სარკის სახლები - უახლესი არქიტექტურული ტრენდი
პატარა სახლების მსგავსად სარკის სახლები უახლესი არქიტექტურული ტრენდია. ეს ამრეკლავი სახლები იმ ბუნებას ასახავს, რაც მათ გარშემოა.
პატარა სახლების მსგავსად სარკის სახლები უახლესი არქიტექტურული ტრენდია. ბოლო წლების განმავლობაში, ევროპაში, ამგვარი ნაგებობების აგების თემა, მოულოდნელად წამოიჭრა. ეს ამრეკლავი სახლები იმ ბუნებას ასახავს, რაც მათ გარშემოა. იქმნება ისეთი სტრუქტურა, რომელიც ბუნებასთან შერწყმულია. სარკეების უმეტესობა აგებულია ულტრაიისფერი სხივების ამრეკლავი მინისგან. ეს არის პატერნი, რომელიც ადამიანებისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ფრინველებისთვის - პირიქით. ამით არქიტექტორები ბუნებისა და ცოცხალი ორგანიზმების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ეს ორი სარკის სახლი ერთმანეთის გვერდულად იტალიის ულამაზეს ქალაქ ბოლზაონში მდებარეობს. არქიტექტორი პიტერ პიჩლერია. ნაგებობა დამსვენებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს არის თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, გარედან კი ულამაზესი ბუნებით არის გარშემორტყმული. სახლს აქვს კერძო ბაღი და საპარკინგო სივრცე. თავად ორივე სახლში არის სამზარეულო, მისაღები ოთახი, სააბაზანო და საძინებელი ოთახი თავისი უდიდესი სათავსოებით. ამ უკანასკნელში ფანჯრები ჭერზეა დამონტაჟებული, რაც ბუნებრივი სინათლის გავრცელებასა და ვენტილაციას ხელს უწყობს. პატარა სარდაფი კი დროებითი სათავსოა. პროექტის დონე ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთისგან სიმაღლესა და სიგანეში ოდნავ განსხვავდება. ეს მთლიანი სტრუქტურის შემცირებასა და თითოეული მათგანის გამოხატვას უზრუნველყოფს.

„მწვანე ბაღი“ - ასე ეწოდება ინგლისში მდებარე სარკის სახლს. ეს არის 656 კვადრატული მეტრის ნაგებობა. არქიტექტორად პოლ არჩერი გვევლინება. სახლი სხვა მსგავსი ნაგებობებისგან იმით არის გამორჩეული, რომ ის ნახშირბად ნეიტრალურია. ღუმელი მხოლოდ ერთადერთ სითბოს წყაროდ გვხვდება. ხოლო სახურავზე დამონტაჟებული თერმული მზის პანელები სახლის წყლების 80 %-დან თბება. სახლში 4 საძინებელი ოთახია. სწორედ ამ ადგილებიდან ბაღის ულამაზესი ხედები იშლება და მაცხოვრებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი ხდება. ექსტერიერი აღჭურვილია ინტელექტუალური კანით - ეს არის სრულად დატვირთული პანელები, რომლებიც ელექტრონულად იმართება და ფართოდ იღება. მათ შეუძლიათ თერმული აქტივობის კონტროლი, რომელიც წლისა და დღეების მიხედვით ვარირებს. ალუმინით დაფარული გარეთა ნაწილი კი ბაღს აირეკლავს.
„უჩინარი კასა“ სლოვენიაში მდებარეობს. ეს არის ასაწყობი ხის სტრუქტურა. მაქსიმალური მოქნილობა და მაღალი ხარისხი მისი ძირითადი ღირებულებებია. ღია განლაგება (რომელიც ბუხრით არის სტრუქტურირებული) და სველი წერტილები 3 სივრცულ ერთეულს ქმნის, რომლებსაც შეიძლება ინდივიდუალური გამოყენება მოვუძებნოთ. ხე დაფარულია ალუმინით, რომელიც მზის შუქს აირეკლავს. მატერიების დახმარებით, სახლის ფასი არცთუ ისე ძვირია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი გადაადგილება შესაძლებელია, ის შეიძლება ოცნების სახლადაც იქცეს.
ჩვენ გირჩევთ
ორიგინალური და უნიკალური დიზაინის მქონე ეკომეგობრული შენობები 21-ე საუკუნეში
21-ე საუკუნის არქიტექტურულ სამყაროში მდგრადი დიზაინი უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. ეკომეგობრული შენობები უახლოვდება ბუნებას, ზოგავს ელექტროერგოენერგიასა და გადაამუშავებს ნაგავს.
ორიგინალური და გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები, როგორც თავისუფალი სტილის გამოხატულება
თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს არ გვთავაზობს. ის შეიძლება ზედმეტად ორიგინალური და უცნაურიც კი იყოს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7