ინტერიერი

რობოტი ავეჯი ინტერიერის დიზაინში, როგორც ფუნქციურობისა და კომპაქტურობის კარგი მაგალითი

ინტერიერის დიზაინის სფეროში ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად გვეხმარება სივრცის დაზოგვაში.

1090

მსოფლიო ვითარდება და მასთან ერთად ტექნოლოგიებიც. ინტერიერის დიზაინის სფეროში კი, ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად გვეხმარება სივრცის დაზოგვაში. ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა „Ori Systems”-ის პროდუქტიც: მრავალფუნქციური რობოტი ავეჯი. კარადა, მაგიდა და საწოლი -ეს ყველაფერი ერთ საგანშია მოთავსებული. კომპანიას ამ განაცხადით დიდი წვლილი შეაქვს უძრავი ქონების ფუფუნების განვითარებაში. ავეჯი ფუნქციურობასა და კომპაქტურობასთან ერთად, არაჩვეულებრივადაც გამოიყურება

მსოფლიო ვითარდება და მასთან ერთად ტექნოლოგიებიც. ინტერიერის დიზაინის სფეროში კი, ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად გვეხმარება სივრცის დაზოგვაში. ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა „Ori Systems”-ის პროდუქტიც: მრავალფუნქციური რობოტი ავეჯი. კარადა, მაგიდა და საწოლი -ეს ყველაფერი ერთ საგანშია მოთავსებული. კომპანიას ამ განაცხადით დიდი წვლილი შეაქვს უძრავი ქონების ფუფუნების განვითარებაში. ავეჯი ფუნქციურობასა და კომპაქტურობასთან ერთად, არაჩვეულებრივადაც გამოიყურება

წყარო: techcrunch.com
წყარო: techcrunch.com

დიზაინერი ივეს ბეჰარი და პროფესორი კენტ ლარსონი ამ პროექტზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საწოლის, სამუშაო მაგიდისა და კარადის ტანდემი შემუშავდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ურბანულ გარემოში პატარა სახლებში ცხოვრობენ და სივრცის პრობლემა აქვთ. „Ori”-ს დამფუძნებლებმა ისეთი ტექნიკა შეიმუშავეს, რომელიც 100 პროცენტით აკმაყოფილებს ურბანისტების მოთხოვნებსა და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით. ავეჯის მართვა სმარტფონებით, სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით არის შესაძლებელი. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით, ავეჯი საწოლიდან სამუშაო ადგილადაც კი შეგიძლიათ გადააქციოთ. მთავარი კითხვა, რაც რობოტული ავეჯის შექმნის სამუშაო პროცესის დროს დაისვა იყო ის, თუ როგორ გაეერთიანებინათ ელექტრონული ინჟინერია და არქიტექტურა ერთმანეთთან. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პრობლემებიც თან ახლდა. ამათგან შემქმნელები სამ უმთავრესს გამოყოფენ: 1. სივრცის პრობლემა - რადგან რთულია ერთ პატარა სივრცეში ერთდროულად სამი აქტივობა მიმდინარეობდეს; 2. საძინებელი საწოლის დიზაინი და კონკრეტული ადგილის ძებნა, სად უნდა დაედგათ; 3. კარადის ფუნქციის დამატება.

წყარო: techcrunch.com
წყარო: techcrunch.com

რობოტი ავეჯი დამზადებულია ალვის ხის პანელისგან. მრავალფუნქციურობის მიუხედავად, მთელი სისტემა მსუბუქი და გამძლეა. ამავდროულად ის ელექტრონულია, რის დროსაც ავეჯი ბორბლიანი ხდება და ადამიანებს მისი გადაადგილება მარტივად შეუძლიათ. Ori-ს სისტემის ავეჯი მოდულარობისთვის არის განკუთვნილი. სამწუხაროდ, მომხმარებელს ჯერ მისი შეძენა არ შეუძლია, მსურველებმა კიდევ ცოტა ხანი უნდა მოითმინონ. Ori-ს კომპანიის შემქმნელები დიდ დეველოპერებთან თანამშრომლობენ, რათა მოახდინონ პროდუქტის მარკეტზე გამოტანა და იმის ჩვენება, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ არაჩვეულებრივ ავეჯს. რაც შეეხება ფასს, როგორც აღმოჩნდა, რობოტი ავეჯი იაფი სიამოვნება სულაც არაა. მისი ფასი 10 000 $-იდან დაიწყება. როგორც შემქმნელები ამბობენ, ფასის სიდიდე არა ავეჯის რობოტოტექნიკამ განაპირობა, არამედ თავად ავეჯმა.

წყარო: techcrunch.com
წყარო: techcrunch.com
„ჩვენ ვცდილობთ განახოთ, რომ თქვენი სახლი ერთ დიდ აპლიკაციად შეიძლება გადაკეთდეს“, - ამბობს რობოტი ავეჯის შემქმნელი - „ეს იდეაა, რომელიც სივრცეს არა მარტო ფუნქციურს, არამედ ინტელექტუალურსაც ხდის.“

 

 
 

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

გოთიკური სტილი ინტერიერში ანუ როგორ შევქმნათ ელეგანტური და შთამბეჭდავი გარემო საცხოვრებელში

გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე.

2107
ნახე მეტი
ინტერიერი

რომელი ტრენდები გადადის ან რჩება უცვლელი 2018 წლის ინტერიერის დიზაინში?

2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს.

1167
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575