გამორჩეული საახალწლო ინსტალაციები, როგორც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ფორმა!
ახალი წლის ინსტალაციები ხშირად ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ ატრაქციად იქცევა ხოლმე.
ახალი წლის ინსტალაციები ხშირად ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ ატრაქციად იქცევა ხოლმე. აქ წაიკითხავთ, თუ როგორი ორიგინალური ინსტალაციებით ხვდება ესა თუ ის ქვეყანა ახალ წელს. ბრიტანელმა შემოქმედმა ალექს ჩინეკმა საახალწლო ნაძვის ხე უზარმაზარ ყინულის კუბში მოათავსა. „ებრძოლე ცეცხლს ნაყინით“ - 5 მეტრის სიმაღლის ხე ამ სიმბოლოს ატარებს. ის მორთულია 1200 ნათურით და გრანარის მოედანზე 2017 წლის 6 იანვრამდე იდგა. გასაოცარი ინსტალაცია თითქმის 2-სართულიანი სახლის სიმაღლისაა. ხეს გარშემო არტყავს ყინულის გუბე, რომელიც ნელ-ნელა მოედნის საკულტო შადრევნებში დნება. ამის შესაქმნელად ალექსმა 249 კილოგრამი სუფთა ცვილი გამოიყენა. „ებრძოლო ცეცხლს ნაყინით“- ჩინეკის პორტფოლიოს ბოლო ნამუშევარია, რომელიც სკულპტურის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და კონსტრუქციის წესრიგს აერთიანებს. ჯამში კი ეს, არაჩვეულებრივ საჯარო ხელოვნების ნიმუშს გვაძლევს. „ეს ინსტალაცია ყველასთვისა და ყველაფრისთვის შეიქმნა. ყოველი პროექტი, რასაც ვქმნი, არის უნიკალური იმ ადგილისთვის, სადაც ის დგას. მინდოდა შემექმნა ისეთი ინსტალაცია, რომელიც ვიზუალურად და თეატრალურად ამ მოედნისთვის იქნებოდა შერწყმული,“- ამბობს ალექს ჩინეკი. „თუ სადმე საახალწლო წვეულება ყინულის გარეშე მიმდინარეობს, იცოდეთ, სად იპოვოთ უფრო მეტი!“.

ბერლინელმა შემოქმედმა ფილიპ გეისტმა კი ახალი წლისთვის განკუთვნილი უჩვეულო ინსტალაცია კიოლნიში წარმოგვიდგინა: წინა წლის მნიშვნელოვანი მოვლენების დასათაურებები მდინარე რაინზე მდებარე ქალაქშია გამოტანილი. ნამუშევრის სახელია „დროს მიაქვს“. გეიტსმა, მის შესაქმნელად, 15 დიდი პროექტორი დაამონტაჟა, სიტყვები, ნიშნები, ფერები და ფორმები მიწაზე არის დაპროექტებული და ფასადებს ერწყმის. ინსტალაციის შექმნაში მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეოjpბას. ისინი უგზავნიდნენ ავტორს იმ სიტყვებს, რომლებიც 2016 წელს შეეფერებოდა. ყველაზე გავრცელებული სიტყვები იყო: „ადამიანის უფლებები“, „იმედი“, „სიყვარული“, „სინათლე“, ასევე ნეგატიური შინაარსის შემცველი სიტყვებიც, როგორებიცაა, მაგალითად, „ომი“. ადამიანები, რომლებიც ამ ინსტალაციაზე დადიან, სიტყვების მდინარის ნაწილი ხდებიან. არქიტექტურა, მდებარეობა, განათება, ადამიანები - ეს ყველაფერი ერთმანეთში საინტერესო ნარევს და განსხვავებულ პერსპექტივებს იძლევა, ინსტალაცია კი ის ნაწილი ხდება, რომელშიც ნებისმიერს საკუთარი აზრების აღმოჩენა შეუძლია.
ჩინური ახალი წელი გაზაფხულის ფესტივალია - დრო, როდესაც ჩინეთი და ჩინელი ხალხი ახალი მთვარის წელიწადის დაწყებას ზეიმობს. 2017 წლისთვის ეს დღესასწაული ჩინეთში 28 იანვარს აღინიშნება, მანამდე კი მანჩესტერში სწორედ ამ დღისთვის ერთი მნიშვნელოვანი წვეულება ეწყობა. ტერაკოტას არმია მოძრავი არტ-ინსტალაციაა და მოიცავს 40 ფერად, მანათობელ მებრძოლს. არტეფაქტების თანახმად, ისინი ჩინეთის პირველი იმპერატორის სამარხს იცავდნენ. თავდაპირველად პროექტი ბეიჯინგის ოლიმპიური თამაშებისთვის 2008 წელს შეიქმნა და უკვე მოასწრო მოგზაურობა სიდნეიში, პრაღაში, ზაგრებში (ხორვატია) და ასე შემდეგ. მანჩესტერის ცენტრში კი ის პირველად დაიდგმება, როგორც სიმბოლო, ჩინური ახალი 2017 წლის აღსანიშნავად. 40 მებრძოლი ზუსტი ასლია იმ 8 000 თიხის ქანდაკების, რომელიც ცინ შიხუანდის საფლავთან მდებარეობდა და ძველი წელთაღრიცხვით 210 წელს ითვლის. ამგვარი დიდი ინსტალაცია ჯერ ლონდონსა და მის გარეუბნებში არ დადგმულა. 4-დღიანი პროგრამა ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად, მანჩესტერში 26-29 იანვარს ჩატარდება. არმიის გარდა, აქ წარმოდგენილი იქნება 6 000 ტრადიციული წითელი ფარანი, 15-მეტრიანი ოქროსფერი დრაკონის სანახაობა და ულამაზესი ფოიერვერკი.
ჩვენ გირჩევთ
ბაღის დეკორირება ექსტერიერის დიზაინში და 2017 წლის საინტერესო ტრენდები
თუ ბაღის დეკორირებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის?
ბუნების დაბრუნება საცხოვრებელ ფართში - ტერასების, აივნებისა და სახურავების გამწვანება
რადგან ადამიანისთვის ბუნებასთან ყოველდღიური კონტაქტი აუცილებელია, შეგიძლიათ ჯანსაღი გარემო სახლშივე შეიქმნათ...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7