არქიტექტურა

ორგანული არქიტექტურა, როგორც ფილოსოფია და ბუნებასთან შერწყმული მოცულობა

ორგანული არქიტექტურა ფილოსოფიაა, რომელიც მიზნად არქიტექტურისა და ანთროპოგენული გარემოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ისახავს.

2071

ორგანული არქიტექტურა ფილოსოფიაა, რომელიც მიზნად არქიტექტურისა და ანთროპოგენული გარემოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ისახავს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული არქიტექტურა, არქიტექტურული ხედვისა და პროფესიული ცხოვრების წესია, ფილოსოფიაა და არა სტილი. სტილისგან განსხვავებით, იგი მკვდარი ელემენტების გამეორებით არ ხასიათდება და ყველა პრობლემისთვის უნიკალურ გადაწყვეტას ეძებს. ორგანული არქიტექტურისთვის დიზაინური გადაწყვეტა ლანდშაფტთან სრულ შერწყმაში გამოიხატება: იმდენად, რომ მოცულობა და ბუნება ერთ კომპოზიციად უნდა აღიქმებოდეს. ხშირია ბიომიმიკრიაც, რაც ორგანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამოხატულებაა დიზაინში - ბუნების კონკრეტული ფორმისა და სილუეტის სესხება და მისი არქიტექტურაში გამოყენება. ეს ყველაფერი თითქოს შესაძლებელს ხდის ბუნებრივ გარემოში ადამიანი საკუთარი საცხოვრებლითა და განსაკუთრებულად მოწყობილი სივრცით - არქიტექტურით, ორგანულად შევიდეს. რაც არ უნდა რთული იყოს ამ გადმოსახედიდან აღქმა, ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ აბსოლუტურად ბუნებრივ პირობებში ნამდვილად არ ვართ კომფორტულად და იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ გარემოს რაღაც დოზით ცვლილება აუცილებელია.

წყარო: კაუფმანების რეზიდენცია, Fallingwater, Frank Lloyd Wright 1936
წყარო: კაუფმანების რეზიდენცია, Fallingwater, Frank Lloyd Wright 1936

ორგანულ არქიტექტურაზე საუბარი შეუძლებელია ფრენკ ლოიდ რაიტის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ რაიტამდე ანტონიო გაუდის ორგანიკასა და ბიო-მიმიკრიაში უდავოდ ფანტასტიური მიღწევები ჰქონდა, ამას მაინც ვერ დავარქმევდით ფილოსოფიას - გაუდის მოცულობა ეპატაჟურია, თამამი, მომხიბლავი, მაგრამ ეს მაინც არის არქიტექტურა არქიტექტურისთვის - ერთი პიროვნების განსაკუთრებული ხელწერა. რაიტმა კი მოიგონა რა ტერმინი ორგანული არქიტექტურა, „მიმართა“ კიდეც კოლეგებს თავის ხელნაწერებში. რაიტი ორგანულ არქიტექტურას იდეალურ გზად მიიჩნევდა მოცულობითი პრობლემების გადასაჭრელად და თვლიდა, რომ მომავლის მოცულობა (მასთან ერთად არქიტექტურული სწავლებაც), დიდ ტრადიციასთან, ბუნებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. რაიტის აზრით, ახალ საუკუნეში, ტრადიციისგან გათავისუფლებული არქიტექტურა არც მომავალში უნდა ჩავარდნილიყო რომელიმე სტილისა თუ ეპოქის გავლენის ქვეშ.

წყარო: Arata Isozaki - QNCC
წყარო: Arata Isozaki - QNCC

საკუთარ ნამუშევრებში რაიტი, რა თქმა უნდა, სიტყვებზე უკეთ გადმოსცემს თავის სათქმელს - იმას, თუ რას ნიშნავს ბუნების, ადამიანისა და არქიტექტურის ერთ კომპოზიციად შეკვრა. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სახლის, კაუფმანების რეზიდენციის მოყვანაც კმარა. ამერიკული არქიტექტურის შედევრი - უბრალო აგარაკი ნახევრად ჩანჩქერზეა აშენებული და ამ მოცულობისა და ბუნების სინთეზის აღსაწერად სიტყვები ნამდვილად ზედმეტია. გარდა ამისა, რაიტს ეკუთვნის სხვა „ამერიკული საცხოვრებელი სახლის“ პროექტებიც, რომლებიც თითქოს ერთ კომპოზიციად კრავს და ხშირად აბალანსებს, ხშირად ერთფეროვან, ლანდშაფტს. უამრავი ცნობილი არქიტექტორი მუშაობდა და მუშაობს ორგანულ საკითხებსა და მისი გადაწყვეტის დიზაინზე.

წყარო: Shell
წყარო: Shell

ორგანული არქიტექტურა პირველ რიგში ითვალისწინებს ადგილის ამბავს, იმას, რაც კონკრეტულ ლოკაციას აქვს ჩვენთვის სათქმელი და უნიკალურ გადაწყვეტას სთავაზობს ყველა მათგანს ჰარმონიის მისაღწევად.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ხეზე აშენებული ეკო-მეგობრული სახლები და მათი მოდერნისტული არქიტექტურა

ხეზე აშენებული სახლები საკმაოდ პოპულარული და მოდური ხდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

1366
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე ოპერის თეატრები, როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობები და მათი თვალწარმტაცი არქიტექტურა

ხელოვნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის, ოპერის თეატრები ქალაქის პრესტიჟისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია.

1680
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575