თანამედროვე საზაფხულო სახლების გამორჩეული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი
ზაფხულში დასვენების მხრივ დიდი ყურადღება საზაფხულო სახლებს ეთმობა. დღეს ზუსტად მათ თანამედროვე და გამორჩეულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
ზაფხულში დასვენების მხრივ დიდი ყურადღება საზაფხულო სახლებს ეთმობა. დღეს ზუსტად მათ თანამედროვე და გამორჩეულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
ზაფხულში დასვენების მხრივ დიდი ყურადღება საზაფხულო სახლებს ეთმობა. დღეს ზუსტად მათ თანამედროვე და გამორჩეულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
ეს პროექტი საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე, კოტანტენის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. მე-9 საუკუნეში ამ ადგილს ვიკინგები ესტუმრნენ და დასახლდნენ კიდეც, ამიტომ კოტანტენი პოპულარული ადგილის სახელსაც იხვეჭს. „ArchitectsFREAKS Architecture“-თა ჯგუფმა კი, 2017 წელს სანაპირო ზოლზე სათევზაო ქოხის გამოცოცხლება გადაწყვიტა. ხის კაბინა სულ რაღაც 12 მეტრ კვადრატია. ფრანგული სანაპირო კონსტრუქციების მკაცრი რეგულაციის მიხედვით, ქოხის ფორმისა თუ ზომის ცვლილება არ იყო დასაშვები. ამას არქიტექტორებისთვის ხელი დიდად არ შეუშლია. მათ ექსტერიერისა და საძირკვლის იზოლაცია ღია შამპანურის ფერი გალვანიზირებული მეტალის გარსაკრავებით მოახერხეს. ასევე მათ დაამონტაჟეს ორი დიდი ფანჯარაც, რომელიც მაცხოვრებელს ზღვის ხედით ტკბობის საშულებას აძლევს. ინტერიერის დიზაინი მინიმალური და მარტივია. ის მოიცავს ყვითელ და თეთრ ფილებიან ოთახს. აქვეა ტუალეტი და საშხაპე კაბინები. სივრცის სიმცირის მიუხედავად, შემქმნელებს ორსაწოლიანი საწოლის მოთავსება არ გასჭირვებიათ. „მისაღებ ოთახში“ დივანი და 8 კაცზე განკუთვნილი მაგიდა დგას. სამზარეულო შუა ოთახს გადაყურებს, ამავროულად კი ამ უკანასკნელიდან გამომავალი დიდი ტერასიდან ზღვისა და თვალწარმტაცი ლანდშაფტის ულამაზესი ხედი იშლება.
ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში, ვესტფოლდის სანაპიროზე კი უცნაური საზაფხულო სახლი მდებარეობს. ეს უკანასკნელი ამავე ადგილას მდებარე ძველი შენობის ჩანაცვლებაა. აშენების ნებართვის მისაღებად, ამ პროექტმა დიდი გზა განვლო. საბოლოოდ კი, როგორც გამოჩნდა, ის რელიეფს შეესაბამებოდა ფორმის, მასშტაბის, მასალისა და ფერის თვალსაზრისით. ტერასა და სახლი ნაწილობრივ აქ არსებულ ქვის კედლებზეა აგებული. ხოლო კედლის ის ნაწილი, რომელიც ახალია, ამავე ადგილას აფეთქების შედეგად მიღებული ქვებია. შენობა რამდენიმე ადგილას „გაჭრილია“, რაც მისი მასშტაბების შემცირებას იწვევს და ასევე კლდის ფორმირებას შეესაბამება. სახლს მინის გალავანი აქვს. ეს შენობას ქარისგან იცავს. ასევე აქედან ულამაზესი ხედები იშლება. სახლის გარსაკრავი ხისგან არის დამზადებული.
შვედეთის პატარა რეგიონში - დალარნაში პატარა ბეღელი მდებარეობს. სუფთა სამშენებლო ტექნიკა, ჰარმონიულად დაკავშირებული ინდივიდუალური შტრიხები - აი, რა არის ამ შენობაში ყველაზე მომხიბვლელი. ეს ბეღელი მე-15-16 საუკუნეში აშენდა. ზუსტად ამ დროს ხის სტრუქტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. თანამედროვე სახე 2011 წელს General Architecture-თა ჯგუფმა მისცა. მათ ააშენეს იატაკი და კედლები ერთმანეთისგან დააშორეს. ზედა სართულის ინტერიერის კედლები სიმაღლის მიხედვით არის დაყოფილი. მასალები ფასებიდან გამომდინარე ხელმისაწვდომობის საფუძველზე შეირჩა. აპრიორი მუხის ხის მასალაზე გაკეთდა.პირველ სართულზე მისაღები ოთახი და სამზარეულოა, ზედაზე კი - 2 საძინებელი ოთახი.
ჩვენ გირჩევთ
მაია ლინი - ამერიკელი არქიტექტორი და სკულპტორი, რომლის შემოქმედებამაც დროს გაუსწრო
მაია ლინის რადიკალური იდეების მიუხედავად, მისი ნამუშევრები იტალიურ რენესანს მოგაგონებთ - მეცნიერებისა და ხელოვნების არაჩვეულებრივ ტანდემს.
რა როლი უჭირავს სწორ არქიტექტურულ დაგეგმარებას უსაფრთხო გარემოს შექმნაში?
21-ე საუკუნის დასაწყისში კრიმინალის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად არქიტექტურა შეგვიძლია დავასახელოთ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7