არქიტექტურა

რა როლი უჭირავს სწორ არქიტექტურულ დაგეგმარებას უსაფრთხო გარემოს შექმნაში?

21-ე საუკუნის დასაწყისში კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ.

1412

21-ე საუკუნის დასაწყისში კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ. სწორი ქალაქგეგმარება დაცულ სივრცეს გვთავაზობს, რომელიც თავისთავად დანაშაულის პრევენციაზეა პასუხისმგებელი. წარმატებული სამეზობლოს შექმნისთვის საჭიროა ადამიანი პირად უსაფრთხოებას გრძნობდეს ქუჩაში. ეს უკანასკნელი თავად უნდა უმკლავდებოდეს და არეგულირებდეს უცხო ადამიანების მიმოსვლას. სიცოცხლისუნარიან და დაცულ ტერიტორიების მთავარი პლუსი არის ის, რომ ისინი კონტროლირდება არა პოლიციის, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ სივრცეს ერთად იზიარებენ.

21-ე საუკუნის დასაწყისში კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ. სწორი ქალაქგეგმარება დაცულ სივრცეს გვთავაზობს, რომელიც თავისთავად დანაშაულის პრევენციაზეა პასუხისმგებელი. წარმატებული სამეზობლოს შექმნისთვის საჭიროა ადამიანი პირად უსაფრთხოებას გრძნობდეს ქუჩაში. ეს უკანასკნელი თავად უნდა უმკლავდებოდეს და არეგულირებდეს უცხო ადამიანების მიმოსვლას. სიცოცხლისუნარიან და დაცულ ტერიტორიების მთავარი პლუსი არის ის, რომ ისინი კონტროლირდება არა პოლიციის, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ სივრცეს ერთად იზიარებენ.

წყარო: metra.ge
წყარო: metra.ge

რა ფაქტორი შეიძლება იწვევდეს კრიმინალის რიცხვის ზრდას საცხოვრებელ კორპუსში? პირველი მიზეზი შეგვიძლია ანონიმურობა ჩავთვალოთ, როდესაც ადამიანები მეზობლებს არ იცნობენ. ასევე როცა შემცირებულია თვალთვალი და დამნაშავეს დანაშაულის შეუმჩნევლად ჩადენა თავისუფლად ხელეწიფება. რაც ყველაზე მთავარია - ეს არის გაქცევის გზების ხელმისაწვდომობა - ეს კრიმინალს დანაშაულის ადგილიდან მიმალვას უადვილებს. არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც უსაფრთხოების შენარჩუნებაში გვეხმარება. კვლევების მიხედვით დანაშაულის რიცხვი უფრო ნაკლებია იქ, სადაც დიდი სიმჭიდროვის დასახლებაა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ტრანზიტული მოძრაობა კრიმინალს ხელს უწყობს. საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ არის ის საჯარო სფეროსთვის გახსნილი: ბინები ყველაზე მეტად უსაფრთხოა, ცალკე მდგომი საცხოვრებლები - მეტ-ნაკლებად. ასევე საცხოვრებლები უნდა იყოს განალგებული ქუჩის ორივე მხარეს. ეს ადგილობრივ მოძრაობას წარმოქმნის და თან ზედმეტად შეღწევადი არ არის. რაც შეეხება ქუჩებს, ისინი უმჯობესია ჩიხის ტიპის იყოს, ვიდრე ქსელური.

წყარო: metra.ge
წყარო: metra.ge

როგორ შეუძლია კარგ ურბანულ დიზაინის კრიმინალის შემცირება? ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ქალაქის იერსახის დამახინჯებას: ბევრი საკეტის, ჭანჭიკის დამონტაჟებას, მაღალი კედლების, ღობეების და ბარიერების ჩადგმას, თუმცა დახვეწილ და ჭკვიანურ დიზაინერულ ცვლილელებს მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს კრიმინალის შემცირებაში. ამის ერთ-ერთი სახე ბუნებრივი მეთვალყურეობაა. უმჯობესია საცხოვრებელი ობიექტები იდგეს ქუჩის მხარეს და მათ მაღალი ხეები, დიდი კედლები და ღობეები არ ფარავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიმინალის ჩადენა აქ დაუნახავადაც შეიძლება. თავი უფრო მეტად დაცულად რომ იგრძნოთ, თქვენი საცხოვრებელი შენობები შესაბამისი დონეზე აღჭურვეთ, დაამონტაჟეთ სამეთვალყურეო კამერები.

წყარო: naijatechnation.com
წყარო: naijatechnation.com

მაღალი კედლები, დაბურული ფანჯრები, შეიარაღებული დაცვა - ეს ყველაფერი ფართოდაა გავრცელებული ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში. აქ მოსახლეობამ იცის, რომ ღამით გარეთ არ უნდა გავიდნენ. ამის საპირწონედ, ტოკიოს ქალაქი ოსაკა ყველაზე უსაფრთხო ქალაქად სახელდება. ეს კი მისი სწორი ქალაქგეგმარებითაა გამოწვეული.

წყარო: businessinsider.com
წყარო: businessinsider.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

მოდულური სახლები - ახალი სიტყვა არქიტექტურასა და დიზაინში

კომპანია Cube Haus-ი არქიტექტორულ კომპანიებს დიზაინერული და ამავდროულად ხელმისაწვდომი სახლების დაპროექტებას სთავაზობს.

1808
ნახე მეტი
არქიტექტურა

ფუტურიზმი, როგორც სტილი და მისი მნიშვნელობა არქიტექტურაში

ბევრი მიიჩნევს, რომ ფუტურიზმი არტისტების ერთად მუშაობამ და რევოლუციებმა განაპირობეს.

2017
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575