გაეცანით 3 მარტივ აქტივობას, რომელიც ჯანსაღი წესით ცხოვრებაში დაგეხმარებათ
დღეს აუცილებელია, რომ თანამედროვე ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.
თუ ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი ხართ, ალბათ უკვე კარგად მოგეხსენებათ იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც დღევანდელობა გვიმზადებს. სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა, მავნე ნივთიერებებით სავსე ჰაერი თუ საკვები- ეს ყველაფერი გვაუძლურებს და ჩვენ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოწესრიგებული კვება, ფიზიკური ვარჯიში და სტრესთან ბრძოლა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ განვიხილავთ იმ ძირითად აქტივობებს, რომელიც ჯანსაღი წესის ცხოვრებისთვის აუცილებელია.
თუ ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი ხართ, ალბათ უკვე კარგად მოგეხსენებათ იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც დღევანდელობა გვიმზადებს. სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა, მავნე ნივთიერებებით სავსე ჰაერი თუ საკვები- ეს ყველაფერი გვაუძლურებს და ჩვენ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოწესრიგებული კვება, ფიზიკური ვარჯიში და სტრესთან ბრძოლა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ განვიხილავთ იმ ძირითად აქტივობებს, რომელიც ჯანსაღი წესის ცხოვრებისთვის აუცილებელია.
ჯანსაღი ცხოვრება სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. ბევრ ადამიანს სწორ კვებაზე მეტად ცუდი წარმოდგენა აქვს, როგორიცაა სასტიკი დიეტა და უგემური საჭმელების მიღება, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ არის. ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ და სასარგებლო კერძებს. რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. სწორი კვება საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დარჩეთ მოხდენილები და ენერგიულები, დაძლიოთ დეპრესია, უხასიათობა და იყოთ ბედნიერნი.
მჯდომარე ცხოვრების წესი, 21-ე საუკუნის სენია. ტექნიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდხანს ჯდომა სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ის იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კუნთების ათროპია, ჭარბი წონა, გულის პათოლოგიები, ოსტეოპოროზი და სხვ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ფიზიკურ ზიანს გვაყენებს, არამედ ჩვენ ფსიქიკაზეც მოქმედებს. იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი აუცილებელია ფიზიკური აქტოვობა, რომელიც გვიცავს ისეთი სერიოზული დაავადებებისაგან, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები, ართრიტი და ა.შ. ასეთი ფიზიკური აქტივობაა ველოსიპედით მგზავრობა. ველოსიპედით სიარული არის მარტივი და საუკეთესო ვარჯიში თქვენი კუნთებისთვის. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, გულის და ფილტვების მუშაობას. როგორც მეცნიერებმა დაადგინს მათ, ვინც ველოსიპედით მგზავრობს ნაკლებად აწუხებთ კარდიოვასკულარული დაავადებები, ნაკლებად უბინძურდებათ ფილტვები მანქანის გამონაბოლქვისგან, არიან უფრო ჯანმრთელნი და გამოიყურებიან უფრო ახლგაზრდულად.
ბუნებაში სალაშქროდ გასვლა კიდევ ერთი საინტერესო ფიზიკური აქტივობაა. ეს პირდაპირ აისახება თქვენს ფიზიკურ სიჯანსაღეზე. სუფთა ჰაერზე, ჟანგბადით სავსე გარემოში ყოფნა აჯანსაღებს თქვენს სხეულს და ის ნაკლები დატვირთვით ფუნქციონირებს. რეგულირდება სისხლის წნევა და ძლიერდება იმუნური სისტემა. როდესაც ახალ-ახალი ადგილების სანახავად ზურგჩანთით მოკიდებული გადაადგილდებით, სეირნობთ ტყეში ან იპყრობთ მთებს, თქვენ განიცდით ფიზიკურ დატვირთვას და წვავთ უამრავ კალორიას. თქვენი კუნთები აქტიურდება და ეჩვევა მოძრაობას. თუ თქვენ მთელი კვირა სამსახურში ჯდომა გიწევთ და ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ბრძანდებით მაშინ, დამერწმუნეთ ბუნებაში ლაშქრობა სწორედ ისაა, რაც აუცილებლად გჭირდებათ. აქტიური მოლაშქრეები ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მენტალური სიჯანსაღითაც გამოირჩევიან. რადგან ლაშქრობაში წასვლა, პირდაპირაა დაკავშირებული სტრესის კლებასა და თქვენი ხასიათის გაუმჯობესებასთან.
ჩვენ გირჩევთ
სიცილის იოგა - სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალება! აი, რატომ უნდა ვიცინოთ ხშირად
სწორედ სიცილია ის უებარი საშუალება, რომელსაც შეუძლია ყველაზე დაძაბული და რთული დღეც კი გაგვიფერადოს
როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ტექნოლოგიური პროგრესის საფრთხეებისგან
დღეს ადამიანს ვერ წარმოუდგენია ტექნიკის გარეშე ცხოვრება. თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ნამდვილად გვირთულებს ცხოვრებას…
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7