არქიტექტურა

ევროპის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როგორც ხელოვნების ნიმუში და მათი მოდერნისტული არქიტექტურა

თანამედროვე მსოფლიო ინოვაციური მუზეუმების შენობებით გვაოცებს ხოლმე. დღეს ზუსტად მათზე ვისაუბრებთ

1592

თუ თანამედროვე ხელოვნება გაინტერესებთ, ალბათ გსმენიათ ლონდონის ტეიტ მოდერნსის მუზეუმის ან პარიზის პომპიდუს ცენტრის შესახებ. ეს აიკონური მუზეუმები ტურისტულ ატრაქციად არის ქცეული. ამათ გარდა, თანამედროვე მსოფლიო ინოვაციური მუზეუმების შენობებით გვაოცებს ხოლმე. დღეს ზუსტად მათზე ვისაუბრებთ. თანამედროვე ხელოვნების ასტრუპ ფერნლის მუზეუმი ნორვეგიაში, კერძოდ ოსლოში მდებარეობს. მისი კონსტრუქციისა და დიზაინის შექმნაში მონაწილეობა „Renzo Piano Building“-სა და „Narud-Stokke-Wiig“-ის ჯგუფმა მიიღო. მუზეუმის მთლიანი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია, რომელიც მოიცავს თავად მუზეუმს, სასაჩუქრე მაღაზიასა და კაფეს. შენობის აშენება 90 მილიონი ევრო დაჯდა. ფოლადის სფერული სვეტები აფრის ფორმის მინის სახურავს იჭერს. ეს ინტერიერსა და თანამედროვე ხელოვნების კოლექციას ბუნებრივ და რბილ სინათლეს ანიჭებს. მუზეუმიდან არაჩვეულებრივი ხედი წვდება ქალაქისა და მდინარე ფიორდის გადაკვეთას. ასტრუპ ფერნლი 3 შენობას იტევს. ის იმ პარკიდან იწყება, რომელიც ბუნებრივი ხიდებისა და გაზონების სათავეა. აქ რამდენიმე სკულპტურასაც შეხვდებით, რომლებიც სელვაგის კოლექციიდანაა. ინტერიერი ორმაგი სიმაღლის სივრცეა. დონეების მიხედვით, პატარა ხელოვნების არეები ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი პატარა ქალაქს ჰგავს, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია დატკბეს ბუნებით, იცურაოს, გაერთოს ურბანული ქალაქითა და რაც ყველაზე მთავარია - დაათვალიეროს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.

წყარო: reddit.com
წყარო: reddit.com
წყარო: inhabitat.com
წყარო: inhabitat.com

კუმუს ხელოვნების მუზეუმს, რომელიც ტალინში მდებარეობს, ესტონელებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ეს მათთვის პირველი არტ-მუზეუმია. კუმუს შენობას მრგვალი იატაკის გეგმა აქვს. ის ბუნებასთან სენსტიურად არის შეჯერებული. 25 000 კვადრატული მეტრის მქონე მუზეუმს აქვს ატრიუმი, რომელიც შენობაშია ჩაშენებული. შვიდი სართულიდან ორი სართული მიწის ქვეშ არის მოთავსებული. მუზეუმს შეუძლია ერთდროულად 400-ზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლოს. დაახლოებით 60 000 ექსპონატი შენახულია იმ საცავში, რომელიც მუზეუმის მიწისქვეშა სართულებზე მდებარეობს. შენობის არქიტექტორად ფინელი პეკა იუჰანი (Pekka Juhani) გვევლინება. მან კუმუს მუზეუმისთვის ისეთი მატერიები გამოიყენა, როგორებიცაა: ხე, დოლომიტი და სპილენძი. შენობის სფერული, მრუდხაზიანი ფიგურა უკვდავების სიმბოლოა.

წყარო: copperconcept.org
წყარო: copperconcept.org
წყარო: ronenbekerman.com
წყარო: ronenbekerman.com

პიტერ კუკისა და კოლინი ფურნიეს მიერ დაპროექტებული მუზეუმი - კუნსტჰაუსი ავსტრიის ქალაქ გრაციში მდებარეობს. 2003 წელს ევროპის კულტურულ ქალაქად გრაცი იქნა არჩეული. ზუსტად ამ მიზეზს მიეძღვნა მუზეუმის აშენებაც. შენობა ქალაქის იდენტობად მალევე იქცა. პროექტი არაჩვეულებრივად წარმოადგენს ინოვაციური დიზაინის ენისა და ისტორიული შტრიხების გასაოცარ სინთეზს. მუზეუმი 11 100 მეტრ კვადრატს მოიცავს. მრავალპროფილური ადგილი მასპინძლობს ხელოვნების, მედიის, ფოტოგრაფიის გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს. მუზეუმის შენობა აღჭურვილია თანამედროვე განათებისა და დაცვის სისტემებით. აქ ასევე შეხვდებით ინოვაციურ ჰაერის კონდიცირების სისტემას, რომელიც აკმაყოფილებს ხელოვნების ყველანაირი ნიმუშის ავტორის მოთხოვნას. შენობის ინტერიერი შავი ყუთია - რომელიც მრავალ თავგადასავალს მალავს. მისი ფასადი კი ელექტრონულად იცვლება: ეს თითქოს უზარმაზაი ეკრანია, რომელიც ქალაქის შუაში მდებარეობს.

წყარო: grazcity.wordpress.com
წყარო: grazcity.wordpress.com
წყარო: inexhibit.com
წყარო: inexhibit.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

რა როლი უჭირავს სწორ არქიტექტურულ დაგეგმარებას უსაფრთხო გარემოს შექმნაში?

21-ე საუკუნის დასაწყისში კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ.

1498
ნახე მეტი
არქიტექტურა

ვენეციის ბიენალე 2017 - არქიტექტურული ფესტივალის საინტერესო ინსტალაციები

ვენეციის არტ-ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი არტფესტივალია. ის სრულყოფილი მოდელია, რომელსაც სხვა ბიენალეები ეფუძნება

1568
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575