თანამედროვე ენერგოეფექტური შენობები და ეკოლოგიური მდგრადობის მნიშვნელობა არქიტექტურაში
შენობების უმეტესობა დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგრადი არქიტექტურა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს...
შენობების უმეტესობა დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. ეს, მსოფლიოს მასშტაბით გლობალური ენერგიის 40 პროცენტსა და სათბური აირების ერთ მესამედს აჭარბებს. საბედნიეროდ, არსებობენ მწვანე აზროვნების მქონე არქიტექტორები და დიზაინერები, რომლებიც ცდილობენ გარდაქმნან ძველი შენობები, რათა შეამცირონ ენერგიის მოხმარება და გამოიგონონ, შექმნან ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგრადი არქიტექტურა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ადრეულ წლებში დიზაინერები და არქიტექტორები ცდილობდნენ აეშენებინათ ენერგოეფექტური შენობები, შემცირებული ოპერაციული და კომუნალური ხარჯებით. მაგრამ ფილოსოფია ვითარდება სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპების გარშემო, ამიტომ ბევრმა მწვანე არქიტექტორმა თავიანთ სტრუქტურებში დაიწყო ბუნებისთვის ზიანის მომტანი ეფექტების შემცირება. დღეს წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე საოცარ ენერგოეფექტურ შენობებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას თავიანთი სილამაზითა და ფუნქციონირებით დაიმსახურებენ.

ელექტროსახლი ნორვეგიაში ორი გარემონტებული შენობისა და რეციკლირებული მასალებისგან არის შექმნილი. ამ ახალი შენობის ენერგიის მოხმარება 90 %-ით არის შემცირებული და ახლა მას „პლუს ენერგიას“ ეძახიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი წარმოიშობა უფრო მეტი, ვიდრე ეს შენობას ფუნქციონირებისთვის სჭირდება. გამოდის, რომ თუ არსებულ ტექნოლოგიებს ჭკვიანურად გამოვიყენებთ, ჩვეულებრივ ოფისს (აშენებული 1980 წელს) შეეძლება შედარებით მეტი ენერგიის გამომუშავება, ვიდრე გამოყენება.
ელექტროსახლი აღჭურვილია რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც მას უნარჩუნებს მდგრადობას და ხარისხს. მაგალითად, აქ შეხვდებით მიწის ჭას, რომელიც აწარმოებს სითბოს რადიატორებისთვის და შენობას წყლით ამარაგებს. ასევე, ექსტერიერისთვის განკუთვნილი მუგუზალის ხე არის ეკო მეგობრული, რადგან მისი ბუნებრივი წარმოების პროცესი მხოლოდ ცეცხლსა და ხეს მოითხოვს. პარადოქსულია, მაგრამ ცეცხლით გამოყვანილი ხე ცეცხლგამძლეა, ის მწერებს არ „იკარებს“. მატერია ინარჩუნებს დიდი ხნით დაბალ რეაქტიულობას და ძლებს სულ ცოტა 80 წელი. მანიტობას ჰიდრო, კანადა
მანიტობას ჰიდრო, კანადაში მდებარეობს. ჩრდილოეთ ამერიკაში ეს, ის საოფისე ნაგებობაა, რომელიც ყველაზე მეტად არის ენერგო-ეფექტური. 115-მეტრიანი მზის მილი შენობას პასიური ვენტილაციით უზრუნველყოფს. ამასთან ერთად ორმაგი კანის ფასადი კომპიუტერით კონტროლირებადი ხვრელებით ტემპერატურას არეგულირებს . ამის საშუალებით შენობა ზოგავს 70 %-ზე მეტ ენერგიას, ვიდრე ტრადიციული კომერციული შენობები.
ამ შენობას მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი შენობის სტატუსი აქვს მინიჭებული . სახურავზე დამონტაჟებულია პანელები, რომლებიც ენერგიის ნეიტრალობას უწყობენ ხელს. „კიდე“ არის მსოფლიოში პირველი შენობა, რომელმაც გამოიყენა ლედ განათება, რომლის საშუალებით ხორციელდება ინტერნეტის კონტროლი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენობაში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლებათ განათების დარეგულირება სმარტფონში არსებული აპლიკაციის საშუალებით. სმარტ განათება არ არის მხოლოდ ერთადერთი გზა, რომელიც „კიდეს“ და ადამიანებს აკავშირებს. შენობამ იცის სად ცხოვრობთ, რა მანქანას ატარებს, ვისთან გაქვთ შეხვედრა ან რამდენ კოვზ შაქარს იყრით ყავაში.
ჩვენ გირჩევთ
ყველაზე საკამათო ცვლილებები არქიტექტურაში - მოცულობები, რომლებიც საზოგადოებამ გააკრიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ქაოსი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს ცვლილებას უდარდელად ვხვდებით.
აკვაპარკები-ორიგინალური არქიტექტურითა და დიზაინით გამორჩეული გასართობი სივრცეები
აკვაპარკი, იგივე წყლის პარკი, გასართობი ადგილია, რომელიც მოიცავს წყალთან დაკავშირებულ სათამაშო ინფრასტრუქტურას.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7