ფანჯრებისა და ბუნებრივი განათების მნიშვნელობა საძინებელი ოთახის ინტერიერში
საძინებლის დიზაინის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი განათების პერსპექტივები.
რომელ ოთახში ატარებს ადამიანი თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს? მართალია - ეს საძინებელია! ამ ოთახში ჩვენი ცხოვრების 30 პროცენტს ვატარებთ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენს ბინაში ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა. მნიშვნელოვან ოთახს კი შესაბამისი ინტერიერი უნდა ჰქონდეს. მისი დიზაინის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საძინებლის განათების პერსპექტივები. წარმოიდგინეთ, რა მშვენიერია, როდესაც დილით მზის სხივები გაღვიძებთ და თქვენი ფანჯრებიდან ხეების ულამაზესი ხედი მოსჩანს. ამ სასიამოვნო შეგრძნებებს ფანჯრების შესაბამისი დიზაინი განაპირობებს. ერთი შეხედვით, საძინებელი ოთახის ფანჯრების გაფორმება არცთუ ისე ძნელ საქმიანობად მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში - ეს ხელოვნებაა, რაც ნებისმიერი ოთახის ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის საძინებლისაც. ფანჯრის ზომა საძინებლის თქვენებურ აღქმაზეა დამოკიდებული. რა ეფექტის მოხდენა შეუძლიათ ფანჯრებს, ამ სტატიით გაარკვევთ.

როცა დიდ ფანჯრებიან საძინებელ ოთახში შედიხართ, ის დაუყოვნებლივ გარკვეულ შთაბეჭდილებებს გიქმნით. ამას ძირითადად არა ფანჯრების ზომა, არამედ ხედი იწვევს, რაც სასურველია, ლამაზი იყოს. საძინებელ ოთახში ბუნებრივი განათება საჭირო და აუცილებელია. ამ შემთხვევაში რამდენიმე დიდი ფანჯარა საუკეთესო გამოსავალია. მეორე მხრივ, საძინებელ ოთახში მათი არსებობა ხელს შეწყობს თერმოიზოლაციასა და ხმაურის შემცირებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფანჯრებს ორმაგი მინა აქვთ და მათი ფართობი თქვენი საძინებლის მესამედია
დღის განმავლობაში დასასვენებლად, ზედმეტი სიცხის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ფარდებზეც იფიქროთ. ისინი ხო სიმყუდროვისა და სიმშვიდის გარანტიაა. თანამედროვე დიზაინში, საძინებელ ოთახში ხშირად შეხვდებით რულონის (ხვეულა) ფარდებს. მათი ქსოვილი ნებისმიერი სისქის შეიძლება იყოს. რომაული ფარდები საძინებელი ოთახის ინტერიერის დიზაინში პოპულარობას კვლავ არ კარგავს. ისინი საკმაოდ ეკონომიურია. ფარდა-ჟალუზის არჩევისას მათი სტილი აუცილებლად გაითვალისწინეთ. მაგალითად, თუ თქვენი საძინებელი სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი, მის ფანჯრებს რულონის ჟალუზები მოუხდება. მინიმალისტურ ინტერიერს კი - ვერტიკალური. ჰაი-ტეკ სტილისთვის საუკეთესო არჩევანი ჟალუზი იქნება, რადგან ეს უკანასკნელი ბევრად პრაქტიკულია. მათი საშუალებით შეგეძლებათ სინათლის დარეგულირება. თანამედროვე და ორიგინალურია ფანჯარასთან ჩამონტაჟებული თარო, სადაც შეგიძლიათ წიგნებიც შეინახოთ და სხვა წვრილმანებიც. მსგავს ფანჯარა-დივანზე არაჩვეულებრივად გამოიყურება ხვეულა ფარდები.
რადგანაც საძინებელი ოთახი ჩვენთვისაა განკუთვნილი, ის უნდა პასუხობდეს ყველა ჩვენს მოთხოვნას. ეს ეხება ფანჯრებსა და მათ დიზაინსაც. გახსოვდეთ, რომ ისინი პირველ რიგში უნდა იყოს თბილი და შემდეგ ლამაზი!
ჩვენ გირჩევთ
კრეატიული და გამორჩეული ინსტალაციები ჩვენს გარშემო
თანამედროვე ინსტალაციები ხელოვნების მეტადრე საიტერესო ფორმას წარმოადგენს.
როგორ შევარჩიოთ ფარდები მისაღები ოთახისთვის ისე, რომ მივიღოთ კომფორტული სივრცე?
თანამედროვე სტილის ოთახები სიმარტივით გამოირჩევა, რაც მათ მინიმალიზმთან აახლოვებს. აქედან გამომდინარე, ოთახის სწორი დეკორირება ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფარდებს კი ლომის წილი მიუძღვით.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7