ინტერიერი

ტროპიკული სტილი ინტერიერის დიზაინში - თბილი და ეგზოტიკური არჩევანი ჩვენი ბინისთვის

თუ თქვენ გიყვართ და გაინტერესებთ წყნარი ოკეანის რეგიონის კულტურა და ისტორია, თქვენს სახლში ტროპიკული სტილისთვის ნამდვილადაა ადგილი.

1288

ტროპიკული სტილი მრავალ კულტურას და ტრადიციას აერთიანებს. ის გვთავაზობს ელეგანტურ სიმარტივესა და ეგზოტიკურ მოტივებს. ტროპიკულ ინტერიერში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს არდადეგებზე ხართ. თბილი ნიუანსები თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს და სასიამოვნო განწყობას შემოიტანს. თუ თქვენ ბარაბანების რიტმს აღმერთებთ, გაინტერესებთ წყნარი ოკეანის რეგიონის კულტურა და ისტორია, ოცნებობთ ბრაზილიურ კარნავალს დაესწროთ, თქვენს დიზაინში ტროპიკული სტილისთვის ნამდვილად არის ადგილი. თანამედროვე დროში, დიზაინერები ხშირად გამოიყენებენ ამ ეგზოტიკურ სტილს, რომელიც ზაფხულის, მზიან დღეებს გვახსენებს. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ინტერიერი ტროპიკულ სტილში მოაწყოთ, დიდი ყურადღება ფერების გამას მიაქციეთ. არ გამოიყენოთ „მყვირალა“ ფერები. უპირატესობა ენიჭება ყვითელს, ფორთოხლისფერ, რბილ ცისფერს და მუქ მწვანეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხისფერს. ტროპიკული სტილის მთავარი ელემენტი არის სტილიზებული სანათურები, დიდი ბანანის ხეები, ველური ცხოველების გრავიურები თუ პრინტები, როტანგის ავეჯი და კანაფის შპალერი. ამ სტილისთვის დამახასიათებელია მინიმალიზმი. პატარა, უბრალო დეტალებისა და დიდი აქსესუარებისგან, ის შთამბეჭდავ გარემოს ქმნის.

წყარო: pinterest.com
წყარო: pinterest.com

კომფორტული, რბილი ავეჯი თანამედროვე ტროპიკული სტილის საძინებლისთვის განუყოფელი ნაწილია. გრძელი ჰორიზონტალური ხაზები ატსმოფეროს არბილებს, თეთრი მაღალი ელემენტები ინტერიერს განსაცვიფრებელს ხდის. აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ ინტერიერის ელემენტებზე, რომლებიც ტროპიკული ტყის ასოციაციას გამოიწვევს. მწვანე ნიუანსები ასევე დომინირებულია. უარი თქვით დიდ კარადებზე, თუმცა ეს დიდ საწოლს არ ეხება. რაც შეეხება სამზარეულოს, ტროპიკული სტილის თანახმად, ის თავისუფლებით და სირბილით უნდა ხასიათდებოდეს. ამის მისაღწევად კი კარადის ფასადები დაგეხმარებათ. აუცილებლად შეიძინეთ მცენარეებიც. უმჯობესია, თუ მათ ღია-მწვანე შეფერილობის ყვავილი ექნებათ (იუკა, პალმა). თუ ამ მცენარეების მოძებნა გაგიჭირდათ, არსებობს სხვა ტროპიკული მცენარეებიც, როგორებიცაა: ფილოდენდრონი და კროტონი. ამ მცენარეების მოვლა რთული არ არის და მინიმალურ პირობებში მაქსიმალურ შედეგს მოგცემთ.

წყარო: foozworld.com
წყარო: foozworld.com

ტროპიკული სტილის ტერასაზე კი ავეჯი ხისგან, ბამბუკისგან, პალმისა თუ ნაჭედი რკინისგან უნდა იყოს დამზადებული. ისინი უნდა იყოს კომფორტული, დიდი და ფუნქციური. ნაზი, შარმიანი ტექსტურა მცენარეული მოტივებით ჯუნგლების სტილს იმიტირებს. ტროპიკული სტილის შესაქმნელად, ინტერიერში ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ცხოველების და ფრინველების სურათები და ფიგურები შემოიტანეთ. ასევე პალმის ხეები არაჩვეულებრივი დამატება იქნება თქვენი სახლისთვის. იატაკისთვის, ხის ზედაპირის საუკეთესო არჩევანია. მასზე მოთავსებული წითელი ხალიჩა კი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.

წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com
წყარო: remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

2016 წელს დამკვიდრებული 4 მთავარი ტრენდი ინტერიერის დიზაინში

წამყვანი ინტერიერის დიზაინერები ყოველწლიურად თანხმდებიან გრძელვადიან პროგნოზზე. წარმოგიდგენთ 2016 წლის 4 მთავარ ასეთ ტრენდს.

1294
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ იატაკი? ძირითადი ტიპები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები

იატაკი უფრო მეტია ვიდრე დიზაინური ელემენტი თქვენს სათავსოში. მის სწორად შერჩევაში პროფესიონალი დიზაინერების ეს რჩევები გამოგადგებათ...

1752
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575