოები, როგორც აღვნიშნეთ ერთსა და იმავე შენობაში განლაგებულ ბინებში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბინები საკმაოდ სარემონტოა, ნაგებობის მაღალი ხარისხი არქიტექტორებს რენოვაციისას ვარიაციების საშუალებას აძლევს.
აშრევებული კედლების ნაწილები ზოლების სახით დეკორის ნაწილი გახდა.
სრულად აღადგინეს თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი - აბაზანები.
სადაც შესაძლებელი იყო, დატოვეს და განაახლეს ძველი იატაკი.
პროექტის მიზანი ბინების აღდგენა და მათი მოდერნისტულად გადაკეთება იყო.
კედლების ფერი იატაკის ხეს მიესადაგება, რომელიც ამ შემთხვევაში ახალი გაკეთდა.
პოლიკარბონატის კედლები შუქს ატარებს და ოთახებს ნათელ იერსახეს აძლევს.
იგივე ოთახი გარემონტებამდე და გამჭვირვალე კედლების ჩამონტაჟებამდე.
პოლიკარბონატი აბაზანაშიც გამოიყენეს, სადაც ასევე შუქის ელემენტი შეიტანა და ინტერიერს კონცეპტუალური შრტიხი შემატა.
სიძველისგან გაჩენილი ზოლები ზოგ შემთხვევაში ჭერზეცაა.
სამზარეულოს ტერიტორია იდეალურად განაცალკევა მთლიანი სივრცისგან იატაკის ფაქტურის ცვლილებამ.
კედლებზე სხვადასხვა ეპოქის ნარჩენები ზოგ შემთხვევაში მთლიან მხატვრობას ქმნის, რომელიც წარსულის ისტორიებს გვიყვება.
სხვა შემთხვევებში ძველი კედლები ვერტიკალური ხაზებიდან გვიყურებენ.
საძინებელს აბაზანისგან ხის ჩარჩოში ჩასმული პოლიკარბონატის კარი ყოფს.
აბაზანას, რომელსაც ფანჯრები არ აქვს, პოლიკარბონატის კედლების საშუალებით საძინებლიდან შესული მზის სხივები ანათებს.
სინათლის ეფექტს თეთრი ბათქაში აძლიერებს, რომელიც ბუნებრივადაა გაფორმებული დაძველებული ეფექტებით.
ეკონომიური და ამავდროულად თანამედროვე ფაქტურის - პოლიკარბონატის პანელები სამზარეულოშიც გამოიყენეს.
სიძველის ეფექტები კედლებზე შპალერის ფაქტურას ქმნის.
სტატია მომზადებულია living.corriere.it-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ
პირველი ქაღალდის სახლი, როგორც ეკო-მეგობრული ცხოვრების სტილის მონუმენტი და მისი შექმნის ისტორია
თუ ფიქრობთ, რომ გადამუშავებული მატერიებისგან სახლის აშენება ორიგინალური და ახალი მეთოდია, თქვენ ცდებით.
თანამედროვე არქიტექტურული პროექტები კლიმატური ცვლილებების საპასუხოდ
არქიტექტორთა ახალი პროექტები მაქსიმალურად ეხმიანება თანამედროვე გამოწვევებს და ცდილობენ თითოეულ ჩვენგანამდე მოიტანონ მნიშნელოვანი სათქმელი.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7