არქიტექტურა

ფაველა - ურბანული არქიტექტურის საინტერესო და დაუმორჩილებელი ფენომენი

ფაველა ძალიან საინტერესო და ღარიბი ურბანული ფენომენია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს.

1712

ფაველა, პორტუგალიურ ენაზე ერთ ეკლებიან მცენარეს ნიშნავს - მცენარე ბრაზილიაში იზრდება და მის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. თუმცა, ფაველას ხსენებაზე პირველი ბრაზილიური, ჭრელი უბნები გვახსენდება და არა ყველასგან დავიწყებული მცენარე, რომლის სახელსაც მნიშვნელობა თითქმის დაეკარგა. ფაველა ერთგვარი ურბანული არეაა - ქალაქი ქალაქში - ბრაზილიური გარეუბანი. მიუხედავად იმისა, რომ ჭრელი საცხოვრებლების გროვა უკვე რიო დე ჟანეიროს სიმბოლოა და მისი ყოველდღიურობის რომანტიული ასახვა სხვადასხვა სახით ძალიან ბევრჯერ გვინახავს, ფაველა დღემდე რჩება ურბანული და არქიტექტურული კვლევების ცენტრად.

ფაველა, პორტუგალიურ ენაზე ერთ ეკლებიან მცენარეს ნიშნავს - მცენარე ბრაზილიაში იზრდება და მის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. თუმცა, ფაველას ხსენებაზე პირველი ბრაზილიური, ჭრელი უბნები გვახსენდება და არა ყველასგან დავიწყებული მცენარე, რომლის სახელსაც მნიშვნელობა თითქმის დაეკარგა. ფაველა ერთგვარი ურბანული არეაა - ქალაქი ქალაქში - ბრაზილიური გარეუბანი. მიუხედავად იმისა, რომ ჭრელი საცხოვრებლების გროვა უკვე რიო დე ჟანეიროს სიმბოლოა და მისი ყოველდღიურობის რომანტიული ასახვა სხვადასხვა სახით ძალიან ბევრჯერ გვინახავს, ფაველა დღემდე რჩება ურბანული და არქიტექტურული კვლევების ცენტრად.

წყარო: Rocinha, Rio de Janeiro
წყარო: Rocinha, Rio de Janeiro

სინამდვილეში, ფაველა ძალიან საინტერესო და ღარიბი ურბანული ფენომენია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს. თავიდან ქალაქის საზღვრებზე განლაგებული, ღარიბთა უბნები, რომლებიც კანუდოსის სამოქალაქო ომში გამარჯვებულმა გათავისუფლებულმა ფერადკანიანებმა დაარსეს, ნელ-ნელა გაიზარდა, ერთმანეთს დაუკავშირდა და ახალი ურბანული სტრუქტურა ჩამოაყალიბა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობიდან 1 მილიარდი ადამიანი გარეუბანში ცხოვრობს, რიოში კი ეს რიცხვი მთლიანი მაცხოვრებლების 22%-ია. ფაველაში ოჯახების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არალეგალურად აქვს გადაყვანილი ქალაქის ხაზიდან, სანიტარული პირობები დარღვეულია, ხშირად არ არის წყალი და კრიმინალის დონე წარმოუდგენლად მაღალია. რეალურად, უბანი ესთეტიურადაც და ფუნქციურადაც ასახავს თანამედროვე ქალაქის ჭრელ და მრავალფეროვან „აფეთქებას“. სხვადასხვა მიზეზით მიგრირებულ ადამიანებს უწევთ დიდ, განვითარებად ქალაქებში გადასვლა, ლოკალური ქალაქური საზოგადოებისა და უცხო გარემოდან მოსული ადამიანის სინთეზი კი ხშირად არასრულად ხდება, ან საერთოდ არ ხდება. ფაველასებრი უბნები გავრცელებულია ინდოეთშიც. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინდუსტრიული ბუმია, რატომღაც ჩნდება დაუმორჩილებელი ურბანული გარემოს, ახალი ფენომენი - ხალხის მიერ შექმნილი სტრუქტურა.

წყარო: Rio de Janeiro
წყარო: Rio de Janeiro

კრიმინალური, კეთილმოუწყობელი უბნები, ყველაფრის მიუხედავად აგრძელებენ ზრდას. დაარსების დღიდან, ფაველებს არასოდეს შეუწყვეტიათ განვითარება. ამ განსხვავებულ ურბანულ სტრუქტურას უკვე საკუთარი კულტურა, ტრადიცია და წესები გააჩნია. სწორედ ამ ერთგვარი წესის გამოძახილია ფაველური არქიტექტურაც. ფოტოგენური, ჭრელი სახლები სინამდვილეში შემორჩენილი მასალის არასაიმედო ერთიანობას წარმოადგენს. ხშირად, სწორედ ამ დროებითი არქიტექტურის გამო არ შეუძლიათ გარეუბნის მცხოვრებლებს ქალაქური ცხოვრების სიკეთეებით სარგებლობა.

წყარო: By Sara Ulloa
წყარო: By Sara Ulloa

სახლის აშენება ძვირია. ამიტომაც, ერთ „სახლს“ ფაველაში ხშირად კონკრეტული ოჯახის რამდენიმე თაობა აშენებს. პირველ სართულზე დაუსრულებლად დაშენებული სათავსოების დასრულებას ხშირად 25 წელი სჭირდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ორი სართული სხვადასხვა მასალით იყოს აშენებული. ამ უკანასკნელს კი ყველანაირს შეხვდებით: ფაველას მრავალფეროვნებაში მთლიანად ინთქმება აგური, ხე და მეტალი. ფაველა იმ არქიტექტურული „პირველყოფილების“ განსახიერებაა, როცა ადამიანსა და ფორმას შორის ხიდად მხოლოდ საჭიროების წინაღმდეგ გაერთიანება წარმოგვედგინა. საერთაშორის ორგანიზაციების წინასწარმეტყველებით, 2020 წლისთვის მსოფლიოს გარეუბანში მცხოვრები ადამიანების რიცხვი გაორმაგდება, ამიტომაც აუცილებელი ხდება უკვე არსებულ გარეუბნებზე დაკვირვება და ურბანული თავისებურებების გარჩევა. თუმცა, ამასობაში ფაველა განაგრძობს თავის ხმაურიან, საშიშ და ღარიბულ ცხოვრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ყველა სხვა გარეუბანი საკუთარი ქალაქისგან განცალკევებული, მაინც მისი განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სარკის სახლები - უახლესი არქიტექტურული ტრენდი

პატარა სახლების მსგავსად სარკის სახლები უახლესი არქიტექტურული ტრენდია. ეს ამრეკლავი სახლები იმ ბუნებას ასახავს, რაც მათ გარშემოა.

1456
ნახე მეტი
არქიტექტურა

რა როლი უჭირავს სწორ არქიტექტურულ დაგეგმარებას უსაფრთხო გარემოს შექმნაში?

21-ე საუკუნის დასაწყისში კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ.

1276
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575