ცხოვრების სტილი

გამორჩული საშობაო და საახალწლო ტრადიციბი მთელს მსოფლიოში

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით.

1880

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყველა ქვეყანაში თავისებურად ხდება, რადგან სხვადასხვა ერის ხალხები განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მატარებლები არიან. ყოველთვის საინტერესოა გაეცნო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საინტერესო წეს-ჩვეულებებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ როგორც ქართულს, ისე სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო საახალწლო ტრადიციებზე ვისაუბრებთ. არსებობს რამდენიმე ჩვეულება, რომელიც მთელ მსოფლიოს ახალი წლის პერიოდში აერთიანებს: წინდების დაკიდება, საჩუქრების ნაძვის ხის ქვეშ დამალვა, ინდაურის ან გემრიელი საახალწლო ნამცხვრების მომზადება. თუმცა, ამავდროულად დღესაც ცოცხალია ის უნიკალური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყველა ქვეყანაში თავისებურად ხდება, რადგან სხვადასხვა ერის ხალხები განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მატარებლები არიან. ყოველთვის საინტერესოა გაეცნო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საინტერესო წეს-ჩვეულებებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ როგორც ქართულს, ისე სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო საახალწლო ტრადიციებზე ვისაუბრებთ. არსებობს რამდენიმე ჩვეულება, რომელიც მთელ მსოფლიოს ახალი წლის პერიოდში აერთიანებს: წინდების დაკიდება, საჩუქრების ნაძვის ხის ქვეშ დამალვა, ინდაურის ან გემრიელი საახალწლო ნამცხვრების მომზადება. თუმცა, ამავდროულად დღესაც ცოცხალია ის უნიკალური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურას ახასიათებს და განასხვავებს სხვებისგან.

ფინელები შობა-ახალ წელს მეტად უცნაურად ხვდებიან. მათი საყვარელი აქტივობა სასაფლაოზე გასვლაა ხოლმე. გარდაცვლილი ნათესავების სახელზე სანთლების დანთება, ფინეთში ღრმად ფესვგადგმული ტრადიციაა. ასევე სასაფლაოებზე არსებობს მემორიალური დაფა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სანთელი აუნთონ იმ მიცვალებულებს, რომლებიც სხვაგან არიან დასაფლავებული. მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოები ხალხით არის გადავსებული, სიჩუმე მაინც შენარჩუნებულია. საღამოობით ეს ყველაფერი განათებულ ზღაპრულ ადგილს ემსგავსება ხოლმე. ზოგი ადამიანი ყინულისა და წყლისგან თვალწარმტაც ნატურალურ ფანრებსაც აკეთებს. ითვლება, რომ სანთლების საფლავებთან დანთება მას შემდეგ იქცა ტრადიციად, როცა ფინეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სანთლები ფართოდ გავრცელდა. ხოლო მიცვალებულების პატივისცემის ტრადიციის ფესვები, პრექრისტიანულ პერიოდში უნდა ვეძებოთ. საინტერესოა ისიც, რომ სანამ ფინელები საშობაო ნაძვის ხეს მორთავენ ისინი აუცილებლად ბრინჯის ფაფას მიირთმევენ და ქლიავის წვენს სვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ნაძვის ხის მორთვას.

რაც შეეხებათ პოლონელებსა და ბულგარელებს, ისინი საახალწლო სუფრაზე ზუსტად 12 კერძს დებენ, რომელთა შორის არც ერთია ხორცეული. მეტად უცნაური და საინტერესო ტრადიცია აქვთ ესპანეთში - 31დეკემბრის ბოლო მომენტისთვის, სანამ საათი 12-ს ჩამოკრავს, ისინი პირს ყურძნებით ივსებენ. თითო მარცვლის ჩადებისას სურვილ იფიქრებენ და იდებენ იმდენ ყურძნის მარცვალს, რამდენჯერაც საათი დარეკავს ბოლო წამებს, ახალი წლის დადგომამდე.

ოახაკაში, მექსიკაში შობას ბოსტნეული, კერძოდ კი ბოლოკი მთავარი დეკორაციაა. „Noche de Rabanos“ ანუ „ბოლოკის ღამე“ საუკუნეებზე მეტს ითვლის. შუა საუკუნეებში ესპანელების მიერ შემოტანილ ბოლოკს იშვიათად თუ ყიდულობნენ ხოლმე. ამიტომ, უამრავი ბოლოკის თავიდან მოსაშორებლად, ფერმერებმა გადაწყვიტეს ბოსტნეულისთვის განსაკუთრებული ფორმები მიეცათ. მყიდველი ძირითადად საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებულ ბოლოკს ყიდულობდა. 1879 წელს ტრადიცია ოფიციალურ დღესასწაულად იქცა. 23 დეკემბერი კი ის თარიღი გახდა, როცა შემოქმედები ან უბრალო მონაწილეები საკუთარ ნამუშევრებს ოახაკის ცენტრში გამოფენენ ხოლმე. ამ ტრადიციისთვის ბოლოკს მიწაში დიდხანს ტოვებენ, რათა დიდი გაიზარდოს. ხშირად ისინი 50 სანტიმეტრზე გრძელია და წონა 3 კილოგრამსაც კი აღწევს. პოპულარული თემებია: დაბადების სცენა, ადგილობრივი ბუნება (ალიგატორები, გველები), მაიას ტომი და ასე შემდეგ. საუკეთესო ნამუშევრის ავტორისთვის კი პრიზი 12 000 პესოს შეადგენს.

ცოტა თუ შეედრება შოტლანდიელებს, ახალი წლის აღნიშვნაში. შოტლანდიურ კალენდარში ახალი წელი უნიკალური და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მათ ამის აღმნიშვნელი სიტყვაც კი მოეპოვებათ - ჰოგმანაი. ეს სიტყვა წლის უკანასკნელ დღეს ნიშნავს. ჰოგმანაის აღნიშვნა ზოგჯერ 2 იანვრამდეც გრძელდება ხოლმე. მისი ფესვები ჯერ კიდევ ვიკინგების პერიოდში გხვდება, რადგან ანთებული ჩირაღდნის მსვლელობის ტრადიცია აქედან მოდის. ანთებული ჩირაღდნების და „ცეცხლის მდინარე“ სამეფო ქუჩაზე - ასე შეხვდნენ 2017 წელს შოტლანდიელები ახალ წელს. ბევრი მათგანი ვიკინგების ფორმებშიც გამოეწყო. ცეცხლოვანი ბურთების მსვლელობა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა ამ დღესასწაულის ფარგლებში. ის დაახლოებით 100 წელია აღინიშნება და ფართო მასების ინტერესს იწვევს. მოზეიმეები ცეცხლის კალათებს თავზე შემოიტარებენ და პროცესიის შემდეგ ზღვაში აგდებენ. ტრადიციულად ამ რიტუალით ბოროტ სულებს დევნიან და უბედურებას ძველ წელს ატანენ, ახალი წელი კი გაწმენდილი სულით იწყება. ამ სანახაობაზე დასასწრებად ბილეთები არაა საჭირო.

რაც შეეხება გურიას, ახალ წელიწადს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ ხოლმე. რათა, ოჯახის უფროს ცარიელი ჩაფი ღვინით გაევსო და ბასილასათვის ოჯახის ბედნიერება ეთხოვა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკალივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ახალი წლის ღამეს, გურიაში მეალილოეები დადიოდნენ და მღეროდნენ, აგროვებდნენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს. 

 

 
 

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

სამი მარტივი თერაპია, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება

ჩვენს გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ალბათ ყველაზე მარტივი ამ სამი თერაპიის ჩატარებაა.

1660
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

განსაკუთრებული საახალწლო რეკორდები, რომლებიც გინესის წიგნში შევიდა

შეიძლება ითქვას, რომ ზამთარი წელიწადის ყველაზე გამორჩეული დროა, რომელიც დატვირთულია უამრავი დღესასწაულით, ტრადიციებით და საინტერესო მოვლენებით.

1336
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575