„ფუტურო“ - 60-ანი წლების ინოვაციური საცხოვრებელი, რომელიც საზოგადოებამ არ მიიღო
ფუტურო სახლი, ქარხნული წესით დამზადებული საცხოვრებელია, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა.
„ფუტურო“- იგივე ფუტურო სახლი, ქარხნული წესით დამზადებული საცხოვრებელია, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. ხშირად მისი უჩვეულო ფორმის გამო, უცხოპლანეტელების თეფშს, ან უბრალოდ UFO-ს ეძახიან. სინამდვილეში, „ფუტურო“ ამ პლანეტის მკვიდრმა, მატი სუურონენმა შექმნა და 1960-იანი წლების ბოლოს ჩაუშვა გაყიდვაში. გამოსვლის დღიდან კოლექციონერებში სახლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა - განსხვავებული ფორმისა და იმ დროისთვის უჩვეულო მასალის გამო. სახლის დიამეტრი 8 მეტრია, ხოლო სიმაღლე 4 - ღიობების ფორმა ძირითად მთლიანად მოცულობის სილუეტს იმეორებს. გეგმარება თავისუფალია, შესასვლელი კარი კი თვითმფრინავის ასოციაციებს იწვევს: თითქოს, „ფუტუროში“ ასვლის შემდეგ სადღაც შორს უნდა გაემგზავროთ, ზუსტად ისე, როგორც თვითმფრინავში ასვლისას. ჩვეულებრივი საფრენი აპარატებისგან განსხვავებით, „ფუტუროების“ დანიშნულების ადგილი აბსტრაქტული იყო - ისინი მომავალში მიემგზავრებოდნენ.

არქიტექტორის კონცეფციის მიხედვით, სახლი მომავლის სიმბოლო უნდა გამხდარიყო - ჯერ არარსებული ადამიანის საცხოვრებელი მოცულობა. „ფუტურო“ ფინური პროდუქტია და ომგამოვლილი საზოგადოების ფიქრის შედეგია. პროექტში მთლიანად აისახება იმ დროინდელი, გაუცნობიერებელი რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სახის ტექნოლოგია მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და იგი აუცილებლად გადაარჩენს სამყაროს. ამას გარდა, სახლის შექმნაში დიდი როლი ითამაშა, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელმა, კოსმოსის ათვისების იდეამ და უპრეცენდენტო ეკონომიკურმა ზრდამ. უნდა აღინიშნოს, რომ „ფუტურო“ არა მხოლოდ ფორმით იყო ინოვაციური. კონსტრუქცია შეიძლებოდა ადგილზე აეწყოთ, ან უკვე აწყობილი გადაეტანათ ვერტმფრენით ნებისმიერი მიმართულებით. კლიმატი და რელიეფი „ფუტუროსთვის“ ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენდა: 30 წუთში მაცხოვრებლებს შეეძლოთ მასში მთლიანად დაერეგულირებინათ ტემპერატურა.
პირველი „ფუტურო“ ფინეთში, ტბა პულავესისთან დაიდგა, რამაც ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია. მათი აზრით, უჩვეულო ფორმა მათი საცხოვრებლის მყუდრო, სოფლურ გარემოს არ უხდებოდა. საზოგადოების წყრომა „ფუტურომ“ ყველა იმ ქვეყანაში დაიმსახურა, სადაც კი დაიდგა. შეერთებულ შტატებში, ბევრ ადგილას, ზონირების რეგულაციების გამო, მისი დადგმა აიკრძალა. ამ ფონის გამო, მომხმარებლებს განწყობა შეეცვალათ და ზოგიერთმა მათგანმა შეკვეთა გააუქმა, ბანკები ასეთ არასტაბილურ პროექტს არ აფინანსებდნენ, ამიტომაც წარმოება 70-იან წლებში შეწყდა. სულ ასამდე ასეთი სახლის დადგმა მოესწრო, თუმცა, დროთა განმავლობაში რამდენიმე მათგანი გაანადგურეს, რამდენიმეს ვანდალიზაცია კი თავად საზოგადოებამ მოახდინა. დღეს მსოფლიოში სულ 66 „ფუტუროა“ დარჩენილი და მათი ზუსტი მდებარეობა რუკაზე მოხალისეებმა განსაზღვრეს.
ჩვენ გირჩევთ
5 საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტი, რომელიც საზოგადოებამ გამოარჩია
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი, საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს.
უნიკალური არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სასტუმროები მსოფლიოს გარშემო
მგზავრობის დაგეგმვისას, აუცილებელი დეტალია, კარგი სასტუმრო ავარჩიოთ. რა ხდის ამ უკანასკნელს არაჩვეულებრივს?
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7