არქიტექტურა

რა არის გადამზიდი კონტეინერების არქიტექტურა და როგორ გამოიყენება ის თანამედროვე სამყაროში?

გადამზიდი კონტეინერებით სახლების აგება არქიტექტურული ფორმაა, რომელიც ფოლადის ინტერმოდალურ კონტეინერებს იყენებს. ამას მეორენაირად კარგოტექტურასაც უწოდებენ.

1680

გადამზიდი კონტეინერებით სახლების აგება არქიტექტურული ფორმაა, რომელიც ფოლადის ინტერმოდალურ კონტეინერებს იყენებს. ამას მეორენაირად კარგოტექტურასაც უწოდებენ. კონტეინერებით შენობების შექმნა ბოლო წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს. ამას, თავის მხრივ, დადებითი თვისებები აქვს: ფორმისა და მასალის გამო, მათი ფუნქციის მარტივად შეცვლა და მართვა შეიძლება. კონტეინერები მძიმე ტვირთის გადატანისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ მათ მაღალი სიმტკიცე აქვთ და უძლებენ ტორნადოებს, ქარიშხლებსა თუ ცუნამებს. რადგანაც ისინი სამგზავროა, მათი გადაადგილება გემითა თუ მატარებლით მარტივად არის შესაძლებელია. რაც ყველაზე მთავარია, ისინი ეკო-მეგობრულია. სურათებზე ლონდონელი არქიტექტორის ჯეიმს ვაითეიქერის შემოქმედებას ხედავთ. გადამზიდი კონტეინერებისგან შექმნილი სახლი არა მარტო შემოსასვლელ ოთახს, საძინებელსა თუ სამზარეულოს მოიცავს, არამედ ავტოფარეხსაც, რომლის თავზე მზის პანელებია დამაგრებული. თითოეული კონტეინერი გათვლილია იმაზე, რომ მცხოვრები ბუნების ხედებით მაქსიმალურად დატკბეს. ისინი თეთრად არის მოხატული. კვადრატული ფორმის ფანჯრები ცისფერ ცასა და მკაცრ რელიეფს გადასცქერის. შენობა ხომ კალიფორნიის უდაბნოში მდებარეობს. რამდენიმე ადგილში წახნაგოვანი ჭერი კი კრისტალურ ეფექტს იძლევა.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

სახლების გარდა, გადამზიდი კონტეინერებისგან კანადურმა კომპანია „ Modpools“-მა, საცურაო აუზებისა და ჯაკუზების შექმნა გადაწყვიტა, რომლებიც როგორც მიწის ზემოთ, ასევე მის ქვემოთ მონტაჟდება. კონტეინერი აუზის გამოსაყენებლად შესაბამისი რომ იყოს, მისი მრავალი სტრუქტურული მოდიფიკაცია კეთდება. ერთ-ერთი მათგანი კონტეინერის თავზე მძიმე აუზის დადგმას გულისხმობს. ეს აძლიერებს მის კედლებს და ის დაახლოებით 20 000 ლიტრ წყალს უძლებს. კომპანია ასევე ამატებს გასაწმენდ და გასათბობ სისტემას და ფერად ლედ განათებას. ამის კონტროლი კი სმარტფონებითაა შესაძლებელი. აუზი ასევე აღჭურვილია ინტენსიური დანადგარით, რომელიც მდგრადი პლასტმასისგან არის დამზადებული. ის გამოიყენება ჯაკუზისა და აუზის გამოსაყოფად. თუ ცხელი წყალი დაგჭირდათ, ის შეგიძლიათ გადაწიოთ და წყლის ბარიერი შექმნათ.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

"Scott Whitby Studio"-მ კი 1 000-ზე მეტი ქაფიანი პირამიდა გამოიყენა, რათა გადამზიდი კონტეინერები კინო-თეატრად გადაეკეთებინათ, რომლებიც განკუთვნილია ნავსადგურზე მომუშავეთათვის. მოძრავი სკრინინგ ოთახი მათ უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლაში ეხმარება. ეს პირამიდები კედლებს, ჭერსა და იატაკს ფარავს. ისინი იმდენად რბილია, რომ კომფორტულ ატმოსფეროს ქმნიან. კონტეინერში ფილმის ყურებაც კი შეგიძლიათ. სივრცე ასევე ხმის იზოლაციით არის დაცული.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სტეფანო ბოერის მწვანე არქიტექტურა და „ვერტიკალური ტყე“, როგორც მდგრადი და ინოვაციური პროექტი

ვერტიკალური ტყე მდგრადი საცხოვრებელი შენობის მოდელია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროექტი დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება.

2110
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე ბიბლიოთეკები, როგორც მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები

ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან ადამიანთა შექმნილ წარსულსა და აწმყოს მოიცავს.

1535
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575